თავიდან აქ რო მოვხვდი, რაღაც რეგისტრაციასავით იყო
ბარათი მომცეს, კოდი ეწერა ზედ
მითხრეს რო მაგრა მოკიდე ხელი არ დაკარგო ეგო
მერე
სადღაც ბნელ გვირაბში ჩამაგდეს, ერთი 3-4 საათი მივფრინავდი
უცნაური ხმები ისმოდა........
ყურადღება გამეფანტა, ბარათს რომელიც მომცეს ხელი გავუშვი და დავკარგე
რო ჩავვარდი ბოლომდე დაბლა დამხვდა 3 კარი
ორზე კოდირეული კარებებია, ანუ ბარარათზე რა კოდიც არის მითითებული ის უნდა აკრიფო და გიშვებენ
პირველ კართან არის დიდი რიგი და დედის გინება..... წყვეტა ხალხია
მეორესთან ცოტა მოდის
მესამე კარიცაა და თავისით იღება
აქ ვიღაცა დარბის ერთი......... რანაირია ვერ გავიგე, არც ადამაინია არც მაჩვი, რაღაც საშუალო
მეთქი გვირაბში ბარათი დავკარგე და რა ვქნა თქო?
აბობღდი უკან თუ იპოვიო
ან მესამე კარში შედიო
მეთქი იქ რა პონტია? ოოო მაგას ვერ გეტყვიო

რა ვქნა ეხლა?
გვირაბში რო ავბობღდე და ვეძებო, სინელეა სულ, რა მიაგნებს იქ
კიდე მითხრა თუ ბოლომდე აბობღდები, შეგიძლია საერთოდ უკან დაბრუნდეო
ჰოდა რა ვქნა არ ვიცი რა..............
ან მაგ კარებების კოდი ხო არ იცით? ნეტში ხო არ გდია სადმე?
მე ვერ მვაგენი ვერსად
ვინმეს ექნება გატეხილი, შანსი არაა

პირველი კარბის უფრო მინდა..... ბევრი ხალხია მანდ, კაი პონტი უნდა იყოს
აუუუ მირჩიეთ რამე რა....