


წინა თემის ლინკები:
თუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშებითუთიყუშები, ყველაფერი მათ შესახებ ფრთა VIIIთუთიყუშებიაქ ვწერთ ზოგად ინფოს იმ თუთიყუშების შესახებ, რომლებიც შედარებით გავრცელებულები არიან ჩვენთან. სხვადასხვა ჯიშებზე ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ
ASTU–ს საიტიმაშ ასე:
ტალღისებრი თუთიყუში - Budgie (Budgerigar)

ავსტრალიური წარმოშობის, პატარა ზომის თუთიყუშია. გავრცელებულია თითქმის ყველა ქვეყანაში როგორც სახლის ფრინველი, რადგან ძალიან ადვილად ეგუება ადამიანს. თუ სათანადო ყურადღებას დაუთმობთ ძალიან მალე დაიწყებს თქვენთან ერთად თამაშს, ხელიდან ჭამას, მხარზე ძილს და ერთი სიტყვით თქვენი მეგობარი გახდება
ასევე აღსანიშნავია, რომ შეგიძლიათ ასწავლოთ ლაპარაკი. 100 მეტ სიტყვას სწავლობენ
ტალღისებრი თუთიყუშის ბუნებრივი შეფერილობა მწვანე და ყვითელია, თუმცა ჯიშების გამოყვანის შედეგად დღეს უამრავი ფერის არსებობს. იხილეთ დაწვრილებით აქ
სანამ იყიდით პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამის მოვლა ძაღლთან და კატასთან შედარებით ძალიან ადვილია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყურადღებას ნაკლებს ითხოვენ. პირიქით, ძალიან დიდი ყუდარდღება სჭირდებათ, ვერ იტანენ მარტოობას, ამიტომ თუ არ ხართ ხშირად სახლში მაშIნ ჯობია ორი მოიყვანოთ რომ არ მოსწყინდეთ.
საერთოდ,მოჩვევის და ლაპარაკის სწავლების მხრივაც, უმჯობესია მოიყვანოთ 1 და ბარტყი. თუ გინდათ რომ ასწავლოთ ლაპარაკი მაშინ სქესსაც აქვს მნიშვნელობა, რადგან ცნობილია, რომ პროცენტულად მამლებს უფრო დიდი შანსი აქვთ რომ ლაპარაკი დაიწყონ. ( თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ დედლებს საერთოდ არ აქვთ ლაპარაკის უნარი, ზოგი დედალი მამალზე უკეთესადაც სწავლობს)
ასაკის გარჩევა:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასაკის გარჩევისათვის უნდა გაითვალისწინოთ რამოდენიმე რამ!
1. დააკვირდით თუთიყუშის თვალს. ბარტყებს თვალი მთლიანად შავი აქვთ. ასაკთან ერთად თვალის გარშემო ჩნდება ჯერ ნაცრისფერი და შემდეგ თეთრი რკალი.

2.დააკვირდით თავს. ბარტყებს თავი მთლიანად დაზოლილი აქვთ აი ასე:
ხოლო ბუმბულის პირველი გამოცვლის შემდეგ მათ "შუბლი" უყვითლდება ან უთეთრდებათ, შეფერილობის და მიხედვით. აი ასე:

მაგრამ ეს ხერხი არ გამოდგება ყოველთვის, რადგან ზოგიერთ ჯიშს საერთოდ არ აქვს ზოლები.
ნისკარტიც ბარტყებს შავი აქვთ, მაგრამ მე როგორც დავაკვირდი ყველას არა, ასე რომ ყველაზე კარგი გამოსავალია თვალზე დაკვირვება.
სქესის გარჩევა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სქესის გარჩევისას უნდა დავაკვირდეთ ნისკარტის ზემოთ ე.წ. ცვლილოვანა-ს(ინგლისურად cere)

მამლების ცვლილოვანა ლურჯია, ხოლო დედლების მოყავისფრო ან თეთრ-ღია ცისფერი.

მაგრამ ბარტყების შემთხვევაში გარჩევა ცოტა არ იყოს ძნელია.
მამალ ბარტყებს ცვლილოვანა იასამნისფერი ან ვარდისფერი აქვთ.

ხოლო დედალ ბარტყებს შეიძლება ყველანაირი ფერი ჰქონდეთ: იასამნისფერიც, ცისფერიც ვარდისფერიც, მაგრამ მათ ნესტოების გარშემო აუცილებლად თეთრი რგოლები აქვთ!
მაშ ასე:
დედლები
მამლები
ნიმფა/კორელა (Nymphicus hollandicus) - კაკადუსებრთა ოჯახის ყველაზე პატარა წარმომადგენელი.
ტალღოვანი თუთიყუშების შემდეგ ყველაზე პოპულარული სახლის ფრინველი.
