დაწვრილებით მოვუსმინე ლევან გაჩეჩილაძეს დღეს მაესტროს ამ გადაცემაში(http://maestro.ge/?address=unc),რომელმაც ეს შესანიშნავი ფილმი გამახსენა.
ასეთივე იმედებით მოვიდა მიხეილ სააკაშვილიც 2003 წელს და ასევე ისიც აპირებდა საქართველოს აშენებას,მაგრამ რაც მივიღეთ ყველამ კარგად ვნახეთ.რაშია ბოლოს და ბოლოს ქართველი ერის პრობლემა? აი ამ კითხვას ბრძენი ალმასხანი ჩემის აზრით შესანიშნავად პასუხობს,რომელიც თავისუფლად შეიძლება ვაღიაროთ ქართული ბუნების მცოდნე ექსპერტად .
გირჩევთ ვისაც არ გინახიათ ეს ფილმი ბოლომდე ნახოთ ან კიდევ გაიხენოთ ის თუ რა კარგად არის გადმოცემული ქართული მსოფლმხედველობის ნიუანსები,რომლებიც ასევე უხვად გვხვდება დღევანდელ საქართველოში.
არცერთი იდეა და ვერცერთი ლიდერი ვერ ააყვავებს ქვეყანას მანამდე, სანამდე არ დაიწყება აქცენტის გაკეთება ადამიანზე.უნდა მოხდეს კონკრეტულად და ობიექტურად,რაც მთავრია მიუკერძოებულად
შეფასებული ქართველი ინდივიდის პოტენციალი,შესაძლებლობები,სხვანაირად რომ ვთქვათ მარგი ქმედების კოეფიციენტი.თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში მას, იგივე ჯადოსნურ წრეზე მოუწევს ხელმეორედ, ვინ იცის მერამდენჯერ ტრიალი.