http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...-gaacnoben.htmlპრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატორები სპეციალურ დოკუმენტს ოპოზიციურ პარტიებს უახლოეს დღეებში გააცნობენპრეზიდენტის იმპიჩმენტის ინიციატორები იმპიჩმენტთან დაკავშირებულ სპეციალურ დოკუმენტს ოპოზიციურ პარტიებს უახლოეს დღეებში გააცნობენ .
ამის შესახებ განცხადება მოძრაობა "თეთრების" ლიდერმა თემურ შაშიაშვილმა დღეს მოძრაობის ოფისში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საინიციატივო ჯგუფის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
შაშიაშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე, რომელშიც ეროვნულ ძალთა ალიანსის, "მრეწველების", "ალიანსი საქართველოსთვის", "ეროვნული საბჭოსა" და "თეთრების" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, განიხილეს მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით შემუშავებული დოკუმენტი.
როგორც "თეთრების" ლიდერი აცხადებს, აღნიშნული დოკუმენტი გადაგზავნილი იყო სტრასბურგში, სადაც უცხოელმა ექსპერტებმა კორექტივები შეიტანეს, ამჟამად კი მას განიხილავს საინიციატივო ჯგუფი, რის შემდეგაც უახლოეს დღეებში, დაახლოებით 10 ივნისის შემდეგ რეფერენდუმის გზით პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ დოკუმენტი განსახილველად სხვადასხვა ოპოზიციურ ძალებს გადაეგზავნებათ. ამის შემდეგ კი, მრავალრაუნდიანი კონსულტაციები გაიმართება.
შაშიაშვილის თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტს უკვე მხარს უჭერს "ლეიბორისტული პარტია", "ალიანსი საქართველოსთვის", "მრეწველები", "ეროვნული საბჭო", "ეროვნულ ძალთა ალიანსი", "დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის", "ქართული აკადემია", ექსპერტთა საბჭო", "თავისუფალი აზრის სახლი", მოძრაობა "გადაარჩინე სიცოცხლე", "უხუცესთა საბჭო" და სხვადასხვა ახალგაზრდული ორგანიზაციები.