გამარჯობათ!
უკვე რამოდენიმე წელია, ელექტრონული მუსიკის წერით ვარ დაინტერესებული (მოყვარულის დონეზე)..
ფინანსების გამო, მთელი ჩემი სტუდია მოიცავს:
1) სახლის კომპიუტერს, რომელშიც ჩაწერილი მაქვს პროგრამა FL Studio;
2) ჩვეულებრივ, კომპიუტერის კლავიატურას და მაუსს;
3) earpod-ს.
მოკლედ რომ გითხრათ, მინდა ნელ-ნელა გავცილდე სახლს და გადავინაცვლო ისეთ წრეში და გარემოში, სადაც უკეთ გავეცნობი
"ყველაფერს" რაც მუსიკის წერას, სტუდიურ სამუშაოებს და აუდიო მონტაჟს შეეხება.. recording, mixing, mastering..etc. კიდევ ერთი მომენტი, თბილისის კლუბებში ისეთი ნაცნობი არავინ არ მყავს რომ მივიდე და დამაკვრევინონ. საქართველოს უნივერსიტეტებში კიდევ არამგონია ასეთი რამ რომ ისწავლებოდეს. www.ces.ge არის ასეთი ადგილი სადაც ასწავლიან ელექტრონული მუსიკის წერას, მაგრამ ფული არ მაქვს აქ სასიარულოდ.
ვინმეს, რომელიმე ხმის ჩამწერი სტუდია ან რაიმე ადგილი არ გეგულებათ, სადაც "სტაჟიორად" შეიძლება სიარული?
ეს, ჩემი პროექტები:
soundcloud.com/lasha_kantaria/lasha-kantaria-aurora-original-mix მადლობა!