1 ივნისს პროფკავშირების კულტურის სახლში საქველმოქმედო კონცერტი ტარდება. რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: მგზავრები, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, დუტა სხირტლაძე, სოფო ხალვაში, ქეთი ორჯონიკიძე, ინგა გრიგორია, ნიკა არაბიძე, გიორგი აფციაური, ჯგუფი "შატალო", ვაჟა მანია, დათუნა მგელაძე, უნივერსიტეტის მხიარულთა და საზრიანთა კლუბი, ტექნიკური უნივერსიტეტის კაპელა და სხვები.
აი, რეკლამაც...
http://www.myvideo.ge/?video_id=907917საგურამოს ბავშვთა სახლისთვის ეს თანხა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც არ აქვთ კეთილმოწყობილი სამზარეულო(შეიძლება ითქვას საერთოდ არ აქვთ). შემოსული თანხა სწორედ მის მოწყობასა და საჭირო ინვენტარით აღჭურვას მოხმარდება.
კეთილი ნებით და ენთუზიაზმით კეთდება ეს საქმე. მონაწილეებიც ჰონორარის გარეშე მონაწილეობენ. საკონცერტო დარბაზის დათმობაც უსასყიდლოდ ხდება... და ა.შ.
ბილეთის ფასი 15 ლარია. ვთვლით, რომ საკმაოდ ნორმალური და ხელმისაწვდომი თანხაა. უფრო დაბალ ფასზე ვერ შევჩერდით. ერთის მხრივ, პროფკავშირებში ცოტა მაყურებელი ეტევა და შემოსული თანხა უნდა იყოს ქველმოქმედებისთვის საკმარისი და მეორეს მხრივ, კონცერტზე ამდენი მონაწილის ხილვა ამ ფასად ღირს.
ბილეთების შეძენის მსურველები დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომერზე: 898 580 171
ან მოგვწერეთ იმეილზე sxvebi@gmail.com
შენი მოსვლა მნიშვნელოვანია !
უღრმესი მადლობა წინასწარ : )
This post has been edited by taso on 25 May 2010, 23:27