#20427789 · 30 Jun 2010, 00:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე რეზო კაკაბაძე მიმაჩნია ყველა დროის საუკეთესო ბარიტონად. დასანანია რომ მსოფლიო არ იცნობდა მას.
ვიღაც ღვთისნიერმა ადამიანმა, რომლის, პირადად მე, ძალიან მადლიერი ვარ, youtube - ზე დადო მისი რამოდენიმე, სამწუხაროდ არც თუ ისე ხარისხიანი ჩანაწერი (გასაოცარია, ქვეყანას ასეთი მომღერალი ჰყავდეს და ნორმალური ჩანაწერი არ მოეპოვებოდეს?! სირცხვილი ყველა ,,დიდ'' მომღერალს). იცით, როდესაც მოვისმინე, იმდენად იმოქმედა, რომ, უბრალოდ ტირილი დავიწყე... განსაკუთრებით იმოქმედა ,,cortigiani''-მ, რომელიც, სამწუხაროდ, რუსულად სრულდება, და მიუხედავად ამისა -- მაინც გენიალურია!
მისი მთავარი ღირსება -- სრულიად განსაკუთრებული სილამაზის ტემბრი! უწინარეს ყოვლისა, სწორედ ამით იყო რეზო კაკაბაძე -- ის, რაც იყო... უბრალოდ, აკრიფეთ youtube - ზე სიტყვები revaz kakabadze, რომელიც, პირადად ჩემთვის, ,,სეზამ გაიღე''-ს ედრება.
|