დღეს  ავტობუსით მომიწია მგზავრობა და იმან, რაც მე იქ ვნახე და მოვისმინე, ჩემდა სამწუხაროდ. ყველა ჩემი პროგნოზის სამართლიანობაში დამარწმუნა, 
   ამ ავტობუსით ძირითადად ნუცუბიძის მე-3 პლატოს მაცხოვრებლები სარგებლობენ და იქ მსხდომთა უმრავლესობა ერთმანეთს, მინიმუმ სახეზე მაინც იცნობენ.
    ყველაფერი კონტროლიორების ამოსვლით დაიწყო.  ხალხით სავსე პატარა ავტობუსში, სრულიად ბუნებრივად ბევრი უბილეთო იყო. ბუნებრივი იმიტომ ვამბობ რომ, უკნიდან ამოსულებს ძალიან დიდი სურვილი რომ ქონოდათ, მაინც ვერ აიღებდნენ ბილეთებს. (ზედმეტი კითხვების თავიდან ასცილებლად აქვე ვიტყვი, რომ მე ბილეთი მქონდა!!!). 
 
      კონტროლიორები, საკმაოდ აგრესიულად და თავხედურადაც კი იქცეოდნენ. ზოგმა რა უთხრა ზოგმა რა. ზოგმა მოახერხა ბილეთის აღება და იყო ერთი გამიშვი-გამაკავე. ბოლოს განტევების ვაცად, ერთი ახალგაზრდა ქალბატონი ამოირჩიეს და მასზე იყარეს მთელი  ჯავრი. თუმცა მან საკმაოდ კვალიფიცირებული (ჩემი აზრით) წინააღმდეგობა გაუწია და დაიწყო საკმაოდ ხმამაღალი კამათი. რომელიც მალე, მგზავრების და კონტროლიორების დაპირისპირებაში გადაიზარდა.
  ამონარიდი იქ წამოსროლილი ფრაზებიდან:
  ”ჩვენს ხარჯზე გინდათ ხომ ბიუჯეტის შევსება”
  ” დამთავრდა არჩევნები და დაერიეთ ხომ ხალხს”
  ” ჩვენი ფულით აპირებს უგულავა ცხოვრებას”
  ” რატომ არ დგას ორი სალარო აპარატი”
  ”თქვენი ასე და ისე ”
   და ა.შ.
   ბოლო-ბოლო  ამ დაპირისპირებამ აშკარად გამოხატული პოლიტიკური სახე მიიღო და აღფოთებული მგზავრებისაგან ”ლინჩის” (ფიგურალურად რა-თქმა უნდა) წესით გასამართლების შიშით კონტროლიორებმა ბრძოლის ველი დატოვეს.
ამ სცენაში ყველაზე მეტად, პლატოს მაცხოვრებელთა უმრავლესობისათვის ნაცნობი,  ორი ქალბატონი და ერთი ბატონი აქტიურობდნენ , რომელებიც თავადაც უბილეთოები იყვნენ.  მათ ავტობუსიდან კონტროლიორების გაძევება თავიანთ აქტიურობას მიაწერს და თითქმის ბოლო გაჩერებამდე იყო ერთი ჩოჩქოლი ავტობუსში.
აბა თუ გამოიცნობთ, სად იდგნენ ეს ბატონი და ქალბატონები ამ წლის 30 მაისის დილის 8 საათიდან საღამოს  8 საათამდე?
ოლოლო თქვენ სწორედ გამოიცანით!!!!! 
 
   
   
 პ.ს. 
რომელიღაც თემაში ვთქვი აქ, რომ  სწორედ ის, ბიუჯეტიდან დაქირავებული კორდინატები გახდებიან ამ ხელისუფლების პირველი მაგინებლები და სწორედ ისინი გაკრავენ პირველები ასანთს, ღმერთმა არ ქნას და რაღაც სამოქალაქო არეულობის მსგავსი, რომ დაემუქროს ჩვენს ქვეყანას.
პ.პ.ს.
რასაც დასთესავ იმას მოიმკი.
თქვენ რას იტყვით კოლეგებო?