თემაში მოვყვეთ ის მისტიური, საიდუმლო, უცნაური და დაუჯერებელი ისტორიები, რომლებიც გვსმენია, წაგვიკითხავს, გვინახავს ან გადმოცემით ვიცით. I
გამიგია, ადამიანი, რომელიც გარდაცვლილი იყო ორი ღამის შემდეგ ოთახში დასავენებული გაცოცხლდა. ირგვლივ არავინ იყო და როცა ფეხის ხმა გაიგონეს შეცვივდნენ ოთახში და იხილეს მკვდრეთით აღმდარიყო. ძილ-ღვიძილის მდგომარეობაში გახლდათ და როცა სრულად გამოფხიზლდა პასუხი არ გასცა არც ერთ კითხვაზე. ბოლოს კი თქვა რომ იცოდა თავისი გარდაცვალების ზუსტი თარიღი, რომელიც ახდა.
II
იყო ადამიანი, რომელიც სულ რაღაცას წინასწარმეტყველებდა და ის ყველაფერი ხდებოდა. როცა ჩაეძიენ, თუ როგორ აკეთებდა ამას, თქვა რომ საკუთარი ნათქვამის სჯეროდა და იგი უშუალო მონაწილე იყო, იმის, რაც არ მომხდარა. ანუ ის კი არ წინასწარმტეყველებდა, არამედ უნდოდა მომხდარიყო ეს და თან იმდენად, რომ თავისი ნაფიქრი დაიჯერა.
III
ტელევიზორში ვუყურე, როდესაც ქალის მეუღლე მანქანის ქვეშ მოყვა, იგი მივარდა და უმძიმესი ავტომობილი ერთ აწევაში გადააბრუნა.
IV
ეს ჩემი თვალით ვიხილე, რომ მოსდევდნენ ბიჭს და იგი მესამე სართულის სიმაღლიდან გადმოხტა და არც კი გაჩერებულა დაცემისას, ეგრევე წამოხტა და გაიქცა, ვითომც არაფერიო. საოცარი კი ის იყო, რომ როცა ვნახე, არაფერი ქონდა ნაკაწრის სახითაც კი.
V
პალესტინელ მებრძოლებზე ვუყურებდი ერთხელ და ერთი ებრაელი ყვებოდა პალესტინელზე, როცა ცეცხლი გავუხსენი და ერთი მჭიდი დავცალე დავინახე მოწინააღმდეგე, რომელსაც მინიმუმ 6-7 ტყვია მაინც ქონდა მოხვედრილი მუცელსა და ხელში და ისე გარბოდა იარაღით და ტვირთით, დაჭრილი კი არა კარგად გაწვრთნილი ჯანმრთელი მეომარი ვერ მოახერხებდა ამასო.
განაგრძეთ რა

მაგრად მაინტერესებს...
რუსეთის მიზანი საქართველოს დაჩლუნგება, დამონება და საბოლოოდ რუკიდან გაქრობაა. ყველა, ვისაც რუსეთის სჯერა და რუსეთისაკენ მიისწრაფვის ან მიზანმიმართულად აკეთებს ამას და მტრობს თავის სამშობლოს ან რუსეთის მიერ მართული ბრიყვია.
საქართველოსათვის ევროპა ისტორიულ-ცივილიზაციური არჩევანია.