17:22 / 11-06-2010
აშშ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/msoplio/21730-ashsh-r...l#ixzz0qYUD0Osrაშშ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს დაუჭერს. რუსული სააგენტობის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოების საბჭოს რუსეთისა და ევრაზიული რეგიონის საქმეების დირექტორმა, მაიკლ მაკფოლიმ ვაშინგტონის პიტერსონის ინსტიტუტში გამოსვლისას განაცხადა.
"დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება სურს. ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ ამბიციური პროგრამა გვქონდა, მაგრამ პრემიერ-მინისტრმა პუტინმა რუსეთის საბაჟო კავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადა, თუმცა ამან არ იმუშავა. ჩვენ გვაქვს მოქმედების გეგმა, რომელიც საბაჟო კავშირის შექმნას უკავშირდება", - აცხადებს მაიკლ მაკფოლი.
მსოფლიო სავაჭრო ოორგანიზაციაში რუსეთი 1993 წლიდან ცდილობს გაწევრიანებას. საერთოდ, ორგანიზაციასთან მიერთების პროცედურას 5-7 წელს სჭირდება, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ეს პროცედურა სხვადასხვა მიზეზთა გამო გაჭიანურდა. 2009 წლის ივნისში რუსეთის, ყაზახეთისა და ბელორუსის მთავრობებმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ სამივე ქვეყანას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაერთიანება ერთიანი საბაჟო კავშირის სახით სურს.
მაკფოლიმ აღნიშნა, რომ ბოლო თვეებში ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიალოგი რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების საკითხზე მნიშვნელოვნად გააქტიურდა, რაც მიუთითებს, რომ რუსეთს სურს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება.
--------------------------------------------------------------------------------------
ეს იყო ირანის ხურდა, თუ კიდევ სხვა რამეც მოითხოვა ტანმოკლე ფაშამ???/