მოკლედ სხვას ვათხოვე მანქანა და ბენზინის ჩასხმა დაავიწყდა. ბაქო ჯეიჰანზე ეგონდა მიერთებული ალბათ

როგორც ჩანს ნასოსი აწვალა ცარიელ ბაკზე, შედეგად ბენზონასოსმაც არ დააყოვნა და ახმაურდა.
კაი ხანია ასე ხმაურით დავდივარ.
ზაჟიგანიის I გადაწევაზე იქოქება მაგრამ ხშირად ქრება თუ დასაწყისშივე ცოტა გაზი არ მიაშველე.
რომ დაიქოქება იდეალურად მუშაობს შემდეგ დაქოქვამდე ანუ თავიდან ჭირდება ხოლმე გაზის წაშველება და ეგაა.
იდეალურად მუშაობს

მომატებულ წვას + შემცირებულ გაწევას + თვითონ ბენზონასოსის ხმაურს თუ არ ჩავთვლით.
მანქანა არის მერსედეს 124/230
რას მირჩევთ?
I. შევცვალო ახლით (ალბათ მომიწევს ელიავაზე 120 თუ 140 ლარიანი საეჭვო წარმომავლობის Bosch_ის ყიდვა. თუ უკეთესი იცით სადმე მიმაწავლეთ ოღონდ 400 და 500 ლარის გადახთაც არ მინდა

II. შევცვალო მეორადით დაშლილებიდან (აქ ის ნიუანსია რომ არ იცი რამდენი ხანია ნამუშევარი და შესაბამისად როდის გიღალატებს ვერ გაიგებ)
III. გავარემონტებინო (ადრეც მომიხდა ბენზონასოსის გამოცვლა და ის ძველი მაქვს სადღაც შეახული, ვერ გადაეწყობა ვითომ?
ოპელზე გაარემონტებინა ბიძაჩემმა მაგრამ საკითხავია მერსედესზე თუ იშლება ვაბშე ეს ნასოსი)
აი ესეთი Yლინჯია

IV. ჩამოვიტანო აშშ_დან (ეგ არაა დიდი პრობლემა მაგრამ საქმე იმაშია რომ 2.3 ძრავიანი 124 ები იქ არ დაიარება და 3.0 იანის რამდენად წავა ეგ არ ვიცი)
ეხლა მექნება კიდევ 1-2 შეკითხვა...
თუ 2.3 ნასოსი არ დავაყენე (ნუ, ვიცი რომ 2.3 უნდა იდგეს 2.3 ძრავზე, მაგრამ მაინც ვსვამ ამ კითხვას) და დავაყენე (დადგა) უფრო დიდძრავიანის (მაგ. 2.6 ან 2.8 ან 3.0 ან 3.2) რა მოხდება მაგ შემთხვევაში წვის ამბავში?
და II ვარიანტი... დავაყენე (დადგა) დაბალძრავიანი C კლასის ბენზონასოსი (1.8 ან 2.0) მაშინ რა მოხდება?
რომლის დაყენება ჯობია? დიდძრავიანის თუ მცირეძრავიანის, მთავარია ცოტა დაწვას და მიხვდებოდით ალბათ რომ გაზაობას არ (და ვერ) ვაპირებ 2.3 ძრავიანი 124 მერსედესით
This post has been edited by shuka on 24 May 2010, 03:28
Умирать не страшно - страшно не жить.