ალიაქბარ აშარი: "ირანის მიზანს მეზობელ ქვეყნებთან და განსაკუთრებით საქართველოსთან კარგი ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს"
11:37 - 10.06.2010
ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის მრჩევლის კულტურის საკითხებში, ირანის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივის დირექტორის ალიაქბარ აშარის განცხადებით, ირანის მიზანს მეზობელ ქვეყნებთან და განსაკუთრებით საქართველოსთან კარგი ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს.
ამის შესახებ მან დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ირანის ისლამური რესპუბლიკის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და არქივსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივსა და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ განაცხადა.
"მოხარული ვარ თბილისში ჩამოსვლით და სამ ქართულ უწყებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებით. ჩვენ ერთობლივი კულტურა და ისტორია გვაქვს და ბედისწერითაც ვგავართ ერთმანეთს. ორივე ქვეყანას უძველესი ცივილიზაცია გააჩნია. ირანში ძალიან ბევრი ქართველი ცხოვრობს" - განაცხადა აშარმა და დასძინა, რომ ირანის მიზანს მეზობელ ქვეყნებთან და განსაკუთრებით საქართველოსთან კარგი ურთიერთობების დამყარება წარმოადგენს.
თავის მხრივ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბორის გაგუამ დღეს გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, რადგან სამმა ქართულმა უწყებამ ერთდროულად გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ეროვნულ არქივთან. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ჩვენი თანამშრომობა ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ეს მემორანდუმი ყველა ქართველ სტუდენტს, მკვლევარს და მეცნიერს ირანული კულტურის უკეთ გაცნობაში შეუწყობს ხელს" - განაცხადა გაგუამ.
ხელმოწერის ცერემონიალს ასევე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი და საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბუბა კუდავა ესწრებოდნენ.
დღესვე, 16:00 სთ-ზე ირანული დელეგაცია ეროვნულ არქივს ეწვევა და იქ დაცული სპარსული საბუთების კოლექციას გაეცნობა.
ცნობისთვის, ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაცია საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 8 ივნისს ეწვია და ქვეყანას ხვალ დატოვებს.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...=49994&Itemid=1 მაინც, რატომ სურს ირანს საქართველოსთან განსაკუთრებული ურთიერთობები და რატომ მაინცდამაინც ეროვნულ არქივთან, რადგან როგორც ჩვენმა მხარემაც აღნიშნა-----"ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, რადგან სამმა ქართულმა უწყებამ ერთდროულად გააფორმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ირანის ეროვნულ ბიბლიოთეკასთან და ეროვნულ არქივთან. ----------
Quod facimus nos ? Quis? quid? ubi? quibus auxiliis? cur? quomondo? quando?