ნიმფები ძალიან ენერგიული, ცნობისმოყვარე და მეგობრული ფრინველია, ადვილად ეგუება ადამიანს, უყვარს თამაში და მათთან ურთიერთობისას არასოდეს მოიწყენთ. კორელებს ასევე აქვთ ლაპარაკის ნიჭი, თუმცა ლაპარაკის ათვისებაში ტალღოვნებს ჩამოუვარდებიან. სამაგიეროდ მათ აქვთ ძალიან კარგი სმენა, შეუძლიათ დაიმახსოვრონ მელოდია და უშეცდომოდ იმღერონ (უფრო სწორად უსტვინონ

)
სქესის გარჩევა» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
პატარა ნიმფების სქესის გარჩევა ცოტა არ იყოს რთულია, რადგან ბუმბულის პირველ მოცვლამდე ყველა დედალს ჰგავს. ბუმბულის მოცვლის შემდეგ კი უნდა დავაკვირდეთ თავსა და კუდზე:

აღსანიშნავია, რომ ტალღოვანი თუთიყუში და ნიმფა შეიძლება ერთად გყავდეთ, არაფერს დაუშავებენ ერთმანეთს
მოსიყვარულე თუთიყუში (Agapornis)

აფრიკის კონტინენტზე მობინადრე პატარა ზომის თუთიყუშების სახეობაა. ეს თუთიყუშები ცხოვრობენ წყვილებად და როგორც წესი ძალიან უყვართ თავიანთი მეწყვილე, რომელთანაც მთელი სიცოცხლეს ატარებენ, სწორედ აქედან მიიღეს ეს სახელი.
მოსიყვარულე თუთიყუშების რამოდენიმე ქვესახეობა არსებობს:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოსიყვარულე თუთიყუშებს აქვთ ძალიან მოკლე კუდი, მაგრამ ისინი ერთობ საინტერესოდ იყენებენ და ინაზღაურებენ (თუ შეიძლება ასე ითქვას) ამ დანაკლისს: კუდში ისინი ბუდისთვის წვრილ ტოტებს და ხმელ ბალახს ათავსებენ და ისე მიფრინავენ ხოლმე ბუდის ასაგებად. აი ლინკიც სადაც ეს ლამაზი ჩიტი ტოტების მაგივრად ქაღალდისგან აპირებს ბუდის აგებას:
სქესის გარჩევა ერთობ ძნელია. მამალი ოდნავ პატარაა ზომით დედალზე, მისი თავი ოდნავ ზევით არის აწეული და ზევიდან მოპრტყელებულივით, ხოლო დედალს თავის ქალა უფრო მოკლე აქვს, გუმბათისებური. დედალს აგრეთვე არჩევენ ფართოდ გაშლილი ფეხებით,როცა ის ქანდარაზე ზის. არსებობს უფრო ზუსტი მეთოდი: სპეციალისტები არჩევენ კიდევ სქესს მენჯის ძვლის სიგანით, უფრო განიერი მენჯის ძვლები აქვს დედალს, თუმცა არასპეციალისტს ასეთი მეთოდით გაუძნელდება რაიმეს გაგება. მოსიყვარულე თუთიყუშების სამშობლოა აფრიკა და მადაგასკარი. მათი ხმოვანი გადაძახებები (სხვას ვერაფერს დავარქმევ), მათ მიერ გამოცემული ხმები, ადამიანის ყურისთვის ნაკლებად სასიამოვნოა.
©
ASTU-ს საიტირაც შეეხება თუთიყუშების მოვლას!
მოვლათუთიყუშების მოვლა საკმაოდ დიდ დროს და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ, თუ თქვენ ნერვები და მოთმინება არ გაქვთ გირჩევთ არ მოიყვანოთ, რადგან თქვენც ცოდო ხართ და თუთიყუშიც.
მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ყურადღება დაუთმოთ, მაგალითად კომპიუტერთან ზიხართ? გვერდზე გედგათ გალიაც, ტელევიზორს მასთან ერთად უყურეთ და ა.შ. ისე, რომ ყოველთვის გხედავდეთ და სულ მალე თქვენდამი შიში ნელ–ნელა გაუქრება. სანამ კარგად მოჩვეული არაა, ნუ გამოუშვებთ გარეთ, რადგან შეიძლება შიშით და დაბნეულობით კედლებს შეეჯახოს და რამე დაიზიანოს, ამიტომ ჯობია თავდაპირველად გალიაში მოიჩვიოთ. ხელიდან აჭამეთ, და არ დაგავიწყდეთ, რომ პირველ და მეორე ჯერზე თუ არ გამოვიდა, მესამეზე აუცილებლად გამოვა
როცა უკვე ნახავთ, რომ მას შიში ნელ-ნელა გაუქრა, შეგიძლიათ უკვე გარეთაც გამოიყვანოთ. ოღონდ ძალით არა. გაუღეთ გალიის კარი და თვითონ გამოვა. რაც შეეხება შესმას, თავიდან ცოტა რთულია როცა ბოლომდე არ აქვს თქვენი ნდობა, მაგრამ უნდა ეცადოთ. მაგალითად ქანდარით ან საკვების ჯამით, ან თუნდაც გალია მიუტანეთ და თვითონ შევა.
