დღევანდელ საერთაშორისო გარემოში ეს საფრთხეები გლობალურ ხასიათს ატარებს ...
ნავთობდოლარებს ფინანსურ-პოლიტიკური ელიტა, რომ მათი ქვეყნების შიგნით და გარეთ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იყენებს ამაზე აღარვინ კამათობს, მაგრამ ნარკოტიკებით და იარაღით არალეგალური ვაჭრობა ასევე უდიდეს ფინანსურ ნაკადადებს წარმოშობს...
ვის ხელშია, სად მიდის და რას ხმარდება ნარკოდოლარები?
დავით გურამიშვილის სიტყვებით ვიტყვი: მეტად მწარედ გული მტკივა, მაჟრჟოლებს და ტანში მზარავს ...
* * *
ქართველი და ესპანელი ძალოვანი მაღალჩინოსნები ნარკოტრაფიკისა და კალაშოვის ინტერესების ლობირებას ერთობლივად ახდენდნენ
ნარკოკარტელის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით უახლოეს დღეებში შესაძლოა, მთელი რიგი დოკუმენტური მასალები განსაჯაროვდეს, რომელიც ამ საქმეში "კრიმინალური ავტორიტეტის" შაქრო კალაშოვის ინტერესების დასაცავად ქართული და ესპანური ძალოვანი უწყებების მაღალჩინოსნებს შორის ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ასახავს.
"პირWელის" საპარლამენტო წყაროს ცნობით, "არსებობს 2-3 წლის წინ ქართველ და ესპანელ ძალოვან მაღალჩინოსნებს შორის შაქრო კალაშოვის ინტერესების შემცველი ინფორმაციის წერილობითი სახით გაცვლის ამსახველი დოკუმენტები, რომელიც ესპანურ ენაზეა შესრულებული და ამ წერილებს ამჟამად ქართული მხარის შესაბამისი უწყება სწავლობს".
მისივე მონაცემებით,
საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტს ერეკლე კოდუა ედგა სათავეში."ნარკოტრაფიკის ინტერესების ლობირება სოლიდური თანხების სანაცვლოდ ხორციელდებოდა. საუბარია რამდენიმე მილიონ დოლარზე", - აცხადებს წყარო და არ გამორიცხავს, რომ ამ დოკუმენტების საფუძველზე არაერთი ძალოვანი მაღალჩინოსანი მიეცეს პასუხისგებაში...
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=49870&Itemid=12010 წლის 5 ივნისის ინფორმაციით
მიხეილ სააკაშვილი საგანგებოდ ერეკლე კოდუასთვის დამოუკიდებელ საგამოძიებო დეპარტამენტს ქმნის იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში დამოუკიდებელი საგამოძიებო დეპარტამენტი ე.წ. “დეა” იქმნება, რომელსაც სათავაში სავარაუდოდ, “სოდის” ყოფილი ხელმძღვანელი ერეკლე კოდუა ჩაუდგება.
“პირWელის” წყაროს ცნობით ძალოვანი სტრუქტურიდან, დეპარტამენტი, ფორმალურად იუსტიციის სამინისტროს საქვეუწყებო სტრუქტურად ყალიბდება, რომელიც რეალურად პრეზიდენტს დაექვემდებარება და იგი საგანგებოდ კოდუასთვის იქმნება.
ამავე წყაროს ცნობით, ე.წ. “დეას” შექმნის საკითხი თბილისში ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს (FBI) ხელმძღვანელის რობერტ მიულერის ვიზიტის დროსაც განიხილებოდა.
“შესაბამისად, შეიძლება, ითქვას, რომ პრეზიდენტმა გარკვეულწილად “ხელი გადააფარა” კოდუას, რომლის კარიერაც დათა ახალაიასთან სერიოზული უსიამოვნებების გამო, ბოლო პერიოდში ეჭვქვეშ დადგა”, – აცხადებს წყარო.
მისივე ინფორმაციით, ძალოვანში უწყებების ფარგლებში კიდევ სხვა სტუქტურული ცვლილებების განხორციელება იგეგმება.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=49761&Itemid=1მანამდე კი 21.04.2010
ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე ახალაიების კლანის წევრით ჩაანაცვლეს
ერეკლე კოდუა სოდ-ის უფროსის თანამდებობაზე ახალაიების კლანის წევრით ჩაანაცვლეს. "პირWელის" ინფორმაციით, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ახალი შეფი დევი ჭელიძე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კადრია და შესაბამისად, კუდ-ის რეალურ უფროსთან დათა ახალაიასთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენინსპექციის უფროსთან ვასილ სანოძესთან დაახლოებული პირია. სამართალდამცველი ორგანოების კულუარებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აწ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის საუბრის სკანდალური ფარული ჩანაწერების ავტორის ერეკლე კოდუას თანამდებობრივი დაქვეითება მისი პოლიტიკური ვექტორის შეცვლას უკავშირდება. კერძოდ, ერთ დროს ვანო მერაბიშვილის "მარჯვენა ხელი" კოდუა ადეიშვილ-უგულავა-"თავისუფლების ინსტიტუტის" სახელისუფლებო ბანაკისკენ გადახრაშია "ეჭვმიტანილი". აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ვანო მერაბიშვილის უშუალო ბრძანებით, ერეკლე კოდუას ოჯახის წევრი – ცოლისძმა მიხეილ ჟორჟოლიანი სხვა რამდენიმე პირთან ერთად სამართალდამცველებისთვის წინაღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. ამ ინციდენტს წინ უსწრებდა საკმაოდ გახმაურებული სკანდალი კოდუასა და ახალაიას შორის, რომელიც, კულუარული ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდა. იმავე პერიოდში დაიძაბა ურთიერთობა ერეკლე კოდუასა და ვანო მერაბიშვილს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, შს მინისტრმა საკუთარი გავლენიანი მაღალჩინოსანი უწმაწური სიტყვებით შეამკო. ამ ინციდენტს უკვალოდ არ ჩაუვლია და რამდენიმე დღეში კუდ-ის ხელმძღვანელების უშუალო ბრძანებით, ლილოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე ერეკლე კოდუას კუთვნილი ძვირადღირებული ავტომანქანაც დააკავეს, რომელიც მას აღარ დაუბრუნდა. ამასთან, კულუარული ინფორმაციით, კოდუას დაქვეითება მხოლოდ მის პოლიტიკურ ფერიცვალებას არ უკავშირდება და ძალოვანი მაღალჩინოსნების ინტერესები სარფიანი ბიზნესების გადანაწილების სფეროშიც გადაიკეთა.
