#20100733 · 11 Jun 2010, 16:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ფორცა იტალია, ბიჭუშკები-გოგუშკები, წითელ-წითელი ნარჩევი ალფა-რომეოების ფანჯრებიდან უკანალგადმოწეული, იტალიურ დროშებაღმართული ბედნიერი თაობა... საყოველთაო ხალისი და იდილია... როგორ დასავლურია და როგორ სასიამოვნო, ნუთუ დავეწიეთ ცივილიზირებულ დასავლეთს 200 წლიანი იმპერიული ბატონობიდან თავდახსნილები...
იმედია დიდი შემართებით გააფორმებენ ერორები ამ დასავლურ ნიუს აქა გურჯისტანში საყოველთაო იდილიის შესახებ...
ნაურუში თუ აფხაზეთის დროშეით დარბიან ჩვენც ვირბინოთ იტალიური დროშებით რა მოხდა მერე...
არჩევნებმა ჩაიარა, იგულავა იგულავებს, მიშაც იგულავებს...
ფსევდოოპოზიციამ ფუნქცია შეასრულა და ტკბილად მიიძინა, გაუპრავეს მიშიკოს ოლიმპზე ყოფნა, აღარავინ აგინებს დაღლილ ვირს და ფქვილოვნას, ისევე როგორც არავინ იჭერს მათ, კრემლში მორბენალ სამშობლოს გამყიდველებს, როგორც ამას არჩევნებამდე გვპირდებოდნენ ბელადის მიმდევრები...
და ისე მაინც მაინტერესებს სამამულო ომის ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილო-აღმოსავლეთის ფრონტებზე რა ვითარებაა ხომ არ იცით, წავიწიეთ წინ თუ მაინც გვჯობნის ოკუპანტი, რომელიც კავაკასიონს გადაღმაა გადმოსული 2008 წლის აგვისტოდან მოყოლებული?
მოდერ არ შეწუხდე მე თვითონ დავხურავ... ქვეყანაში არსებული იდილია რომ არ დავურღვიო ზოგიერთებს...
|