არასოდეს დაიჭიროთ ხელით, არ ესროლოთ ბალიშები და არ გადააფაროთ ნაჭერი, ან საერთოდ რაიმე მსგავსი სადისტობა , რადგან თქვენს ნდობას დაკარგავს და საბოლოოდ შეგიძულებთ!
იმისთვის რომ სხვადასხვა დაავადება ავიცილოთ თავიდან, საჭიროა გალიის რეგულარულად დასუფთავება, ყოველდღე წყლის გამოცვლა. სასურველია ნადგამი წყალი ესხას.
რაც შეეხება კვებას:
სპეციალური საჭმელი იყიდება ზოომაღაზიებში. დღეს რა ინფორმაციაც გვაქვს
საუკეთესოა Prestige. არასოდეს არ იყიდოთ Trill, რადგან იწვევს სხვადასხვა დაავადებებს ( გმადლობ one_day- ინფოსთვის )
თუთოებისთვის ასევე აუცილებელია მინერალები. ცარცი -კალციუმისთვის და ნისკარტისთვის.
ზოომაღაძიებში ჭარბად იყიდება ნისკარტის სალესი და ქვამარილი. ეს ქვამარილი თუთიყუშებისთვის იგივე კიბოა ! რადგან მარილი სასტიკად არ შეიძლება მათთვის (მადლობა sandro87 ინფოსთვის )
გარდა ამისა აუცილებელია კვებაშI ცოტა მრავალფეროვნებაც!
მაგალითად შეგიძლიათ მოხარშოთ კვერცხი, დასრისოთ კოვზით და აჭამოთ.
ასევე წიწიბურა უზეთოდ და უმარილოდ მოხარშული.
ხილ-ბოსტნეულს რაც შეეხება:
ეჭმევათ:ვაშლი, მსხალი, კივი, მანგო, ანანასი, ალუბალი, ბანანი, ატამი, მანდარინი, ყურძენი, ფორთოხალი, გარგარი. სტაფილო, სალათის ფოთოლი და ასევე მწვანილიდან კამა!
არ ეჭმევათ:მარილი, პური, შოკოლადი, ავოკადო, ხახვი, ვაშლის კურკები ან საერთოდ რამე კურკა, ალკოჰოლი და ასევე ჩიპსი და გაზიანი სასმელები და ასეთები არ შეიძლება. და სოკო!
თუთიყუშებს ძალიან უყვართ ბანაობა, ამისათვის შეგიძლიათ პატარა ჯამში ჩაასხათ ნელ-თბილი წყალი (შეიძლება მწვანილიც ჩაუდოთ სრული კომფორტისთვის ) და თქვენი თუთო თავისით იბანავებს. თუმცა ზოგს ურჩევნია მოშვებულ ონკანთან ჭყუმპალაობაავადმყოფობათუთიყუშებს ინსტინქტურად აქვთ უნარი დამალონ თავიანთი დაავადება, რათა ბუნებაში არ დაიჩაგრონ. ამიტომ, საკმაოდ რთულია შეამჩნიო მათი ავადმყოფობა. პირველ სიმპტომად ითვლება მთელი დღის განმავლობაში მოწყენილობა, გაუნძრევლად და ჩუმად ჯდომა, გაფუებული ბუმბულები და ასევე თხევადი სკინტლი . თუ შეამჩნევთ, რომ თქვენს თუთოს ქანდარის მაგივრად გალიის ძირზე სძინავს სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ზომებს, რადგან ეს უკვე სერიოზული სიმპტომია რაიმე ავადმყოფობის. წესით ვეტერინარს უნდა მიმართოთ, (თუ ვინმე გეგულებათ წესიერი საქართველოში). თუთოების მკურნალობა სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, მაგალითად თუ რამე მსგავსი სიმპტომი შეატყვეთ თქვენს ჩიტს, გაუხსენით ანტიბიოტიკი (კაფსულის ნახევარი ან ნაკლები) წყალში და პიპეტკით დაალევინეთ ან თუნდაც მოაყარეთ საკვებს.
არსებობს ნისკარტის დაავადებაც, ე.წ. სოკო, თუ შეატყობთ რომ ცოტათი აქერცლილი აქვს, იყიდეთ სპეციალური მაზი ზოომაღაზიაში და წაუსვით.
სახლის პირობებში ასევე შესაძლებელია მკურნალობა: გადადუღებული ზეითუნის ზეთი წაუსვით რეგულარულად დაავადებულ ადგილს .
