"ფილოსოფია, რომლის უკანაც პირადად მე ვდგავარ, არის ძალიან მარტივი და მდგომარებს ღია საზოგადოებაში. ეს ღია საზოგადოება არსებობს საქართველოში. მასში შედის თავისუფალი მედია - ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, რომელიც არის ძალიან, ძალიან აგრესიული და საძაგელი, გვყავს თავისუფლად არჩეული ადგილობრივი მთავრობა, გვყავს ერთმანეთისგან განსხვავებული სტრუქტურის პოლიტიკური პარტიები... თუ ეჭვი გეპარება ღია საზოგადოებაში, ვერ განავითარებ საკუთარ ქვეყანას", - განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 ივნისს ვენეციის კომისიის 20 წლის იუბილეზე. კადრებს ტელეკომპანია "მაესტროში" შაბათს, ნინო ჟიჟილაშვილი გადაცემა "პოლიტმეტრში" განიხილავენ", - წერს გაზეთი "რეზონანსი" სტატიაში სათაურით პრეზიდენტის ვენეციური საიდუმლოებები / სააკაშვილი: "ჩვენ გვაქვს თავისუფალი მედია, რომელიც არის ძალიან, ძალიან აგრესიული და საძაგელი"
"გარდა იმისა, რომ გუშინ მთუდი დღე საუბარი იყო ერთ ქართულ საოცრებაზე, - როგორ დაიკარგნენ ნაციონალები კონსტიტუციის თარგმანში და როგორ გაუგზავნეს ვენეც2იის კომისიას კონსტიტუციის პროექტის შეცვლილი ვერსია, დღეს ირკვევა, რომ პრეზიდენტმა ვენეციაში ქართული მედიაც გვარიანად მიალანძღა და ჟურნალისტებს, საუკეთესო შემთხვევაში, სულ საძაგლები უძახა. მედიაექსპერტ ზვიად ქორიძის თქმით, თავისუფალი მედია თავისთავად გამორიცხავს "აგრესიულსა და საძაგელს". მისი თქმით, საქართველოში არის როგორც თავისუფალი გაზეთები, რადიოები და ტელევიზია, ასევე საკმაოდ აგრესიული და არაგამჭვირვალე სარელაქციო პოლიტიკის მქონე მედიაც. ქორიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არც ისე დემოკრატიული გარემოა, მაგრამ არავის აქვს უფლება ხელისუფლებიდან თქვას, რომ ეს არის "აგრესიული და საზიზღარი მედია" - თუ რამე მავნე ჩვევა აქვს ჩვენს მედიას, ერთ-ერთი პირველი ხელისუფლების დამსახურებაა. მედიაექსპერტის თქმით, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალიან მკაცრი კონტროლი დაეწესებინა ელექტრონულ მედიასაშუალებებზე", - აღნიშნავს გამოცემა.
"ჟურნალისტ დავით პაიჭაძეს მიაჩნია, რომ რადგან სააკაშვილმა მედიის მიმართ ასეთი რაღაც თქვა, ე.ი. თემა მისთვის პრობლემატურია და ის გულწრფელი იყო. "არ ვიცი, რა აზრი ჩადო პრეზიდენტმა თავის სიტყვებში. ფაქტია, რომ მისი ამ სიტყვების გაგონება ჟურნალისტთა ნაწილს არ სიამოვნებს. ეტყობა, პრეზიდენტმა ეს შეგნებულად გააკეთა", - აღნიშნა პაიჭაძემ. მედიაექსპერტი ია ანთაძე ამბობს, რომ ჩვენს ქვეყანაშიხელისუფლებისა და მედიის ურთიერთობაში პრობლემა არა იმდენად პრეზიდენტის განცხადებები, მისი კრიტიკაა, არამედ რეალური მდგომარეობა - როცა ხელისუფლებას მიაჩნია, რომ მედია უნდა აკონტროლოს, განსაკუთრებით ის სეგმენტი, რომელიც საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს", - დასძენს გამოცემა.
"გაცილებით საშიში ისაა, რომ საინფორმაციო პოლიტიკა ნაციონალურ ტელეარხებზე გაკონტროლებულია, ვიდრე ის, რომ პრეზიდენტი ამბობს, მედია მის მიმართ მტრული და არამეგობრულია. ამავე დროს მედიის პოლიტიკა არ არის იყოს მეგობრული პრეზიდენტის და ხელისუფლების მიმართ. სინამდვილეში მედია გაცილებით არამეგობრული უნდა იყოს. თუნდაც ის ნაციონალური არხები, რომლებიც საქართველოში მაუწყებლობენ. სხვა ქვეყნის პრეზიდენტს რომ ეთქვა, მედია ჩემს მიმართ არამეგობრულიაო, არავის გაუკვირდებოდა, რადგან ეს მისი მოვალეობაა. პრეზიდენტმა ამით თითქოს ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიული მედია გვაქვს. ნეტავ მარლა ასეთი "საძაგელი" იყოს ჩვენი მედია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ია ანთაძე.
ჩვენ პრეზიდენტი არ გეჩენებათ, რომ პატარა ბავშვის ლექსიკით მეტყველებს: საძაგელი მედია უტ უტ უტ მაგას