ძალოვანი უწყებების კულუარებში იმაზეც საუბრობენ, რომ კოდუების კლანის "გაზრდილი მადით" პრეზიდენტი სააკაშვილიც შეწუხებულა. მოჰყვება თუ არა უკვე განხორციელებულ გადაადგილებას სხვა ხმაურიანი საკადრო ცვლილებები, "პირWელისთვის" ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შსს-ს მაღალჩინოსნები აცხადებენ, რომ მერაბიშვილ-ახალაიების სახელისუფლებო ჯგუფმა ამ ცვლილებით კოდუა მოიშორა.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=46731&Itemid=1გაქვთ რამე მოსაზრება ამ დაკავება - დაქვეითება - დაწინაყრებებთან, არჩევნებთან და ვოიაჟებთან დაკავშირებით?
* * *
AugustFLB - რობერტ კოკოითისთვის ფულის გადარიცხვაში მონაწილე ბანკის პრეზიდენტი თბილისელი ებრაელია 10-06-2010
"ფონდსერვისბანკის" მმრთველი და პრეზიდენტი, რომლის საშუალებითაც ედუარდ კოკოითის ძმას, რობერტ კოკოითის, სავარაუდოდ, საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვისთვის 120 მილიონი დოლარი გადაერიცხა , თბილისელი ებრაელი ალექსანდრე ვოლოვნიკია. ამის შესახებ რუსეთის "გამოძიებების ფედერალური სააგენტოს" ვებგრვედი (FLB.RU)
წერს.
ამავე წყაროს ინფორმაციით, ალექსანდრე დავითის ძე ვოლოვნიკი 1961 წელს თბილისში დაიბადა, ამჟამად კი მოსკოვში ცხოვრობს. მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საერთაშორისო ბიზნესის მოსკოვის ინსტიტუტი დაამთავრა. 1995 წელს კომპანია "საიუზს" ჩაუდგა სათავეში. სავარაუდოდ, ამავე პერიოდში დაუახლოვდა "ფონდსერვისბანკის" ხელმძღვანელობაში მყოფ პირებს.
როგორც სააგენტოს ვებგვერდი იუწყება, არსებობს მოსაზრება, რომ ვოლოვნიკს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართველ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან. არსებული ინფორმაციით, სწორედ პატარკაციშვილმა დააახლოვა იგი ნევზლინს, რომელიც მოგვიანებით დაკვეთილი მკვლელობებისთვის დაუსწრებლად გაასამართლეს. ასევე, პატარკაციშვილმა გაიყვანა ვოლოვნიკი გუსინკის, ბერეზოვსკის, ირაკლი ოქრუაშვილის, თემურ იაკობაშვილის, კახა ბენდუქიძის, გივი თარგამაძის, ირაკლი მანაგაძის წრეში. გამოცემა აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს ირაკლი მანაგაძეს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ჟაკ ლემიერთან ახლო ურთიერთობა აქვს.
"გამოძიებების ფედერალური სააგენტომ" გუშინ გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ ცხინვალის რეჟიმის ლიდერის, ედუარდ კოკოითის ძმამ, რობერტ კოკოითიმ საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვისთვის 2007 წლის თებერვლიდან ივლისამდე "ფონდსერვისბანკის" საშუალებით 120 მილიონი დოლარი მიიღო. კერძოდ, საუბარია, 200 ერთეულ ცეცხლსასროლ იარაღზე, ორ ერთეულ გადასატან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსზე, სამ ტანკსა და ხუთ ჯავშანტრანსპორტიორზე.
"გამოძიების ფედერალური სააგენტო" აღნიშნავს, რომ არსებული ინფორმაციით, გარიგებაში ირაკლი მანაგაძე და გივი თარგამაძე მონაწილეობდნენ.
ამასთან, ირაკლი მანაგაძე საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტად 1998-2005 წლებში მუშაობდა.
"ინტერპრესნიუსი" ცდილობს, ზემოაღნიშნული ინფორმაცია ქართულ მხარესთან გადაამოწმოს.
http://new.interpressnews.ge/ge/politika/1...i-ebraelia.html
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/