DAKARGULI ME-1დილით როდესაც გავიღვიძე ყველაფერი შეცვლილი დამხვდა, აღარც წვიმა, აღარც ქარი,მაგრამ გამახსენდა რომ რაგაც მეკლდა
რაღაც დავკარგე გუშინ,დიახ გამახსენდა საკუთარი "მე" დავკარგე, ვიფიქრე წავალ მოვძებნი იქნებ არცისე ძნელი აღმოჩნდეს მისი
პოვნა თქო. წამოვდექი ლოგინიდან სამზარეულოში ჩაიდანი დავდგი, სანამ გაცხელდებოდა იქვე დივანზე ჩამოვჯექი და ტელევიზორი
ჩავრთე, "ეეჰ აქაც იგივეს იმეორებენ, პოლიტიკა ეკონომიკური კრიზისი" ჩაინიკის ადუღების ხმა გაისმა გავთიშე ტელევიზორი და
კუხნაში გავედი,დავისხი ჩაი და დავდექი ფანჯარასთან, ვსვავდი ჩაის და ვუყურებდი ქუჩაში როგორ ირეოდა სხვადასხვა ასაკის ხალხი.
იქვე მაგიდიდან სიგარეტი ავიღე,მოვუკიდე და ისევ ფანჯარაში ყურება დავიწყე. დღეს საკმაოდ ცხელოდა. დავამთავრე ჩაის დალევა
ჩავიცვი იქვე სკამზე მიგდებული ჯინსი და მაიკა, გუშინდელი წვიმაში სიარულისგან კეტებიც დასვრილი იყო ნაჭერი გადავუსვი,
გავწმინდე და ჩავიცვი.გავედი გარეთ იქვე მეზობელი ქალი შემხვდა: "მეზობელი:ივა შვილო დღეს რა კარგად გამოიყურები
ივა: მადლობთ ლალი დეიდა მეზობელი:შენები სახლში არიან? ივა: არა ლალი დეიდა ჩემები სოფელში წავიდნენ დღეს დილით
მეზობელი: კარგი შვილო ღმერთი შენსკენ ივა:მადლობთ ლალი დეიდა ასევე. გავაგრძელე გზა და თან ჩემს თავს ჩუმად ვეჩურჩულებოდი
"ეს ქალი კიდე თვალთმაქცობს ნეტა? რა მოეწონა ეხლა დაჭმუჭნული მაიკა? თუ გაწმენდილი კეტები რომელიც ისევ დასვრილი იყო?"
საკუთარ თავთან გამართული დიალოგის დროს მოვიდა ავტობუსიც, ჩავჯექი ავტობუსში, ამ სიცხისგან ავტობუსში ყველას შეწუხებული
სახეები ქონდათ, ალბათ მეც იგივე მდგომარეობაში ვიყავი. ჩამოვედი უნივერსიტეტთან,და უნივერსიტეტის ეზოში შევედი ჩემი მეგობრები
იქვე იჯდნენ ლუდს მიირთმევდნენ, მივედი გადავკოცნე ყველას მივესალმე. გიო: ივა დაიგვიანე ლექციები დამთავრდა ივა: არაუშავს
გიო დღეს მე ლექციებისთვის არ მცალია,აქ კი უბრალოდ თქვენს სანახავდ გამოვიარე გიო: ხო მშვიდობაა ივუსჰ? ივა: კი გიო
მშვიდობაა უბრალოდ რაგაცას ვეძებ და მინდა დღეს აუცილებლად ვიპოვო გიო: რაიყო ვინმე გოგოს ეძებ? თუ დაკარგე რამე? ივა: არა
გიო გოგოს არ ვეძებ, აი რაც შეეხება დაკარგვას გამოიცანი საკუთარი "მე" დავკარგე და მისი პოვნა მინდა ლასჰა: (იცინის)
გიო: ივა ხო კარგად ხარ? კაი ზმაო წარმატებები ძიებაში . შენც მოხვედი გუშინდელივით ცივი სახე აღარ გქონდა,აღარც ისე ცივად
მომესალმე,მაგრამ მივხვდი რატოც, მე ხომ შენს სიცივეს ვეგუები და აი მგონი გამომდის კიდეც. დაგემშივოდე შენც და იქ მყოფ
