ვფიქრობ ქართული პოლიტიკისთვის საინტერესოა ყველაფერი კონკრეტული, თუ რა ხდება უკრაინაში,
ანუ რა შეიძლება მოელოდეს ნებისმიერ მედასავლეთე პოსტსაბჭოურ ქვეყანას.
უკრაინის ახალი ხელისუფლების ვნებანი
დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში, 2002 წლიდან ფუნქციონირებს პირველი პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი კათოლიკური უნივერსიტეტი (Український Католицький Університет). რამდენიმე კვირის წინ უნივერსიტეტის გარშემო სკანდალი აგორდა. განცხადება პირველად კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორმა, ბორის გუძიაკმა გააკეთა. მისი თქმით, უკრაინის სპეცსამსახურები (СБУ) მას ეწვივნენ და მათთვის მუშაობა მოსთხოვეს. სპეცსამსახურების გულისწყრომა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ კათოლიკური ეკლესიის სტუდენტების მშვიდობიანმა აქციებმა გამოიწვია. მათზე ზეწოლა ხორციელდება.
გუძიაკმა მოუწოდა საერთაშორისო აკადემიურ სამყაროს, სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინელ კოლეგებს, რათა არ დაუშვან საბჭოთა ყაიდის კონტროლის აღდგენა თავისუფალ უმაღლეს სასწავლებლებზე. აკადემიური პერსონალი და სტუდენტობა კი მყარად დგას თავის პოზიციებზე, ისინი არ აპირებენ დაუშვან სიტყვისა და აზრის თავისუფლების შეზღუდვა.
გასული კვირების განმავლობაში ამ საკითხზე ცხარე კამათი გაიმართა უკრაინული პოლიტიკური სპექტრის ყველა საფეხურზე, გუშინ კი საქმეში აშშ-ს სახემწიფო დეპარტამენტი ჩაერთო, რომელმაც ვაშინგტონში უკრაინის ელჩი გამოიძახა და შემდეგ ოფიციალური განცხადება გააკეთა, გამოხატა რა თავისი შეშფოთება მომხდარით: „სიტყვისა და შეკრებისა და მანიფესტაციების თავისუფლებაზე უკრაინაში - უკრაინაში ბოლო წლებში მიღწეული წარმატებები დემოკრატიის სფეროში უნდა იყოს შენარჩუნებული“.
http://jvarosnebi.com/ This post has been edited by onavara on 5 Jun 2010, 02:06