საშიში არაფერია, თუ რა თქმა უნდა დროზე შენიშნავთ.
ფეხის დაავადებები ძირითადად ჩნდება ცუდი ქანდარის გამო. ცნობილია, რომ პლასმასის ქანდარა არ ვარგა, ჯობია გქონდეთ ხის ან შეგიძლიათ ნებისმიერს ნაჭერი გადაახვიოთ.
ზოგი თუთიყუში, რომელსაც ნაკლებ დროს უთმობენ, ვარდება დეპრესიაში და შედეგად ჯერ ბუმბულს ხოლო შემდგომ უკვე კანს იპუტავს. თუმცა არ უნდა დავპანიკდეთ ბუმბულის დანახვისას, რადგან როგორც წესი ესენი
ბუმბულს წელიწადში რამდენჯერმე (3-4ჯერ) იცვლიანროგორ ვასწავლოთ ლაპარაკიპირველ რიგში უნდა იცოდეთ, რომ თუთიყუშის მოყვანისას არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ის 100% -ით დაიწყებს ლაპარაკს. ყველა ინდივიდუალურია, ზოგს აქვს ნიჭი, ზოგს ნაკლებად, ზოგს კი საერთოდ არ აქვს. როგორც ზემოთ დავწერეთ უმეტეს შემთხვევაში მამლები ლაპარაკობენ.
ლაპარაკის სწავლა ასევე დამოკიდებულია თქვენზეც, თუ რამდენ დროს უთმობთ. მოყვანის დღიდან უნდა ეცადოთ რომ ხშირად უმეოროთ ერთიდაიგივე სიტყვა, ნუ შეეცდებით თავიდანვე წინადადების სწავლებას, რადგან აურევს სიტყვებს ერთმანეთში და გამოვა უაზრო ბგერების რახა-რუხი. ზოგი ხმას იწერს და ასმენინებს, თუმცა დაიმახსოვრეთ, რომ პირადი ურთიერთობა უფრო უკეთეს და სწრაფ შედეგს გამოიღებს, ვიდრე ჩანაწერის მოსმენა.
საერთოდ, პირველი სიტყვის სწავლას ყველაზე მეტი დრო სჭირდება (1, 2, 5 თვე ან 1 წელიც, ესეც ინდივიდუალურია) ხოლო შემდეგ უკვე დროის მონაკვეთები იკლებს.
როცა უკვე 1-2 სიტყვას ისწავლის თქვენი თუთო, შეგიძლიათ უკვე ფრაზებზე ან წინადადებებზე გადახვიდეთ
დაიმახსოვრეთ , რომ თუ თუთო მოჩვეული არ გყავთ ძალიან მცირე შანსია იმისა, რომ მან ლაპარაკი დაიწყოს. ლოგიკურია, რადგან რისიც ან ვისიც ეშინია მისი ხმის გამეორების სურვილი არანაირად არ აქვს
+დამატებითი ინფო » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტალღისებრი თუთიყუში
ტალღისებური თუთიყუშის სამშობლო ავსტრალიაა. ის მიეკუთვნება მარცვლეულის ჭამია ჩიტებს; ავსტრალიის ბუნება ისეთია, რომ თითქმის მთელი წლის განმავლობაში ყვავის და მსხმოიარობს სხვადასხვა ბალახოვანი მცენარეულობა, რომლებიც ტალღისებური თუთიყუშების საკვებს წარმოადგენს.
ამიტომაც თუთიყუში აქ წლის ნებისმიერ დროს მრავლდება. წლის გარკვეულ დროს, უმთავრესად გვალვის პერიოდში, თუთიყუში გადალახავს დიდ მანძილებს წყლის და საკვების ძებნაში. ცხოვრების კარგ პირობებში კი თუთიყუში დიდხანს რჩება განსაზღვრულ რაიონში.
თავის სამშობლოში ტალღისებურ თუთიყუშებს მოსახლეობა დევნის, ვინაიდან მას სასოფლო - სამეურნეო ნარგავებისათვის დიდი ზარალი მოაქვს.
მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში ტალღისებური თუთიყუში ჩამოიყვანეს ევროპის ზოოპარკებში და ცოტა ხანში გაამრავლეს გალიებში. ამჯამად მთელ მსოფლიოში ის გალიის ფრინველებიდან ყველაზე პოპულარულ ფრინველად ითვლება. არაბუნებრივ პირობებში ტალღისებური თუთიყუში დიდხანს ცოცხლობს (15-20წელს) და საკმაოდ პატარა გალიებშიც მრავლდება. ტალღისებური თუთიყუში ბაძავს მგალობელი ჩიტების სიმღერას და შეუძლია რამდენიმე სიტყვის ან მოკლე ფრაზების წარმოთქმა. მისმა მხიარულმა ხასიათმა, ხელმისაწვდომმა ფასმა, მოყვარულის სპეციალური მომზადების გარეშე გამრავლების შესაძლებლობამ ეს ჩიტი როგორც ბავშვების ასევე უფროსების საყვარელ არსებებად აქცია.
