წმიდისა დედისა ჩვენისა მოციქულთასწორისა ქალწულისა ნინოსი საქართველოში შემოსვლა 
საქართველოში 1 ივნისს ნინოობა - ჩვენს ქვეყანაში IV საუკუნის დასაწყისში მოციქულთა სწორის, ქართველთა განამანათლებლის - წმინდა ქალწულის ნინოს შემოსვლა აღინიშნება.
ამ დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საზეიმო წირვას სიონის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
წმინდა ნინოს დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 1 ივნისს - მისი საქართველოში შემოსვლის და 27 იანვარს -მისი გარდაცვალების დღეს.
მარტო საქართველოს დედაქალაქში წმინდა ნინოს სახელობის ხუთი ტაძარია, სადაც ნინოობის დღესასწაული განსაკუთრებულად საზეიმოდ აღინიშნება. საზეიმო წირვები ამ დღეს ქვეყნის ყველა სხვა მართლმადიდებლურ ტაძარში ჩატარდება.
თბილისის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარში ინახება წმინდა ნინოს თმებით შეკრული ვაზის ჯვარი.
საქართველოში წმინდა ნინოს ქართველთა განმანათლებლად და საქართველოს ციურ მფარველად მიიჩნევენ. ყოველწლიურად, ზაფხულში ბავშვების, მოზარდების და ახალგაზრდობის დიდი ჯგუფი საქართველოს განმანათლებლის, მოციქულთა სწორის კვალდაკვალ გზას მიყვება. მარშრუტი სრულად შეესაბამება წმინდა ნინოს გადაადგილების გზას საქართველოში.
საკუთარი ცხოვრება წმინდა ნინომ კახეთში, სოფელ ბოდბეში აღასრულა. ბოდბის სამონასტრო კომპლექსში, მის საფლავზე , როგორც საფლავის ძეგლი, დგას წმინდა გიორგი ძლევამოსილის და წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარი - IX საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა.
გილოცავთ ფორუმელებო და განსაკუთრებით ნინოებს დღევანდელ დღეს

მრავალს დაესწარით
This post has been edited by GURAMI19 on 1 Jun 2010, 10:14
ადამიანი მაშინ რწმუნდები სამშობლოს სიყვარულში, როდესაც მის ფარგლებს გარეთ იმყოფები © GURAMI19
მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა,
რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,
ვინც ვერ ახერხებს ქართულად
წერას, კითხვას და ლაპარაკს. © მუხრან მაჭავარიანი
Life is full of difficult decisions !!!