მგონი უკეთესი იქნება , თუ ყველა თამაშს თავისი თემა ექნება .
პარასკევი, იოჰანესბურგი, სოქერ სითის სტადიონი, 18:00 საათი, მსაჯი რავშან ირმატოვი (უზბეკეთი).
იმის გათვალისწინებით, რომ სამხრეთ აფრიკას ოფიციალური თამაშები კარგა ხანია არ უთამაშია ძნელი გამოსაცნობი იქნება თუ რა შემადგენლობას მიანიჭებს უპირატესობას კარლოს ალბერტო პარეირა. უმრავლესობა ვარაუდობს რომ პარეირა 1 კვირის წინ გამართულ შეხვედრაში, დანიას წინააღმდეგ მატჩში მყოფ შემადგენლობას დააყენებს.
პრინციპში იგივე შემადგენლობას ვვარაუდობთ ჩვენც, მაგრამ ერთი განსხვავებით: თსეფო მასისელა კარგა ხანია ნაკრებში ასპარეზობს და მან თამაში პირველივე წუთიდანვე უნდა დაიწყოს.
მექსიკის ნაკრებში სიტუაცია უფრო გარკვეულია, თუმცა აქაც არის რაღაც კითხვები. სავარაუდოთ შეტევაში ხავიერ აგირე 3 ახალგაზრდა ტალანტს დააყენებს, რომლებმაც ამოაგდეს ვეტერანები (ფრანკო და ბლანკო).
მექსიკის მთავარი პრობლემა რაფა მარკესი და ანდრეს გუარდადოა, რომლებმაც ტრავმის გამო ბევრი გააცდინეს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ბოლო ერთი თვე გუნდათ ერთად იმყოფებოდნენ, მათ არ აქვთ გარანტირებული პირველივე წუთიდან მოედანზე გამოსვლა.
ფსიქოლოგია
რათქმაუნდა ისეთი ზეწოლა, როგორც სამხრეთ აფრიკას აქვს არცერთ სხვა გუნდს არ აქვს. მასპინძლებს მუნდიალზე ყოველთვის განსაკუთრებული სტატუსი აქვთ.
რათქმაუნდა მექსიკას ამ მხირვ კარგად აქვს საქმე, თუმცა მაინც პირველი შეხვედრაა და თავის კარგად წარმოჩენა მართებთ.
მოსალოდნელი შერკინებები
პიენაარი – მარკესი
სამხრეთ აფრიკის წამყვანი ფეხბურთელი, მექსიკის ნაკრების დაცვის ბურჯის წინააღმდეგ. პიენაარს ბევრი აქვს დასამტკიცებელი, ამიტომ მაქსიმალურად შეეცდება კარგად წარმოაჩინოს თავი მექსიკის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილ მოთამაშესთან შერკინებისას.
ჩიჩარიტო – მოკოენა, კჰუმალუ
“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალწვეულმა უკვე მიიქცია ყურადღება. შეტევაში მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, ამიტომ მაქსიმალურად შეეცდება თავი არ შეირცხვინოს.
პარეირა – აგირე
ორმა გამოცდილმა მწვრთნელმა ალბათ ერთმანეთს მოუმზადა სიურპრიზი. მთავარი იქნება თუ ვისი ფეხბურთელები იქნებიან უკეთ მომზადებულნი დავალების შესასრულებლად.
სავარაუდო შემადგენლობები
სამხრეთ აფრიკა: კჰუნე – გაკსა, კჰუმალო, მოკოენა, მასისელა – ლეშოლონიანე, დიკგაჩოი – მოდისე, პიენაარი, ჩაბალალა – მპფელა.
მექსიკა: ოჩოა – აგილარი, როდრიგესი, ოსორიო, სალსიდო – მარკესი, ხუარესი, ტორადო – დოს სანტოსი, ველა – ჩიჩარიტო.
ტრავმირებულები: არ არიან.
კითხვის ნიშნის ქვეშ: არ არიან.
დისკვალიფიკაცირებულები: არ არიან.
http://wc.goal.ge/?p=51630 წუთი რჩება