ბარემ აქვე დავწერ, რაკიღა თემა გამიხსნია.

ჯერ მინდა ვთქო, რომ გუშინ ცოტა არ იყოს და მაგარი მთვრალი ვიყავი და იმედია წესიერად ვიქცეოდი.

სხვა მხრივ კი, თემას რაც შეეხება – რავი, მეგონა, რომ მიხვდებოდით რა პონტშიც მოვიყვანე ეს სიმღერა და ეს სიტყვები. არა იმიტომ რომ მომწონს დ.ა.შ. – უბრალოდ, დღეს ჩვენ ეს გვჭირდება. მე მგონია გვჭირდება იმის შეხსენება, რომ სხვაგვარად მოაზროვნე შენი მტერი არაა. გვჭირდება ცოტა ხანი იქნებ განმარტოვებაც, დაფიქრება, გაანალიზება... იმის მიხვედრა, რომ მართლაცდა ვინ შეგიყვარებს ხვალ, თუ დღეს აღარავინ დარჩა? არ ვიცი, მიჭირს სათქმელის ზუსტად ჩამოყალიბება, იმიტომ რომ ძნელი გამოსახატია, ძნელი ასახსნელია – უფრო, ალბათ, უნდა იგრძნო.
ყოველი შემთხვევისათვის – 300 წელიც ვიცოცხლოთ.