მოგესალმებით

ფსიქოლოგიის განყოფილებაშიც მაქვს გახსნილი ეს თემა და ვიფიქრე, აქაც შეიძლება დაინტერესებულიყავით.
26 და 27 ივნისს ჩატარდება ტრენინგები არტთერაპიაში.
ჯგუფი 8-10 მონაწილისგან იქნება შემდგარი. გადასახდელი იქნება 8 ლარი თითოეული მონაწილისგან, რომლითაც მოხდება სამუშაო მასალების შეძენა. შუალედში მოეწყობა ბრეიქი.
ტრენინგის ხანგრძლიობაა დაახლოებით 4-5 საათი. საათებს რაც შეეხება ვფიქრობ, 11-12 საათისთვის დავიწყოთ (თუმცა თუკი უმრავლესობას არ ეცლება, გადავდებთ 15:00-16:00 საათისკენ) და კვირას - 27-ში ამინდის და მონაწილეების სურვილის გათვალისწინებით ბუნებაში, ღია ცის ქვეშ გავაგრძელებთ.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ასაკის და სქესის მიუხედავად. ასევე არ აქვს არანაირი მნიშვნელობა, რამდენად არის ეს ადამიანი ხელოვნებასთან ახლოს. აქ ხდება ხელოვნების საშუალებით საკუთარი შინაგანი მდგომარეობის გამოხატვა. ამიტომ შესრულებული სამუშაოს ესთეტიურობას ან ხარისხს ყურადღება არ ექცევა. მთავარი ეფექტი პროცესს აქვს.
მსურველების საყურადღებოდ!!!მომწერეთ PM-ში თქვენს შესახებ:
1. სახელი
2. ასაკი
3. საკონტაქტო ინფორმაცია
4. საქმიანობა
5. მოკლედ დაწერეთ, რატომ გინდათ ამ ტრენინგში მონაწილეობის მიღება.
ცოტას ჩემს შესახებაც დავწერ. ვინც არ მიცნობთ, ვარ ფსიქოლოგი. მაგისტრი. მაქვს გავლილი არტთერაპიის ტრენინგები ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციაში ორ ეტაპად. ბოლო 1 წლის მანძილზე პროფესიულ პრაქტიკაში აქტიურად ვიყენებ ართერაპიულ მეთოდებს.
ველი თქვენს კითხვებს თემასთან დაკავშირებით.
არტთერაპიით დაინტერესებულთათვის:
არტთერაპია - ფსიქოთერაპული მეთოდია, რომელიც გამოიყენება ყველა ასაკში და არ აქვს შეზღუდვები და უკუჩვენებები. ფსიქოკორექციისათვის აქ გამოიყენება ხელოვნების და შემოქმედებითი მეთოდები, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, მუსიკა, ცეკვა, ისტორიების მოგონება, დრამა და სხვა.
ეს მეთოდი ხელს უწყობს ადამიანის ემოციებისა და აზრების გამოხატვას შემოქმედებითი პროცესის საშუალებით. აქ კარგად ვლინდება ადამიანის პიროვნული თავისებურებები. იგი ეხმარება საკუთარი შესაძლებლობების უკეთ დანახვასა და თვითშეფასების აწევაში, ხელს უწყობს საკუთარ თავთან და სხვებთან ჰარმონიული ურთიერთობების დამყარებას, შინაგანი კონფლიქტების მოგვარებას თვითგამოხატვის გზით.
არტთერაპიის ავტორი და დამფუძნებელია ადრიან ჰილი, თუმცა ამ მეთოდებს იქამდეც იყენებდნენ ისეთი ფსიქოთერაპევტები, როგორებიცაა იუნგი და ფროიდი. ლეგენდის თანახმად ჯერ კიდევ პითაგორა კურნავდა ფიზიკურ და სულიერ ტკივილებს ქნარზე შესრულებული მუსიკით.
არტთერაპია საკმაოდ ეფექტურია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორიცაა:
- სტრესი და პოსტსტრესული დარღვევები;
- შიდა და პიროვნებათშორისი კონფლიქტები.
ასევე აქ ხერხდება
- კრეატულობის განვითარება;
- განმუხტვა.
ტრენინგის მიმდინარეობის დროს წამყვანი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მონაწილეებს აზრებისა და ემოციების თვითგამოხატვისას.
შარშან დაახლოებით ამ დროს ჩავატარეთ მე და ჩემმა მეგობრებმა მსგავსი ტრენინგი ფორუმელებისთვის.
არტთერაპიის ტრენინგი (post #14289733) * * *





