"ნაციონალურ მოძრაობას" სხვადასხვა ფირმებმა თანხები საარჩევნოდ არჩევნების შემდეგ შესწირეს . 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" შემოწირულობის სახით სულ 14 113 411. 8 ლარი მიიღო.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ანგარიშის თანხმად, არჩევნებისთვის 13 512 888. 8 ათასი ლარი, თავად "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაიღო. კერძოდ, 12 აპრილისთვის "ნაციონალურმა მოძრაობამ" ფონდში 11 მილიონი ლარი გადარიცხა, 11 მაისს – მილიონ 200 ათასი ლარი, 28 მაისს - მილიონი. რაც შეეხება არაფულად შემოწირულობას, ასეთი "ნაციონალებმა" 312 ათას 888 ათასი ლარის ოდენობისა გაიღეს.
"ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ფონდში ჩვეულებრივმა იურიდიულმა პირებმა თანხები არჩევნების მეორე დღეს - 31 მაისს ჩარიცხეს. კერძოდ, შპს "ლოჭინმა" მმართველ გუნდს 80 ათასი ლარი შესწირა, შპს "ბელ-ბაუმ" – 50 ათასი ლარი; შპს "ავტობანმა" – 60 ათასი ლარი, შპს "იბოლიამ", რომელიც გორში მდებარეობს, – 50 ათასი ლარი; ხაშურში მდებარე "კამა"-მ - 100 თასი ლარი ; სს "თბილისიმ" – 60 ათასი ლარი; შპს "გზამშენი-4" – 70 ათასი ლარი; შპს "საავტომობილო გზების რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის ზედამხედველობის სამსახურმა" – 50 ათასი ლარი ; საგარეჯოში მდებარე "კავკასავტომაგისტრალმა" კი სახელისუფლო გუნდს 80 ათასი ლარი შესწირა.
http://new.interpressnews.ge/ge/ekonomika/...shestsires.html