იცი, ისეთი დიდი არჩევანია რომ ნებისმიერი ხარისხის და ფასის კომბინაცია შეგიძლია გააკეთო.
მაგალითად ერთი მუქი ნაცრისფერი ჩოხის მატერია ისე მომეწონა რომ ვიფიქრე ალბათ ეს ყველზე ძვირი ეღირებათქო.
მიპასუხეს ყველაზე იაფი არისო

იქ ჩოხაა, ახალუხი, ყაბალახი, აზიატსკები, ქამარი, ხანჯალი,
მერე ჩოხაში ჩასალაგებელი რომ არის ქილები ჰქვია მგონი, მაგასაც გააჩნია რისგან არის დამზადებული, არის უბრალო ხის, რომელიც ისე მოყვება და ამისთვის ცალკე ფასს არ იხდი,
მაგრამ შეიძლება თავი ანუ- ზემოდან ჩამოსაცმელი, ლატუნის ან ძვირფასი ლითონის ჰქონდეს(ვერცხლი) მაშინ ფასები 10 ლარიდან იწყება და 60 ლარამდეც კი აღწევს(მაგრამ ეს უკანასკნელი ანტიკვარული ქილებია) სულ გჭირდება 18 ცალი...
შეკვეთებსაც ვიღებთო ისე რომ თქვენს ფინანსურ შესაძლებდლობებს მაქსიმალურად მოვარგოთ შემოთავაზებაო!
eloiza