ამწუთას დავბრუნდი კინოთეატრიდან.
მოკლედ..
ვისაც ეს ჟანრი უყვარს (მაგალითად, მე) ალბათ ისიამოვნებს.
ძალიან მომეწონა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, მაინც არ გავგიჟდი.
ახლა კი, ვისაც რასელ პიტერსი არ გაუგია, მინდა ორიოდე სიტყვით ავუხსნა ვინაა

რასელი არის კანადელი (ინდოელი) კომიკოსი, რომელსაც პირველად ოთხიოდე წლის წინ მოვუსმინე და ძალიან, ძალიან მომეწონა.
ადრე ხუმრობების უმეტესობა სხვადასხვა ეროვნებებზე ქონდა და ყველაზე მეტს ინდოელებს დასცინოდა

პრინციპში ახლაც სხვადასხვა ეროვნებებზე კაიფობს, მაგრამ ახლა ბევრად უფრო უხამსი გახდა.
ჰოდა, ეს ყველაფერი იმიტომ დავწერე, რომ რასელს აქვს შედარებით პატარა როლი და თუ არ იცნობთ, არ მინდა სხვა ეპიზოდური მსახიობებისგან ვერ გამოარჩიოთ.

მინდოდა იუთუბიდან დამედო რამე, მაგრამ ვერ ამოვირჩიე რომელია ყველაზე სასაცილო და თუ დაინტერესდებით, მოძებნა არ გაგიჭირდებათ.
Russell Peters