თავის ეპოქაში რომ ყველა საუკეთესო იყო ეს ფაქტია, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რომელი იყო თქვენი აზრით საუკეთესო?
ჩემი ფავორიტი მაინც ზიდანია, ადამიანი რომელიც ყველა პოზიციაზე იდეალურად თამაშობდა, იტანდა ფანტასტიურ გოლებს, აკეთებდა იდეალურ საგოლე პასებს და ასევე იყო საჯარიმო დარტყმების და პენლების დიდოსტატი... ადამიანი რომელსაც მუდმივად 2-3 კაცი მეურვეობდა და მიხედავად ამისა ახერხებდა იმ ყველაფერს რაც ზემოთ ჩამოვთვალე...
ადამიანი რომელმაც მიუხედავად პრესის ყაყანის და უარყოფითი კომენტარებისა, ყველაზე ღირსეულად დატოვა ფეხბურთი და ჭკუა ასწავლა უზრდელ და სიმულიანტ მასერატის (მაკარონშიკებო არ გაგიტყდეთ მაგრამ ასეა და...
) და მიუხედავად ამისა მაინც გახდა წლის საუკეთესო ფეხბურთელი...
http://www.youtube.com/watch?v=oGlmf2ZhFVQ მარადონა.... ადამიანი რომლის საფეხბურთო კარიერა მხოლოდ ძველი ვიდეო ჩანაწერებიდან ვიცი და მაინცდამაინც არ მხიბლავს... შეიძლება ამის ერთერთი მიზეზი ის არის, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ტელევიზორიდან მარადონას ნარკომანობის და ხულიგნობის მეტი არაფერი მესმის და პიროვნული ანტიპატიაც მოქმედებს ამ შემთხვევაში... მიუხედავად იმისა რომ 12 წლის ასაკიდან დღემდე (24 წლის ვარ) არგენტინის გულშემატკივარი ვარ, მაინც არ ვთვლი ამ ფეხბურთელს საუკეთესოდ და სასტიკად არ მომწონს ის ფაქტი რომ წელს არგენტინის ნაკრების მწვრთნელია
http://www.youtube.com/watch?v=NBpu-M6kXCk პელეს შემოქმედებასაც მხოლოდ ვიდეო ჩანაწერებიდან ვიცნობ და ჩანაწერების მიხედვით ფაქტია რომ იმ დროისთვის მართლაც საუკეთესო იყო, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთს რომ ვადარებ მაშინდელ ჩანაწერებს, მაინც ზიდანს ვამჯობინებ
http://www.youtube.com/watch?v=Lqvmi-42x14 ამჟამად მოქმედი ფეხბურთელებიც არიან, რომლებიც ასევე საოცრებებს შვებიან (მაგ:. რონალდინიო, მესი...), მაგრამ ამათი საბოლოო შედეგი მათი კარიერის დასასრულს გამოჩნდება, ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ იმდენი რომ ამ სიაში მოხვდნენ
მოკლედ გამოხატეთ თქვენი აზრი და თუ მაგალთებსაც მოიყვანთ თუ რატომ სჯობდა თქვენი ფავორიტი დანარჩენებს კარგი იქნება
მშვენიალურია... Vanity, definitely my favorite sin.