010 წლის 15 მაისს, 14:00 საათზე, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში გაიმართება პრეს კონფერენცია 26 მაისს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშორებით.
2010 წლის 26 მაისს, 18:00 საათზე ზუგდიდის მთავარ მოედანზე დევნილების მხარდასაჭერად, მსოფლიოში ცნობილი ვარსკვლავების და ქართველი მუსიკოსების კონცერტი გაიმიართება.
აღსანიშნავია, რომ კონცერტში ყველა მონაწილე და მათ შორის ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიც არიან
Youssou N' Dour, MC Solaar, Jane Birkin, Youssoupha, Grace, Maia.K. მონაწილეობას უსასყიდლოდ მიიღებენ.
ქართველი მუსიკოსები: მგზავრები, სალომე კორკოტაშვილი, სტრინგი, პორნოპოეზია და რემა გამოდიან 26 მაისის,კონცერტზე.
საქართველოში 350, 000-მდე დევნილია, ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც რუსეთ- საქართველოს ომის (აგვისტო 2008), აფხაზეთისა (1992-93) და ცხინვალის ( 1991) კონფლიქტების შედეგად იძულებით დატოვეს მშობლიური კერა.
პროექტის „ALTERVISION GROUP & კოალიცია სამართლიანობისათვის ზუგდიდი“ ძირითადი მიზანია მსოფლიო მედიისა და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ფოკუსირება დევნილთა პრობლემაზე.
პროექტის მთავარ ღონისძებამდე, რომელიც 2010 წლის 26 მაისს ქალაქ ზუგდიდში ჩატარდება, ქართველი მუსიკოსები გამართავენ პრომო კონცერტებს სენაკსა (16 მაისი) და ქუთაისში (22 მაისი).
შემოგვიერთდი-მუსიკა ათავისუფლებს
http://www.tbilisiopenair.com/ka/news/3-ne...4-15-31-22.htmlLOL რა ხალხი ჩამოდის და ისიც ზუგდიდში