ისე კი გეთანხმები, თუმცა საზოგადოების კონსოლიდაცია მეტისმეტად ხმამაღალი ნათქვამია.
ომში დაღუპული სამხედროების სხოვნის დღე ჯერ დასაწესებელია, მაგრამ დამოუკიდებლობის დღე ხომ არსებობს? აბა ნახე:
დღესასწაულიhttp://www.kvirispalitra.ge/politic/3708-c...mirchevnia.htmlწლევანდელ 26 მაისს ერთ უცნაურობას დავაკვირდი. ნათესავთან ვიყავი, ვიღაცამ ტელეფონზე დაურეკა. იმან რაღაც უთხრა ყურმილში, ამან, დიდი მადლობა, შენც მრავალს დაესწარიო. ვიფიქრე, ეტყობა დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს-მეთქი. დავინტერესდი.
არაო - მიპასუხა: ლომისობა მომილოცესო... მაშინ მივხვდი, რომ ქართველებს უცნაური ტრადიცია გვაქვს:
ერთმანეთს ყველა დღესასწაულს ვულოცავთ, დამოუკიდებლობის დღის გარდა. ახალი წლის დღეებში, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, აუცილებლად მივულოცავთ, სხვანაირად წარმოუდგენელია, იგივე ხდება შობას, აღდგომას.
ასევეა ნათლისღებას, გიორგობას, თამარობას, ფერიცვალობას... აღარ ჩამოვთვლი. ყველა რელიგიურ დღესასწაულზე ქართველი კაცი თავს ვალდებულად მიიჩნევს მოყვასს, როცა შეხვდება, მიულოცოს. იგივე არ ხდება დამოუკიდებლობის დღეს. ამ დღეს მხოლოდ ტელევიზორიდან, გაზეთებიდან გვილოცავენ. გვილოცავენ მხოლოდ ოფიციალური პირები და მორჩა.
როდესაც ერთმანეთს ქუჩაში ვხვდებით, არ ვეუბნებით: გამარჯობა, დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, სულ დამოუკიდებელ საქართველოში გვეცხოვროს ჩვენ და ჩვენს შვილებს... ან რამე ამის მსგავსს. არც სპეციალურად ვურეკავთ ახლობლებს და ნათესავებს ამ დღის მისალოცად, როგორც ეს სხვა დღესასწაულების დროს ხდება..
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დღე ქართველი კაცისთვის დალევის მიზეზიც კი ვერ ხდება. მაშინ, როდესაც ქართველი კაცი აუცილებლად ქეიფობს აღდგომას, გიორგობას... მე იმას კი არ ვამბობ, რომ გიორგობას და აღდგომას არ უნდა ვიქეიფოთ-მეთქი, პირიქით, უკვე მეორე კვირაა
იმას ვდარდობ, დამოუკიდებლობის დღე რატომ არ არის ჩვენთვის დღესასწაული(!).-------------------------- -
თუმცა სხვისი ყურება არას გვარგებს. მაგალითისთვის, მე ვულოცავდი ხალხს და არ ვაქცევდი ყურადღებას მათ ნიჰილისტურ ღიმილს. ჩემთვის დღესასწაული იყო.
სამხედროების ხსოვნის დღის დაწესებაზეც - ან პეტიცია შევადგინოთ, ან რამე მსგავსი აქტივობა გამოვავლინოთ.
"რე-აქციონერებო" სად ხართ?
This post has been edited by Geronti on 1 Jun 2010, 13:24