მოკლედ ვეძებე რაღაცები და ეს პასაჟები ამოვკრიფე ბიბლიიდან, სადაც ფაქტობრივად ზომბებზეა საუბარი.
ზაქარია წინასწარმეტყველი, 14:12, აქ საუბარია რომ ისრაელის მტრებს ღმერთი ზომბების აპოკალიფსს მოუვლენს

12. ეს იქნება სატანჯველი, რომლითაც დასტანჯავს უფალი ყველა ხალხს, ვინც კი გაილაშქრებს იერუსალიმზე; ზეზეულად შემოალპებათ ხორცი, დაულპებათ თვალები ფოსოებში და ენა დაულპებათ პირში.
13. იმ დღეს იქნება, რომ დიდი აღრეულობა ჩამოვარდება მათ შორის უფლისაგან: ხელს ჩასჭიდებენ ერთი-მეორეს და ერთის ხელი მეორის ხელის წინააღმდეგ აღიმართება.
ეზეკია 37
9. მითხრა: უწინასწარმეტყველე სულს, უწინასწარმეტყველე, ადამის ძევ, და უთხარი სულს, ასე ამბობს-თქო უფალი ღმერთი: ოთხივე ქარიდან მოდი, სულო, და შთაებერე ამ დახოცილებს, რათა გაცოცხლდნენ.
10. მეც ვიწინასწარმეტყველე, როგორც მიბრძანა, და შევიდა მათში სული და გაცოცხლდნენ; და წამოდგა ფეხზე დიდძალი ლაშქარი.
11. მითხრა: ადამის ძევ! მთელი ისრაელის სახლია ეს ძვლები. აჰა, ამბობენ: გამხმარია ჩვენი ძვლები და წარხოცილია ჩვენი სასო, გამწყდარნი ვართო.
ასევე ახალ აღთქმაში, დარწმუნებული ვარ ბევრმა არ იცის რომ ქრისტეს სიკვდილმა რატომღაც ქალაქში ზომბების გამოჩენა გამოიწვია.
მათე 27:
50. ხოლო იესომ კვლავ შეღაღადა ხმამაღლა და განუტევა სული.
51. და, აჰა, ზემოდან ქვემომდე, შუა ჩაიხა ტაძრის ფარდა, იძრა მიწა და დასკდნენ კლდენი.
52. განიხვნენ საფლავნი და წმიდა განსვენებულთა მრავალი გვამი აღდგა.
53. საფლავებიდან გამოვიდნენ მისი აღდგომის შემდეგ, წმიდა ქალაქში შევიდნენ და გამოეცხადნენ მრავალს.
მოკლედ ისიც ვიცით რომ მეორედ მოსვლის ჟამს მიცვალებულები ცოცხლდებიან...
რას იტყვით იქნებ სულაც არაა ზომბები მითი?