the_lizard_king
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 31368
წევრი No.: 11934
რეგისტრ.: 1-August 05
|
#19831921 · 27 May 2010, 13:20 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არა, მეგობარო - გაგა ნახუცრიშვილი
არა, მეგობარო, აქ უარესია, აქ გაიფანტება იმედი, ნიჭი. აქ ქრება ოცნება, ოცნება - მესია, ღვინით და თუთუნით სიმშვიდეს ვიმკით.
არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება, არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე, არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება, არა ღირს!.. არა ღირს!.. რა გითხრა კიდევ.
არა, მეგობარო, არა ღირს ღიმილი, მე ვიცი, ღიმილსაც დაახრჩობს ბოღმა, არა ღირს, იცხოვრო ღმერთივით, ვირივით, არა ღირს, იცხოვრო ფხიზელმა, ლოთმა.
არა, მეგობარო, არა ღირს სიმშვიდე, არა ღირს იყვირო, გაჩუმდე მორცხვად, არა ღირს სიყვარულს, სიხარულს იმკიდე, ტალახში გასვრიან სიწრფელეს როცა.
არსებობს წამება, წამების სიჩქარით შენს ხსოვნას ვაჩუქე ერთ-ერთი წამი, ტკივილით, უაზროდ რაღაცა გითხარი უშენო, თოვლიან, ყინვიან ღამით.
არა, მეგობარო, აქ აღარ დაბრუნდე, აქ გაგეფანტება ოცნების ნიჭი, ონება დაალპეს, წაბილწეს, გაქურდეს, ცრემლსაც კი დაკარგავ ლამაზი ბიჭი.
გზები... შენი ნაბიჯებით გიხაზია, წინ კი მხოლოდ ცარიელი ფურცელია, ცხოვრება თუ მართლა მარტო მირაჟია, მაშინ, ალბათ, ყველაფერი უცვლელია.
ვერ გაიგე, სისადავე რატომ ქრება, როცა თითქოს ყველაფერი უთქმელია, მაშინ, ალბათ, ყოველგვარი საოცრება მხოლოდ ერთი ცარიელი ფურცელია.
--------------------
Losing my taste for the nightlife
|