ჩემს მეგობრებსაც და წამოვედი. 4 საათი ხდებოდა, წამოვედი ჩამოვუყევი გმირთა მოედნისკენ დაღმართს ცოთახანი შევჩერდი
ტელევიზიის შენობასთან,სიცხის გამო დაღლა მალე მერეოდა, და შემდეგ გავაგრძელე გზა ავუყევი ვარაზის ხევს და ჭავჭავაძის გამზირზე
გავისეირნე. იქვე მეგობარს შევუარე რომელიც ბარში მუშაობს ივა:ლუკა როგორ ხარ? პახმელიაზე ხომ არხარ? ლუკა: ხო ცოტა თავიც
მტკივა მაგრამ ისე კარგად დავლიეთ გუშინ ივა: ხო ნამდვილად კარგი საღამო იყო,მაგრამ რაღაც დავკარგე ლუკა:რა დაკარგე?
ივა: ჩემი "მე" დავკარგე ლუკა: გუშინაც მაგას მეუბნებოდი,მაგრამ მე მეგონა სიმთვრალეში ბოდავს რაღაცეებს თქო
ივა: ხო მეც ასე მეგონა მაგრამ ახლა მის საძებნელად დავდივარ. დიდხანს ვსაუბრობდით მე და ლუკა, შემდეგ დავემშვიდობეთ ერთმანეთს
და მეც გავაგრძელე ჩემი გზა, ამ სიარულში და ლუკასთან საუბარში უკვე 7 საათი ხდებოდა, მზეც ღრუბლებში მიიმალა და ცოტახნით
თავისი მხურვალე სხივებისაგან დამასვენა, მეც იქვე ბაღში ჩამოვჯექი, ვიჯექი თუმცა ვეძებდი ჩემს დაკარგულ "მე"ს. და ვსაუბრობდი
საკუთარ თავთან: "ზოგჯერ რა ღტულია როდესაც კარგავ,განიცდი მაგრამ ამ განცდის ფონზე დაკარგულის პოვნა დიდ სიხარულს განიჭებს,
მაგრამ არის ცხოვრებაში ისეთი მნიშვნელოვანი რაღაცეებიც რისი დაკარგვაც არ შეიძლება,რაღაცა შეიძლება იპოვო,რაღაცა შეიძლება
ვეღარ იპოვო და სამუდამოდ დაკარგო,მაგრამ როდესაც კარგავ საკუთარ "მე"ს ნაპოვნი და დაბრუნებული უკვე უცხოდ გეჩვენება,
უკვე ეჭვი გეპარება მასში იქნებ ეს ის არ არის,იქნებ სანამ დაკარგავდი უკეთესი იყო,დიახ ამას მე ვამბობ რომელიც ყველაზე მეტად
არ უფრთხილდებოდა იმას რაც დაკარგა,მაგრამ არის კიდევ ერთი რამ..." ავდექი და გავაგრძელე გზა აბაშიძის ქუჩისკენ დღეს არცისე
მხიარული ვიყავი თუმცა დღე მიწყობდა ხელს რომ მხიარული ვყოფილიყავი,მაგრამ ვერ მხდიდა მე ეს ყოველივე მხიარულს და ბედნიერს
მე მენატრებოდა რაღაც,თითქოს მასზე ფიქრებში გადავერთვე და გადამავიწყდა ის რომ მე რაღაცა დავკარგე,რაღაცას ვეძებდი,
გზაზე მოხუცებული კაცი შემხვდა,ლამაზი თეთრი წვერით და კეთილშობილური სახით, ის თავისთვის იჯდა სკოლის კიბეებზე კუთხეში მივედი
დავუჯექი გვერძე, არვიცი რატომ,მაგრამ ვიფიქრე ჩვენ ორივეს ამ მომენტში არაფერი განგვასხვავებდა, ორივე რაღაცაზე ვნერვიულობდით
ორივე რაღაცას განვიცდიდით, ორივეს გვჭირდებოდა სულიერი საზრდო.ივა: უკაცრავად ბაბუ ხო მშვიდობაა ცუდათ ხომ არხარ?
