ზედმეტსახელ(ებ)ი: The Three Lionsკონფედერაცია: უეფა(ევროპა)მწვრთვნელი: ფაბიო კაპელო (2007 - დან)კაპიტანი: რიო ფერდინანდიწამყვანი მეგოლე: ბობი ჩარლტონიმაქს. კეპი: პიტერ შილტონისაუკეთესო ადგილი ფიფას რეიტინგში: 4(1997 წლის დეკემბერი,2006 წლის სექტემბერი)ყველაზე დაბალი ადგილი: 27(1996 წლის თებერვალი)მიმდინარე პოზიცია: 7პირველი საერთაშორისო მატჩი: შოტლანდია 0 - 0 ინგლისიყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება: ირლანდია 0 - 13 ინგლისიყველაზე დიდი ანგარიშით დამარცხება: უნგრეთი 7 - 1 ინგლისიმსოფლიო ჩემპიონატიგამოჩენა - 12 (პირველად 1950 )
საუკეთსეო შედეგი - გამარჯვებული, 1966
ევროპის ჩემპიონატიგამოჩენა - 7 (პირველად 1968 )
საუკეთესო შედეგი - მესამე ადგილი, 1968 , ნახევარფინალი 1996
England national football teamინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები - წარმოადგენს ინგლისს საერთაშორისო ტურნირებზე და შეხვედრებზე ფეხბურთში . ნაკრების კონტროლს და ხელმძღვანელობას ახორციელებს ფეხბურთის ასოციაცია . მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ცნობილი ნაკრებების უმეტესობა სუვერენულ სახელმწიფოებს წარმოადგენენ, გაერთიანებულ სამეფოს ოთხი წარმომადგენელი ჰყავს საერთაშორისო არენაზე.
ინგლისი იმ შვიდ ნაკრებთაგანია, რომელსაც მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი. ეს მოხდა 1966 წელს, როცა ინგლისი მასპინძლობდა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს . მათ ფინალური მატჩის დამატებით დროში 4-2 დაამარცხეს დასავლეთ გერმანიის ნაკრები. ინგლისს, საფრანგეთის მსგავსად მხოლოდ ერთხელ აქვს მოგებული მსოფლიო პირველობა. მას შემდეგ ინგლისელტა საუკეთესო გამოსვლა იყო 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც მათ ნახევარფინალში პენალტებით წააგეს გერმანიასთან . თუმცა, მიუხედავად ამისა, ინგლისი მაინც დარჩა მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ გუნდად, რომელიც ფიფასა და ELO - ს რეიტინგის ათეულიდან იშვიათადაა ჩამოქვეითებული. ინგლისმა ასევე გააღწია 1968 და 1996 წლის ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალში. ბრიტანულ გუნდებს შორის ინგლისი ყველაზე წარმატებული ნაკრებია მოგებით 54, 1984 წლის ევროპის ჩემპიონატიდან მოხსნამდე.
ტრადიციულად, ინგლისელთა უდიდესი მეტოქეა შოტლანდია , რომელთანაც 1870 წელს პირველი საერთაშორისო მატჩი ჩაატარა. შოტლანდიასთან რეგულარული შეხვედრები 80 - იანი წლიების ბოლოს დასრულდა, სხვა მეტოქეები კი უფრო ცნობილი გუნდები გახდნენ. განსაკუთრებული შემთხვევებით იყო აღსავსე არგენტინასთან და გერმანიასთან მატჩები. ინგლისის ნაკრების საშინაო სტადიონი არის უემბლი .
ისტორიაინგლისის ნაკრები მსოფლიოში ყველაზე ძველი ნაკრებია, რომელიც ჩამოყალიბდა შოტლანდიასთან ერთად. ინგლისსა და შოტლანდიას შორის გაცნობითი ხასიათის მატჩი გაიმართა 1870 წლის 5 მარტს, რომელიც ფეხბურთის ასოციაციის მიერ იყო ორგანიზებული, ხოლო შემდეგი შეხვედრა, 1872 წლის 30 ნოემბერს, შოტლანდიის ნაკრების წარმომადგენელთა ორგანიზებით გაიმართა. ცალ - ცალკე დაკომპლექტებულ ამ ორი ნაკრებისთვის ეს მატჩი, შოტლანდიის ჰემილტონ ქრესსენტის სტადიონზე, იყო პირველი ოფიციალური შეხვედრა. აქ უფრო მეტი სამუშაო იქნა გაწეული, ვიდრე წინა, 1870 წლის თამაშზე. მომდევნო 40 წლის მანძილზე ინგლისელი ფეხბურთელები ექსკლუზიურად მხოლოდ მშობლიურ გუნდებთან: შოტლანდიასთან, ირლანდიასთან და უელსთან თამაშობდნენ. ეს მატჩები 1883-1984 წლებში ბრიტანეთის შიდა ჩემპიონატის ეგიდით იმართებოდა.

