პატივცემულო ფორუმის იუზერებო, ფორუმ.გე-ის თვალიერებისას შემთხვევით წავაწყდი თემას და მსურს ჩემი წვლილი შევიტანო ვირტუალური სისხლის ბანკის განვითარებაში.
მე გახლავართ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის (ე.წ. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის, მის: ალ. ყაზბეგის გამზ. 22) საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი სალომე გოგიშვილი, მსურს გაცნობოთ რომ ჰემატოლოგიის ინსტიტუტი უერთდება დონოდთა საერთაშორისო კვირეულს, რომელიც ტარდება ყოველი წლის 14 ივნისიდან.
დონორთა საერთაშორისო კვირეული ტარდება მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ.
საქველმოქმედო აქციაში სახელით „გადაარჩინე 1 სიცოცხლე 10 წუთში“ მონაწილეებს, შეეძლებათ უანგაროდ გაიღონ თავიანთი სისხლი და ამით მართლაც გადაარჩინონ 1 სიცოცხლე, დაეხმარონ ჰემოფილიით, ლეიკემიით და კიდევ სხვა მძიმე დაავადებებით დაავადებულ ადამიანებს, მათ შორის ბავშვებს.
ყველა მსურველს გთხოვთ მობრძანდეთ 15-16-17-18 ივნისს ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში (მის: ალ. ყაზბეგის გამზ. 22) აქციის დეტალებთან დაკავშირებით გთხოვთ მიმართოთ მაია ბეროძეს – 899-95-66-81, (ჰემატოლოგიის და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის, საწარმოო ტრანსფუზიოლოგიის განყოფილების გამგე).
P.შ. თემის სათაურიდან გამომდინარე მინდა გაცნობოთ, რომ ინსტიტუტის სისხლის ბანკს გააჩნია ყველა ჯგუფის და რეზუსის სისხლის მუდმივად შევსებადი მარაგი.
იმედი მაქვს არ დაგჭირდებათ, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს (ე.წ. სისხლის გადასხმის ინსტიტუტის, მის: ალ. ყაზბეგის გამზ. 22).
ნებისმიერი დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დამიკავშირდეთ
მეილზე: sgogishvili@gmbg.ge
პატივისცემით სალომე
მიმაგრებული სურათი