ე.ი.
BMW 320 E36-ის ანუ "ლისიჩკა ტროიკის" მთავარ ინსტრუმენტზე მაქვს
ორი პრობლემა:
1. მთავარ ინსტრუმენტზე, დაქოქვის მომენტში აღარ ინთება ზეთის მდგომარეობის მაჩვენებელი კუბიკები.

2. მთავარ ინსტრუმენტზე, სპიდომეტრის და ტახომეტრის ღამის განათება არათანაბრია და შუა ადგილი ძლივს ანათებს.
ანუ:
სპიდომეტრზე (მარცხნივ) კარგად არის განათებული დაბალი სიჩქარის გამომხატველი რიცხვები: 20,40,60,80,100,120,140. შედარებით ცუდად ანათებს: 160,180,200 და ძლივს ანათებს: 220,240.
ე.ი. სპიდომეტრის მარცხენა მხარე უფრო კარგად არის განათებული და სინათლე მარჯვნივ კლებულობს.
ტახომეტრზე (მარჯვნივ), პირიქითაა, კარგად არის განათებული მაღალი ბრუნვების გამომხატველი რიცხვები: 5,6,7. შედარებით ცუდად ანათებს: 3,4 და ძლივს ანათებს: 1,2.
ე.ი. ტახომეტრის მარჯვენა მხარე უფრო კარგად არის განათებული და სინათლე მარცხნივ კლებულობს.
ერთიანად თუ შევხედავთ სპიდომეტრს და ტახომეტრს, ასეთი სურათია, რომ შუა ადგილი არის დაბნელებული, სპიდომეტრის მარჯვენა და ტახომეტრის მარცხენა მხარეები, და შესაბამისად მოსაზღვრე მაჩვენებლები სპიდომეტრზე "220" კმ/სთ, "240" კმ/სთ და ტახომეტრზე "1"X1000 ბრ/წთ-ში, "2"X1000 ბრ/წთ-ში.

როგორც ჩანს ორივე შემთხვევაში ნათურაა დამწვარი.
ხომ არ გქონიათ ასეთი ან მსგავსი შემთხვევები და ხომ არ იცით ზუსტად რომელი ნათურებია გამოსაცვლელი?
აგერ არის მთავარი ინსტრუმენტის უკანა მხარის სპეციფიკაცია და ხომ არ იცით რომელი ნომერი ნათურები იქნება გამოსაცვლელი?

განსაკუთრებით მაინტერესებს სპიდომეტრის და ტახომეტრის განათება.
მყავდა ელექტრიკთან წაყვანილი, ოდომეტრის ნათურები იყო დამწვარი, ის გააკეთა და რომ ჩასვა უკან მთავარი ინსტრუმენტი ანუ "პრიბორი", მას შემდეგ ზეთი აღარ ანათებს და სპიდომეტრს და ტახომეტრს ის ჭირს, რაც ზემოთ დავწერე.
მე მგონი, რომ სპიდომეტრის და ტახომეტრის უნდა იყოს მე-9 ნათურა. (ან ეს იხსნება და შიგნით არის რაიმე...?), ხოლო ზეთის მაჩვენებელი მაგის დაბლა 24 ან 25? თუ ორივე? თუ 26-ც?
თუ ვინმე დეტალურად იცით ეს ამბები ან გაგიკეთებიათ, გთხოვთ რომ დამეხმაროთ, თორემ "ელექტრიკს" რომ მივუყვან კიდევ რაღაცას გამიფუჭებს.
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)