ლონდონის უემბლის სტადიონის გახსნამდე ინგლისის ნაკრებს არ ჰქონდა მუდმივი სამასპინძლო მოედანი. 1906 წელს ინგლისი ფიფაში გაწევრიანდა, ხოლო 1908 წელს ბრიტანეთს გასცდა. ამ ორი ნაკრებს (ინგლისსა და შოტლანდიას) შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, 1928 წელს ბრიტანელები ფიფადან გამოაძევეს, 1946 წელს კი ხელახლა გაწევრიანდნენ. შედეგად ინგლისს მონაწილეობა არ მიუღია 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე, აქ კი ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან 1-0 წააგეს და პირველ რაუნდში გასვლის შანსი დაკარგეს.
ისტორიაში ინგლისმა პირველი საშინაო წაგება 1949 წლის 21 სექტემბერს, ლივერპულის გუდისონ პარკზე , გაერთიანებული სამეფოს არაწევრ ირლანდიასთან იგემა - 2:0, ხოლო 1953 წელს უნგრეთთან 6-3 წაგება იყო ინგლისის პირველი წაგება გაერთიანებული სამეფოს არაწევრთან უკვე უემბლის სტადიონზე. განმეორებითი მატჩი ბუდაპეშტში შედგა, სადაც უნგრელებმა 7-1 დაამარცხეს მეტოქე. ეს შეხვედრა კი ინგლისის ნაკრების ისტორიაში უდიდეს მარცხად მიიჩნევა. ინგლისელთაგან ერთადერთი გოლი ივორ ბროუდისმა გაიტანა. თამაშის შემდეგ შეცბუნებულმა ინგლისელმა ნახევარმცველმა სიდ ოუენმა განაცხადა: "ეს იყო უცხოპლანეტელებივით თამაში".
1954 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სიდ ოუენმა ორი გოლი გაიტანა და პირველი ინგლისელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორი გოლის გატანა მოახერხა: ბროუდმა და ნეტ ლოფთჰაუზმა , ერთად ბელგიასთან სანახაობრივ ფრეში გაიტანეს ორ - ორი გოლი. მეოთხედფინალში გასულმა ინგლისმა პირველად წააგო ურუგვაისთან და ასპარეზობას გამოეთიშა. ინგლისმა მხოლოდ ერთხელ მოახერხა სხვა ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების მწვრთნელად უოლტერ ვინთერბოთომი დაინიშნა, 1963 წელს ელფ რამსის დანიშვნამდე გუნდი კვლავ კომიტეტმა ჩაიბარა. რამსის ხელმძღვანელობით ინგლისმა ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია - 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში დამატებით დროში დაამარცხა დასავლეთ გერმანიის ნაკრები -4:2, ჯოფ ჰარსთმა კი ჰეთ - თრიკი შეასრულა. ეს ტურნირი ინგლისში გაიმართა.
სტაილზი, ჰანტი, ბენქსი, ჩარლტონი, კოენი, უილსონი.
პიტერსი, ჰერსტი, მური, ბოლი, ჩარლტონი.თუმცა ერთი წლის შემდეგ ინგლისელებმა თავიანთ მოსისხლე მტერ შოტლანდიასთან უემბლიზე ანგარიშით წააგეს 3:2. ინგლისის ეროვნული ნაკრები 1970 წლის მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა როგორც მოქმედი ჩემპიონი, სადაც მეოთხედფინალში გააღწია, მაგრამ დასავლეთ - გერმანელებთან მარცხი იწვნია. იგებდა რა - 2:0 ს, საბოლოოდ დამატებით დროში დამარცხდა 3:2. 1974 და 1978 წლებში ინგლისი მსოფლიო ჩემპიონატების მიღმა დარჩა, 1982 წელს რონ გრინვუდის გაწვრთნილი ინგლისის ნაკრები თორმეტწლიანი პაუზის შემდეგ 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდა და ასპარეზობას მეორე რაუნდიდან წაგების გარეშე გამოეთიშა. ბობი რობსონის ხელში ინგლისის ეროვნული გუნდი უკეთესად გამოიყურებოდა, რადგანაც 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალში გავიდა, ოთხი წლის შემდეგ კი მე -4 ადგილი დაიკავა. ეს იყო ერთადერთი პერიოდი, როცა ინგლისმა უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხედფინალიდან გააღწია.