ბაბუ: რომ გითხრა კარგად ვარო დაიჯერებ? მაგრამ ეხლა უბრალოდ მოწყენილი ვარ ივა: უკაცრავად ხომარ შეგაწუხებთ აქ რომ ჩამოვჯდე?
ბაბუ: არა შვილო ჩამოჯექი. როგორც გატყობ ვერც შენ უნდა იყო კარგად... ივა: დიახ მეც ცოტა სევდა მომერია ბაბუ: მაინც რა გჭირს?
ვიცი მე უცხო ვარ შენთვის მაგრამ მე ამ მოხუცებულს ბევრი რამ მინახავს,დღეს დღეობით ქუჩაში დავეხეტები რომ რაღაც საზრდო
მაინც ვიპოვო მაგრამ ეს იმას არნიშნავს რომ მხოლოდ საზრდოს ვეძებ და მხოლოდ ხორცის გადასარჩენად ვიბრძვი. ივა: დიახ მესმის მე
თქვენი, არვიცი საიდან დავიწყო როგორ მოგიყვეთ, უბრალოდ დღესაც ჩვეულებრივი დღე გათენდა ჩემთვის, გავიღვიძე გამოვედი სახლიდან
მაგრამ გამოვედი დაკარგული "მე"ს საძებნელად,თუმცა ბევრი სიარულის შემდეგ გადამავიწყდა და ახლაც თითქოს აღარ ვფიქრობ რატომღაც
მის პოვნაზე, უცებ სხვაზე გადავერთვთე იმაზე ვინც ძალიან მენატრება ყოველწამს,ხოლო როდესაც თქვენ დაგინახეთ გამახსენდა ის რასაც
ვეძებდი... ბაბუ: საინტერესოა რატომ დაკარგე შენი "მე" ? იქნებ არც არასოდეს გიფიქრია მის შენარჩუნებაზე? იქნებ სხვაზე ფიქრებმა
ისე გაგიტაცა რომ დაგავიწყა ის რაც ჭეშმარიტად შენია და შენშია? ხედავ შვილო რამდენი კითხვა გამიჩნდა ამ მოკლე დროში? მაგრამ
შენ ისედაც დამწუხრებული ხარ და მოდი ისევ მე ვუპასუხებ ჩემს კითხვებს შენ კი უბრალოდ ყური დამიგდე თუ კარგს არ გეტყვი არც
ცუდით დაგიმატებ მწუხრს. პასუხი კი ის არის რომ როდესაც 19 წელი შემისრულდა მეც მეწვია სიყვარული, მართლა უდიდესი და ტკბილი
გრდძნობაა დამეთანხმები ალბათ, ბევრ გულნატკენს ამ გრძნობისგან უთქვამს სიყვარული ტანჯვაა,სიყვარული მხოლოდ სიმწარის მომტანია
,მაგრამ ისინი არასოდეს ეძებდნენ თავის თავში იმ პრობლემას რომელიც ამ ყველაფერს ათქმევინებდა,იქნებ ამ ტკბილ გრძნობასაც
ჭირდება მოფრთხილება ისევე როგორც ბუნების ყველა ნაზ არსებას,ერთია გიყვარდეს და მეორე უფრთხილდებოდე არამხოლოდ მას ვინც გიყვარს
არამედ იმ გრძნობას რომელიც მის მიმართ გაკავშირებს.. ივა: გეთანხმებით მაგრამ... ბაბუ: არა შვილო ნუ ფიქრობ რომ თემას გადავუხვიე
უბრალოდ ის რაზეც შენ ხარ დამწუხრებული და ის რაზეც ამწუთას მე ვსაუბრობ სრულიად კავშირშია ერთმანეთთან, ხომ ხედავ უკვე საკუთარი
