დღეს იყო დედაჩემი მერიაში . ქალი მოვიდა წნევააწეული. არის ერთი კივილ წივილი ორივე მხრიდანო, მიმსვლელის და დამხვედრის. სხვებს თავს დავანებებ და მოვყვები დედაჩემის შემთხვევას. შევიდა და დახვდა მოხელე ქალბატონი. შესვლისთანავე ,,თქვენ რა გნებავთ "უყვირის დედაჩემს , დედაჩემი მშვიდი ტონით პასუხობს , ქალბატონო მე სმენის პრობლემა არა მაქვს ,მხედველობის პრობლემა მაქვს მხოლოდო

, მოხელე ცოტა ტონს სწევს ქვევით,დედაჩემი ეუბნება , მაქვს კატარაქტის ოპერაცია ჩასატარებელი, ქალბატონი აღარ აცდის გაგრძელებას რობოტივით პასუხობს, მიხვალთ ორთაჭალაში, გაიკეთებთ 200 ლარიან ოპერაციას და ასე შემდეგ. დედაჩემი აცდის და ბოლოს ეუბნება , ახლა თუ შეიძლება მე მათქმევინოთ 2 სიტყვა და ეუბნება, რომ ის არის ოფთალმიჯის პაციენტი და ეკითხება თუ არის შესაძლებელი რომ ის 200 ლარი ,რასაც აფინანსებს მერია ოფთალმიჯს გადაერიცხოს და დანარჩენ თანხას მე გადავიხდიო. ( 200 ლარიანსა და 900 ლარიანს შორის დიდი სხვაობაა ხარისხში, მეთოდში, პრეპარატებში და ბევრ რამეში),მუშაკი ისევე უხეში და მაღალი ტონით ---- არრა! დედაჩემი გამოდის ოთახიდან .
ეს რომ მომიყვა ძალიან ავღელდი, ასეთი მოპყრობის გამო, მარა დედაჩემმა მიპასუხა ამაზე , ისეთი კივილით და წივილით შედიოდა ხალხი ამ ქალთან თან აბსოლუტურად არა მათი მიმართულების პრობლემებითო რომ ეს ქალი უკვე ჭკუიდან გადაწეული იყოო და შემეცოდა ნამდვილადო, მაგრამ მე ვთვლი რომ ამით მისი გამართლება არ შეიძლება, როდესაც ასეთ სამსახურში იწყებ მუშაობას უნდა შეგეძლოს ნერვების მოთოკვა და შეგეძლოს ელემენტარულად მშვიდი ტონით და ზრდილობიანად , აჩვენო ადამიანს რომ შენც წუხხარ მისი პრობლემის გამო, მიუხედავად იმისა დახმარებას შეძლებ თუ ვერა და პირიქით დაამშვიდო გაგიჟებული ადამიანი შენი გულისხმიერებით და არა აქეთ გააგიჟო და ცეცხლზე ნავთი დაუსხა. იმედი მაქვს წაიკითხავს ვინმე ,ვისაც ეხება ეს საკითხი და მიხედავს ამ პრობლემას. მერია ძალიან კარგ საქმეს აკეთებს , უამრავ ადამიანს ეხმარება და ეს საქმე არ უნდა გაფუჭდეს არამყარი ნერვების მქონე თანამშრომლის გამო. იმ ხალხს ვინც გამწარებული მიდის იქ ბევრი რამე ეპატიება, მარა მერიის მოხელეს არა.