ტალღისებური თუთიყუშის გარეგნობა
ტალღისებური თუთიყუშის ძირითადი ფერია მწვანე. თავზე და წინა მხარეს აქვს ყვითელი "ნიღაბი", რომელზედაც სამი წყვილი შავი წერტილია. ზედა წერტილები ეხება იისფერ ლაქებს. ტანის ზედა მხარეს ყვითელი "ნიღაბიდან" და კისრიდან დაწყებული შავი ტალღისებური მოხატულობა აქვს. შავი ტალღების " ზომები მატულობს თავიდან კუდისაკენ. ამ ტალღების გამო ავსტრალიურ თუთიყუშს "ტალღისებური თუთიყუში" შეარქვეს. კუდის ორი გრძელი ფრთა მუქი ლურჯი ფერისაა. ნისკარტი და თათები ღია მოლურჯო ფერისაა. ჩიტის სიდიდე 20სმ-მდეა. მამალი დედლისაგან განსხვავდება ცვლილოვანას–ნისკარტის ზედა შეუმოსავი (უბუმბულო) ნაწილის ფერით. მოზრდილ მამლებს ეს ნაწილი კაშკაშა ლურჯი აქვთ. დედლებს - მონაცრისფერო ცისფერი, უფრო ხშირად ყავის ფერი. სამ თვემდე ახალგაზრდა მამლებს ცვლილოვანა აქვთ ღია ვარდისფერი - იასამნისფერი, დედლებს კი ღიაცისფერი.
პოლონელი მოყვარულები გვთავაზობენ ტალღისებური თუთიყუშის სქესის დადგენას თავის მოყვანილობის მიხედვით. როგორც აღნიშნავენ მამლებს უფრო წაგრძელებული თავი აქვთ და ცვლილოვანა უფრო განვითარებული. აღსანიშნავია, რომ სქესის დადგენა ამ წესით საკმაოდ ძნელია და მოითხოვს მოყვარულისაგან დიდ გამოცდილებას. ახალგაზრდა ჩიტებს არა აქვთ მკაფიო ყვითელი "ნიღაბი" და ტალღისებური ნახატი იწყება პირდაპირ ცვლილოვანასაგან.ბუმბულის ცვლის შემდეგ 6–8 თვის ასაკში გაჩნდება მკაფიო ყვითელი ნიღაბი", შეფერადდება ცვლილოვანა და უფრო მკაფიოდ გამომჟღავნდება ტალღისებური ნახატი.
თუთიყუშის კვება
თუთიყუშის სწორი კვება გადამწყვეტია მისი ზრდა-განვითარების და გამრავლებისათვის. სამწუხაროდ, ბევრი მოყვარული ჯეროვნად არ აფასებს ამ გადამწყვეტ ფაქტორს, რაც იწვევს ნივთიერებათა ცვლის პროცესის მოშლას, თუთიყუში ავადდება, იწყებს ტანზე ფრთების გაპუტვას, ხდება დონდლო და საბოლოოდ იღუპება.
არცერთ საკვებს ცალკ-ცალკე არა აქვსყველა საჭირო საკვები ნივთიერებათა შენაკრები. ამიტომ თუთიყუშის საკვებ რაციონში გარდა მარცვლეულთა ნარევისა უნდა შედიოდეს დამატებიღი და მინერალური საკვები.
რაციონში ამინომჟავების შემცველობა საკვების სრულფასოვნების განმსაზღვრელია, თუმცა ბუნებრივი რაციონის შედგენა სახლის პირობებში პრაქტიკულად შეუძლებელია. მაგალითად, ბუმბულის ცვლის პერიოდში მკვეთრად იზრდება ორგანიზმის მოთხოვნა გოგირდშემცველ ნივთიერებებზე და ამინომჟავებზე. ბუდეობის დროსაც ასავრ დიდი მოთხოვნილობაა საკვებ ნივთიერებებზე.
თუთიყუშის საკვების ძირითადი შედგენილობაა:
• ცხიმები,
• ცილები,
• ნახშირწყლები,
• ვიტამინები,
• მინერალური ნივთიერებები,
• წყალი და სხვა.
