არ ვიცი შეიძლება თუ არა ამ თემის გახსნა, თუ არ შეიძლება მომიტევეთ
* * *
აქ ეგეთი ვერ ვნახე ვერაფერი, ვგულისხმობ მაგალითად აი ასეთ რამეს

კომპლექსი ”გრანი”
კომპლექსი განკუთვნილია 120 მილიმეტრიანი გლუვლულიანი და ხრახნიანი ნაღმმტყორცნებიდან სროლისათვის, მას შეუძლია გაანადგუროს ერთდროულად რამოდენიმე უძრავი და მოძრავი დაჯავშნული სამიზნე , აგრეთვე იგი ეფექტურია კარგად გამაგრებულ და ძნელად მისადგომ ადგილებში მოთავსებული საინჟინრო ნაგებობების გასანადგურებლად.
კომლექს ”გრანის” მეშვეობით ნაღმი პირველივე გასროლიდან ზუსტად ხვდება მიზანს. გამოიყენება დღეღამის ნებისმიერ მონაკვეთში, შეუძლია მართოს რამოდენიმე ნაღმმტყორცნის ცეცხლი და და გაანადგუროს ერთდროულად სამიზნეები , რომლებიც მდებარეობენ ერთმანეთთან არაუმეტეს 300 მეტრის რადიუსში. გრანი არ საჭიროებს მაღალი სიზუსტის მეტეობალისტიკური მონაცემების მიწოდებას. ეფექტურია რთული რელიეფის პირობებში ვინაიდან აწარმოებს მაღალი სიზუსტის ცეცხლს მთაგორიანი ადგილების ვიწრო გასასვლელებში სადაც არტილერიის გამოყენება საკმაოდ გართულებულია.
მის მობილურობას განაპირობებს გადასატანი ავტომატიზირებული ცეცხლის მართვის სისტემა ” მალაქიტი”, რომელიც დღისით და ღამითაც აწარმოებს რთულად მისადგომ ადგილებში სამიზნეების აღმოჩენას ტოპოგრაფიულ მიბმას, ორიენტირებას და სროლის პარამეტრების ავტომატიზირებულ გამოთვლას. მის მუშაობას უზრუნველყოფს ორი მებრძოლისაგან შემდგარი გათვლა.
კომპლექს ”გრანის” საბრძოლო ეფექტურობის შეფასება გვიჩვენებს , რომ იგი მართვადი ნაღმების და ასევე სხვა საბრძოლო დანახარჯების მცირე რაოდენობით აღწევს სამიზნეების განადგურების მაღალ შედეგს, პირობებში სადაც საშტატო არტილერიის გამოყენება პრაქტიკულად არაეფექტურია.
კომპლექსის შემადგენლობაში შედის
120-მმ მართვადი მსხვრევად-ფუგასური ნაღმი
სატყორცნი მუხტი
ლაზერული მიზანმაჩვენებელი მანძილმზომი
ტაქტიკურ-ტექნიკური მაჩვენებლები
კალიბრი 120მმ
სროლის სიშორე 1.5-9 კმ
ნაღმის მასა 27კგ
საბრძოლო ნაწილი მსხვრევად-ფუგასური

This post has been edited by CONTROLBIURER on 16 Oct 2010, 14:18