1990 - იან წლებში ინგლისის ნაკრებმა ოთხი მთავარი მწვრთნელი გამოიცვალა, ოთხივე ძალიან მოკლე ხნით. ბობი რობსონი გრეჰემ ტეილორმა შეცვალა, მაგრამ 1994 წლის შესარჩევი ციკლის კრახით დასრულების შემდეგ დატოვა დაკავებული თანამდებობა. 1996 წლის ევროპის ჩემპიონატი ინგლისში გაიმართა, შესარჩევ ციკლში ნაკრებს ტერი ვენეიბლზი გაუძღვა და ინგლისს ევროპის ჩემპიონატებზე საუკეთესო შედეგი - ნახევარფინალი აჩვენებინა. მაგრამ თანამდებობა დატოვა ფინანსურ მაქინაციებში მხილების გამო, ხოლო მისმა შემცვლელმა გლენ ჰოდლიმაც მალე დატოვა პოსტი არასაფეხბურთო მიზეზების გამო. ეს მოხდა 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე , სადაც ინგლისელები მერვედფინალიდან გამოეთიშნენ ასპარეზობას. ჰადლის წასვლის შემდეგ ნაკრები კევინ კიგანმა ჩაიბარა, მაგრამ მანაც წინამორბედების ბედი გაიზიარა 2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე არასასურველი შედეგის გამო.
ბრაიან რობსონი "რობო", ინგლისის ნაკრების კაპიტანი 1980-1991 წლებში. სტადიონიარსებობის მანძილზე პირველი 50 წლის მანძილზე ინგლისის ნაკრები საშინაო თამაშებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებდა. საფეხბურთო კლუბების სტადიონებზე გადასვლამდე ინგლისელები კრიკეტის მოედნებზე თამაშობდნენ. ინგლისმა უემბლის სტადიონზე პირველი მატჩი 1924 წელს, შოტლანდიასთან გამართა, მომდევნო 27 წლის მანძილზე ეს სტადიონი მხოლოდ შოტლანდიელთა წინააღმდეგ თამაშისთვის გამოიყენებოდა.
უემბლის სტადიონი მდებარეობს ბრენტის რაიონში, ლონდონში, ეკუთვნის ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას. იგი პირველ რიგში გამოიყენება ინგლისის ეროვნული ნაკრების თამაშებისთვის და ინგლისის თასის ფინალებისთვის.
ფორმაინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ტრადიციული ფერებია თეთრი მაისური, მუქი - ლურჯი შორტები და თეთრი წინდები .2001 წლიდან გუნდს პერიოდულად აცვია თეთრი შორტები.
ინგლისელთა ტრადიციული გასვლითი ფერებია წითელი მაისური, თეთრი შორტები და წითელი წინდები. თუმცა ინგლისელები არაბრიტანულ გუნდთან თამაშამდე გასვლით ფორმას არ იყენებდნენ .1945-52 წლებში ინგლისელების გასვლითი ფორმა ლურჯი იყო .1996 წელს შეიცვალა და გახდა რუხი მაისური, შორტები და წინდები. ეს ფორმა მათ გერმანელებთან , ბულგარელებთან და ქართველებთან მატჩებში ეცვათ. მაგრამ ტრადიციიდან გადახვევა არაპოპულარული იყო და მას შემდეგ ინგლისის ნაკრები ისევ წითელ ფორმას დაუბრუნდა. ამ ფორმას ხანდახან საშინაო მატჩებშიც იყენებენ.
2009 წლის 28 მარტს სლოვაკებთან მატჩში შედგა ახალი ფორმის პრეზენტაცია - უმბროს რეტრო სტილი, რომელიც მთლიანად თეთრ მაისურზეა. ამ ახალმა ფორმამ ჩაანაცვლა ტრადიციული მუქი ლურჯი შორტები, თუმცა უკრაინელებთან 1-0 წაგებულ შეხვედრაში ინგლისელებს მუქი ლურჯი შორტები ეცვათ.