ცილები
ცილები კუნთების ორგანოების, ფრთის, კანის, ნისკარტის, ბრჭყალების, კვერცხის უმთავრესი შემადგენელი ნაწილია. ასავე ძირითადია ცილები ფერმენტებში, ჰორმონებში. ჩიტის ოტგანიზმის ზრდისა და გამრავლებისას სასიცოცხლოდ აუცილებელიაზოგიერთ ამინომჟავა, რომლებიც მიიღება ცილების დაშლით(მეთიონინი, ლიზინი, არგინინი, ტრიფტოფანი და სხვა), ამიტომ ცილოვანი საკვების ხარისხი განისაზღვრება ამინომჟავების შემცველობით. გამრავლებისა და ბუმბულის ცვლის პერიოდში მკვეთრდება მთხოვნილება ცხოველური წარმოშობის ცილებზე. მცენარეულ ცილებს საჭირო ამინონომჟავების მცირე შედგენილობა ახასიათებს, განსაკუთრებით პროტეინით ღარიბ მცენარეულ საკვებში, როგორიცაა ფეტვი, ქვრიმაში, ქერი.
ნახშირწყლები
ნახშირწყლები არ მონაწილეობენ ორგანიზმის უჯრედების წარმოქმნაში, თუმცა უდიდეს როლს ასრულებენ, როგორც ორგანიზმის სითბოს წარმოქმნის და ხარჯვითი ენერგიის წყაროები. ნახშირწყლებით მდიდარია მარცვლეული კულტურები. მათი სიჭარბისას ისინი გარდაიქმნებიან ცხიმებად, რომლებიც ფრინველის პატარა სადგომში ყოფნისას უარყოფითად იმოქმედებენ ჩიტის ჯანმრთელობზე. მეტად გასუქებული ჩიტი არ მრავლდება და მას უჩნდება მთელი რიგი დაავადებებისა.
ცხიმები
ცხიმები ნახშირწყლებთან ერთად ენერგეტიკულ მასალას წარმოადგენენ, ისინი დიდი რაოდენობით არიან კანაფის, მზესუმზირის, ყაყაჩოს,ბრინჯის თესლებში. ამ საკვების მიღება ხელს უწყობს ცხიმებში ხსნადი A, D, E, K ვიტამინების ორგანიზმის მიერ ათვისებას.
როგორც აღინიშნა ავსტრალიური ტალღისებური თუთიყუში მარცვლეულჭამია ფრინველია. განვიხილოთ უმთავრესი საკვები რაციონები.
მარცვლეულთა ნარევი
ტალღისებური თუთიყუშის ძირითადი საკვებია კულტურული და გარეულ მცენარეთა თესლის ნარევი. ნარევის ძირითადი შემადგენელია ფეტვი("პროსო" -ჩენჩო მოუცილებელი თესლი). ფეტვის ყველა სახეობა: თეთრი, ყვითელი, წითელი და რუხი გამოსადეგია საკვებად. უმჯობესია წითელი, რომელსაც აქვს ყველაზე თხელი ჩენჩო. ფეტვი უნდა იყოს მსხვილი, სუნისა და მინარევების გარეშე, ჰქონდეს მოტკბილო გემო. უფერული ან მუქი ფეტვის მიცემა თუთიყუშისათვის კატეგორიულად დაუშვებელია. ფეტვის შემცველობა მარცვლეულის ნარევში 50-60%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
პრაქტიკულად, ვინაიდან გაუფცქვნელი ფეტვის შოვნა ძნელია, თუთიყუშს აძლევენ გაფცქვნილ ფეტვს. გაუფცქვნელი ფეტვის საკვებად გამოყენება ბევრად უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე გაფცქვნილის, ვინაიდან ეს უკანასკნელი დიდხანს ვერ ინახება და მალე ხდება საკვებად გამოუსადეგი.
საკვები ნარევის მეორე წამყვანი შემადგენელია შვრია(მისი უქონლობისას ხმარობენ შვრიის ბურღულს). რეკომენდებულია შვრიის ნაწილში ნარევის მიცემა დამდუღული სახით, მითუმეტეს ბარტყების გამოზრდის პერიოდში.
მეტად სასარგებლოა ხორბალი და ქერი, რომლებსაც ბევრი მიყვარული რატომღაც არ იყენებს. ხორბალსა და ქერს აძლევენ ნახევრად ნედლ მდგომარეობაში, ვინაიდან გამომშღალი მაგარია და თუთიყუშს მათი კენკვა უძნელდება. მიზანშეწონილია ხორბლისა და ქერის მარცვლის დალბობა რამდენიმე საათით და შემდგომ გაღივება 4-6 დღის განმავლობაში. გაღივებულ მარცვლებში ბევრია E და B1 ვიტამინები, რაც აუცილებელია ფრინველის ზრდის, ბუმბულის გამოცვლის და დაწყვილების პერიოდებში. ხორბლისა და ქერის ნარევი შეიძლება ცივ წყალში დალბეს ერთი დღე-ღამის განმავლობაში და მიეცეს თუთიყუშს. სასარგებლოა სხვა კულტურული მარცვლეულობის გაღივებაც.
სიმინდიც კარგი საკვებია თუთიყუშისათვის,მაგრამ მისი სიმაგრის გამო ჩიტები ნაკლებად ეტანებიან და საჭიროა მისი მოხარშული ან მსხვილად დაფქული და გაღივებული მიცემა.