მე დაკარგე, და ეძებ, როგორ ფიქრობ მეგობრებმა რომლებსაც ეს უთხარი სულელად არ ჩაგთვალეს? ივა: ვიფიქრე,მაგრამ.... ბაბუ: არა მე
შენი მესმის არ იფიქრო რომ მეც ასე გთვლი უბრალოდ შენ აგერია ორი რამ ერთმანეთში, ჯერ საკუთარი მე დაკარგე მერე ეძებდი,ამ დროს კი
ვიღაც მოგენატრა და სულ მასზე ფიქრში გაიფანტე, იმიტომ რომ კავშირშია ეს ორი რამ ერთმანეთთან შენ მე კიარ დაკარგე არამედ შენში
ახალმა გრძნობამ გაიგვიძა რომელიც ჯერ არიცი როგორ აღიქვა ამიტომ ის ვინც გენატრება ის ვისზეც ფიქრობ ის შენთვის ყოველთვის ძალიან
ახლოსაა თუმცა გაწუხებს ის რომ შენ არხარ მისთვის ახლოს...მაპატიე ცოტა გული შეიძლება ამ სიტყვებმა გატკინოს მაგრამ ესეა
გულში ვფიქრობდი რომ ძალიან საინტერესო მესაუბრებოდა ეს მოხუცი, ძალიან ახლოს იყო ჩემს სულიერებასთან,დუმილის შემდეგ ვუთხარი
ივა: მადლობთ საინტერესო რჩევებისთვის და საიტნერესო საუბრისთვის, ძალიან დამეხმარეთ თქვენ მე,მაგრამ მე როგორ დაგეხმაროთ?
ბაბუ: არაფრით შვილო გააგრძელე შენი გზა ოღონდ ნუ ივლი მთლად დაღმართზე,ხანდახან აღმართიც უნდა აიარო რომ მერე მიხვდე რა ადვილია
დაღმართზე სიარული ივა: მადლობთ ღმერთი იყოს თქვენი მფარველი... გავუწოდე მას ხურდებით შეგროვილი 2 ლარი და წამოვედი...
საათს დავხედე 10 იყო, რუსთაველის მეტროსკენ ჩავედი. მივდიოდი და ნელ ნელა ვფიქრდებოდი და ვუღრმავდებოდი მოხუცის ნათქვამს.
და ვგრძნობდი რომ დღევანდელ დღეს ტყუილად არ ჩაუვლია, მივხვდი რომ მე ვიპოვე ჩემი "მე" რომელიც იმ მოხუცებულში იდო, მივბრუნდი უკან
სწრაფი ნაბიჯით მინდოდა მეხარებინა მისთვის როდესაც კიბეებს მივუახლოვდი ცოტა მოშორებით ვიყავი და დავინახე რომ სასწრაფო დახმარების
მანქანა იდგა ირგვლივ ხალხი იდგა გაკვირვებული სახეებით ძირს კი გაციებული სხეულით თბილი სულით და ბედნიერი სახით იწვა ჩემი "მე" ....
<<BY>> "ივა ჩიტაური"
ისევ და ისევ გთხოვთ ნუ გამატარებთ კრიტიკის ქარ ცეცხლში... ძალიან ცუდად ვწერ და ძალიან ცუდსაც ვწერ და უნიჭო ვარ,მაგრამ მე არვარ მწერალი... უბრალოდ ამას ნახავს ის ვისთვისაც ვწერ...
Главный инструмент фотографа - его глаза. Это может выглядеть странным, но многие фотографы предпочитают использовать глаза других фотографов, прошлого или настоящего, вместо собственных. Такие фотографы слепы.[