ინგლისის ნაკრების მწვრთნელები ვალტერ ვინთაბოთომი 1946–1962
სერ ალფ რამსი 1963–1974
ჯო მერსერი 1974
დონ რევი 1974–1977
რონ გრინვუდი 1977–1982
სერ ბობი რობსონი 1982–1990
გრემ ტეილორი 1990–1993
ტერი ვენეიბლზი 1994–1996
გლენ ჰოდლი 1996–1999
ჰოვარდ ვილკინსონი 1999 & 2000 (two stints)
კევინ კიგანი 1999–2000
პიტერ ტეილორი 2000
სვენ გორან ერიქსონი 2001–2006
სტივ მაკლარენი 2006–2007
ფაბიო კაპელო 2007–
გარი ლინეკერი, ინგლისის ნაკრების ფორვარდი 1984–1992 წლებში, გატანილი აქ 80 შეხვედრაში 48 გოლი.საამაყო ფინალები: (ეს ყველა თემაში უნდა იყოს,გაითვალისწინეთ თემის შემდეგმა გამხსნელებმა)
1963 - ტოტენჰემი 5-1 მად.ატლეტიკო (თასების თასი)
1965 - ვესტ ჰემი 2-0 მიუხენ 1860 (თასების თასი)
1968 - ლიდსი იუნაიტედი 1-0 ფერენცვაროში (უეფას თასი)
1968 - მანჩესტერ იუნაიდედი 4-1 ბენფიკა (ჩემპიონთა თასი)
1969 - ნიუკასლ იუნაიტედი 6-2 ა.ბუდაპეშტი (უეფას თასი)1970 - არსენალი 4-3 ანდერლეხტი (უეფას თასი)
1970 - მანჩესტერ სიტი 2-1 გორნიკ ზაბრე (თასების თასი)
1971 - ჩელსი 2-1 რეალი (თასების თასი)
1971 - ლიდს იუნაიტედი 3-3 იუვენტუსი (უეფას თასი) გასვლაზე გატანილი გოლებით მოიგო ლიდსმა
1972 - ტოტენჰემი 3-2 ვულვერჰემპტონი (უეფას თასი)
1973 - ლივერპული 3-2 მიონხენ გლადბახის ბორუსია (უეფას თასი)
1976 - ლივერპული 4-3 ბრიუგე (უეფას თასი)
1977 - ლივერპული 3-1 მიონხენ გლადბახის ბორუსია (ჩემპიონთა თასი)
1978 - ლივერპული 1-0 ბრიუგე (ჩემპიონთა თასი)
1979 - ნოტინგემი 1-0 მალმიო (ჩმპიონთა თასი)1980 - ნოტინგემი 1-0 ჰამბურგი (ჩემპიონთა თასი)
1981 - ლივერპული 1-0 რეალი (ჩმპიონთა თასი)
1981 - იფსვიჩი 5-4 ალკმაარი (უეფას თასი)
1982 - ასტონ ვილა 1-0 ბაიერნი (ჩემპიონთა თასი)
1984 - ლივერპული 1-1(4-3.p) რომა (ჩემპიონთა თასი)
1984 - ტოტენჰემი 2-2(4-3.p) ანდერლეხტი (უეფას თასი)
1985 - ევერტონი 3-1 რაპიდ ვიენა (თასების თასი)1991 - მანჩესტერი იუნაიტედი 2-1 ბარსელონა (თასების თასი)
1994 - არსენალი 1-0 პარმა (თასების თასი)
1998 - ჩელსი 1-0 შტუდგარტი (თასების თასი)
1999 - მანჩესტერ იუნაიტედი 2-1 ბაიერნი (ჩემპიონთა ლიგა)2001 - ლივერპული 5-4 ალავესი (უეფას თასი)
2005 - ლივერპული 3-3(3-2.p) მილანი (ჩემპიონთა ლიგა)
2008 - მანჩესტერ იუნაიტედი 1-1(6-5.p) ჩელსი (ჩემპიონთა ლიგა)იმედია ფულემი წელს მიემატება ამ სიას.
2010 FIFA World Cup
12 ივნისი 2010
20:30
ინგლისი V ამერიკის შეერთებული შტატები როიალ ბექოფენ სთეიდიუმი , რუშტენბურგი
18 ივნისი 2010
20:30
ინგლისი V ალჟირი კეიპ ტაუნ სთედიუმი , კეიპ ტაუნი
23 ივნისი 2010
16:00
სლოვენია V ინგლისი ნელსონ მანდელა სთედიუმი , პორტ ელიზაბეტი
1990 რობსონის ნაკრები
პირსი, უოკერი, გასქოინი, შილტონი, ლინეკერი, ბარნსი.
ბისლი, სტივენსი, რობსონი, ბატჩერი, უოდლი.1998 ჰოდლის ნაკრები
ინსი, ქემბელი, ადამსი, ანდერტონი, სიმენი, საუთგეიტი.
შერინგემი, ბეტი, ლე სო, სქოულზი, შირერი.წარმატებები ახალ და იმედია არსებობის მანძილზე ყველაზე ძლიერ 2010 წლის კაპელოს ნაკრებს, იმედია!
წინა თემა This post has been edited by Mersisaidman on 5 May 2010, 22:37