საკვებ ნარევში აუცილებლად უნდა იყოს დამატებული მზესუმზირა და სხვა თხილეული, ვინაიდან ზოგი წყალში უხსნადი ვიტამინი კარგად იხსნება ცხიმებში. მაგრამ მათი რაოდენობა შეზღუდული უნდა იყოს არა უმეტეს საერთო საკვების 5-10%-ისა წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგი ჩიტი ზომაზე მეტად გასუქდება (მითუმეტეს პატარა გალიაში ყოფნის დროს), რის გამოც ვეღარ მრავლდება. მზესუმზირა მიეცემა მოუხალავი და დანაყილი.
პარკოსნები დიდი რაოდენობით შეიცავენ ცილას, საკმაო რაოდენობით კალციუმსა და ფოსფორს. ყველაზე მეტად ჩიტის საკვებად გამოიყენება მოხარშული ბარდა და ლობიო. უნდა აღინიშნოს, რომ პარკოსნები ისევე როგორც სხვა სახისმარცვლეული, უნდა მიეცეს ჩიტებს ნახევრად მოხარშული. კარგად მოხარშულ მარცვლეულს თუთიყუში იმდენს არ ჭამს, რამდენსაც მიმოფანტავს გალიაში. ხლად მოკრეფილ და უმ ბარდასა და ლობიოს ფრინველებს არ აძლევენ.
ე.წ. იადონის თესლი წარმოადგენს ყველაზე სასურველ საკვებს არა მარტო თუთჲყუშისათვის , არამედ ბევრი სხვა სახის ფრინველისათვის. მისი სიძვირის გამო თუთიყუშს იშვიათად აძლევენ ამ თესლს, მაგრამმისი სარგებლობის გამო მცირე რაოდენობიტმაინც უნდა მიეცეს იადონის თესლი ფრინველს.
თუთიყუშს საკვებ ნარევში უნდა დაემატოს სალათისა და ველური ბალახის თესლი. განსაკუთრებით მრავალძარღვასა და ბაბუაწვერას თესლი. ამ თესლს თუთიყუში დიდი სიამოვნებით კენკავს ნახევრად მწიფე მდგომარეობაში. მათი ზამთრისათვის მომარაგება ძნელი არ არის , თუმცა, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თესლების დამზადება საჭიროა სატრანსპორტო მაგისტრალებიდან მოშორებულ ადგილებში.
მარცვლეულის ნარევის გარდა სასარგებლოა აგრეთვე სხვადასხვა სახის დამატებითი საკვები:
• ფაფები,
• ფქვილის ჭია,
• ქათმის მოხარშული კვერცხი,
• ხაჭო,
• რძეში ან ტკბილ ჩაიში დამბალი თეთრი პური და სხვა.
ფაფები იხარშება წყალგარეულ რძეში, ემატება ცოტა სუფრის მარილი და შაქარი.ფაფაში მარცვლეული არ უნდა ჩაიხარშოს. კარგია საფუარის გარევა ფაფაში. ასევე მიზანშჱწონილია ფაფასთან ერთად წვრილად დაჭრილი ფქვილის ჭია და ე.წ. "მშრალი საკვები" , რომელიც გამოიყენება აკვარიუმის თევზებისათვის:
• დაფნია,
• ციკლოპი,
• გამარუსი.
სხვადასხვა სახის ხილს, ბოსრნეულს კენკრეულს, მწვანილს თეთიყუშს ყოველდღე და დიდი რაოდენობით აძლევენ. ზოგი მოყვარული მწვანილეულობას არა სისტემატურად აძლევს ჩიტს იმის შიშით, რომ არ დაერღვეს მას კუჭის მოქმედება. ეს არ არის სწორი – კუჭ-ნაწლავის მოქმედება ჩიტს სწორედ მაშინ მოეშლება, როცა იგი დიდი ხნის განმავლობაში არ იღებს მწვანეულობას სისტემატურად და პერიოდულად კი გამოძღება. სისტემატურად მწვანეულობის კვებით თუთიყუში ყოველთვის ხალისიანია და ლამაზი შესახედაობის. ზოგ უცხოურ გამოცემაში აღნიშნულია, რომ ოხრახუში თუთიყუშებისათვის საწამლავია. უწინ მეც, ისევე, როგორც სხვა მოყვარული, ვაძლევდი ჩემს ჩიტებს ოხრახუშს და ვერაფერ განსაკუთრებულ ცუდს მათ მდგომარეობაში ვერ ვამჩნევდი. მაგრამ რომ იტყვიან --"სიფრთხილეს თავი არ სტკივაო". ამიტომ მოვისმინოთ სხვისი რჩევა და ნუ მივცემთ თუთიყუშებს ოხრახუშს.
