Spotifyგეტყვი იმას რაც ვიცი: ჯერ იქიდან დავიწყოთ, რომ პარაფსორიაზი და ფსორიაზი განსხვავებული ეტიოლოგიის დაავადებებია. პარაფსორიაზი უბრალოდ იმიტომ ჰქვია, რომ ვიზუალურად ფსორიაზს ჰგავს ხოლმე. არსებობს ორი მთავარი ტიპი: small-plaque parapsoriasis და large-plaque parapsoriasis. small plaque-ს ტიპი არის, როდესაც ეს დაზიანებები დიამეტრის 5 სანტიმეტრზე პატარაა, large plaque კი, როდესაც 6-ზე დიდია. ამ ორ ტიპს შორის განსხვავება იმიტომაა საჭირო, რომ small ტიპი კეთითვისებიანია და ხშირად მკურნალობის გარეშე, ტავისით ალაგდება (სადღაც წელიწადნახევრის განმავლობაში) ხოლმე. large ტიპს კი იშვიათად, მაგრამ მაინც ახასიათებს ავთვისებიან წარმონაქმნად, კანის T-უჯრედოვან ლიმფომად (Cutaneous T Cell Lymphoma ან Mycosis Fungoides) გარდაქმნა; ამიტომაც, ამ ტიპს მკურნალობა სჭირდება.
ჰო, კიდევ, საჭიროა, large plaque პარაფსორიაზის და ჩამოყალიბებული T უჯრედოვანი ლიმფომის განსხვავება ერთმანეთისგან (ციტოლოგია, ჰისტოლოგია და თეთრი უჯრედების დათვლაა საჭირო), რადგანაც ამ ორ მდგომარეობას სხვადასხვა მკურნალობები აქვს.
ნუ ეს მოკლედ, რაც მახსოვდა.
უფრო ღრმად, თუ ინგლისური გესმის, ამ გვერდებზე ნახე:
http://emedicine.medscape.com/article/1107425-overviewhttp://www.merck.com/mmpe/sec10/ch116/ch116c.html