რა სკვირველია, თუ შეატყობთ თქვენი აღსაზრდელების კუჭ-ნაწლავის არანორმალურ მოქმედებას, მაშინვე საჭიროა სათანადო ზომების მიღება, რის შესახებაც მოგახსენებთ მოგვიანებით.
თუთიყუშისათვის აუცილებელია სტაფილოს, როგორც კაროტინის შემცველი საკვების ყოველდღიურად მიცემა. სტაფილო უნდა გაიხეხოს და მას შჱერიოს დაფქვილი თეთრი პურის ორცხობილა, ცოტა შაქარი(არ არის აუცილებელი) და საკვები ნარევი, რომელიც გამოიყენება ძუძუმწოვარ ბავშვთა საჭმელად (1/4 ჩაის კოვზი50 გრამი სტაფილო-ორცხობილას წონიდან), ამ ნარევში სასურველია წვრილად გახეხილი მოხარშული ქათმის კვერცხის შერევა.
კვერცხი უნდა იხარშებოდეს 8-10 წთ-ის განმავლობაში ისე, რომ მისი გულის ზედა ფენამ არ დაკარგოს ყვითელი ფერი. კვერცხი მომწვანო ან მითუმეტეს ნაცრისფერ-ცისფერი ფერიანი აპკით თუთიყუშებისათვის მისაცემად უვარგისია.მოხარშვის შემდეგ კვერცხი უნდა გაცივდეს თავისით და არა წყლის ჭავლის მეშვეობით.
კვების რეჟიმი და ტექნიკა
თუთიყუშის ორგანიზმი თხოულობს საკვებ ნივთიერებათა - ცილების, ნახშირწყლების, ცხიმების, მინერალური ნივთიერებებისა და ვიტამინების ყოველდღიურ მიწოდებას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიტამინებისა და მინერალური მარილების რეგულარული გადამუშავება. ამ ნივთიერებათა წყაროა ბოსტნეული, ხილი, მწვანილი (ზამთრის პერიოდშიდასაშვებია გამხმარი -ფაფებთან ან დამბალ პურთან შერეული), გაღივებული მარცვალი, რასაკვირველია ყურადღება უნდა მიექცეს მთუთიყუშის მდგომარეობას, რათა არ გამოგვეპროს კუჭ-ნაწლავის აშლილობა. ეს განსაკუთრებით ეხება ახლად შეძენილ ფრინველს. საერთოდ თუთიყუშის კვების რაციონის შეცვლისას შეიძლება ჩიტს დაეწყოს კუჭ-ნაწლავის აშლილობა, ამიტომ ყველა სახის საკვები დასაწყისში შეზღუდული რაოდენობით უნდა მიეცეს.
საკვების შერჩევა და მისი რაოდენობის განსაზღვრა დამოკიდებულია თუთიყუშის ასაკზე, შენახვის პირობებზე და წლის პერიოდზე. გალიაში მჯდომი თუთიყუში კენკავს ნაკლებს, ვიდრე ვოლიერში მყოფი; ბარტყებიანი კი მეტს, ვიდრე ფრინველი, რომელსაც ბარტყები არ ჰყავს; კვერცხის დადების წინ დედალი გაცილებით მეტს საზრდოობს, ვიდრე მანამდე; ახალგაზრდა ჩიტი მეტს ჭამს, ვიდრე ზრდასრული და ა.შ.
ფრინველისათვის მისაცემი საკვების რაოდენობა უნდა განისაზღვროს მასზე დაკვირვების შედეგად. საკვები უნდა მიეცეს ოდნავ იმაზე მეტი , ვიდრე სჭირდება მთელი მდღის განმავლობაში.
ვიტამინები
ფრინველის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსიური პროცესი იწყება ზამთრის მიწურულსა და გაზაფხულის დამდეგს, როცა ორგანიზმში ვიტამინების მარაგი კლებულობს და საკვებ ნივთიერებებზე კი მოთხოვნა მატულობს-ბუმბულის გამოცვლის და ბუდობისთვის მზადების გამო. ვიტამინების როლი ცოცხალი ორგანიზმისათვის საყოველთაოდ ცნობილია, ამიტომ შევეხებით მხოლოდ ზოგიერთ მათგანს, რომლებიც ფრინველთა ორგანიზმის ნორმალყრი ფუნქციონირებისთვისაა საჭირო: A, B-კომპლექსი, C, D3, E, K3, H. ზოგი მათგანი წყალში ხსნადია, ზოგიც მხოლოდ ცხიმებში.
ვიტამინი A
აქსეროფტოლი (რეტინოლი), თუთიყუშს მხოლოდ მაშინ აქვს გამრავლების უნარი, როცა ღებულობს ამ ვიტამინით მდიდარ საკვებს. ამ ვიტამინ
This post has been edited by Jaguar paw on 21 Aug 2011, 14:47
--------------------
N.B