პირველ რიგში რაც ამ თემაში შემოსულებმა უნდა გააკეთოთ ეს არის მიშIსტური და ანტიმიშისტური განწყობების გვერდზე გადადება
ვეცადოთ განვიხილოთ საქართველოს - როგორც ქვეყნის, მდგომარეობა და პოზიცია ამ ომში საერთაშორისო, გლობალური, და სამართლებრივი თვალსაზრისით
რა როგორ დაიწყო და ვინ სად რა შეცდომა დაუშვა ეს ცოტა ქვევით განვიხილოთ, ახლა კი ყველა შევთანხმდეთ იმაზე რო დროის უკან დაბრუნება არ შეიძლება და მომხდარი ფაქტების როგორც ასეთის შეფასება გავაკეთოთ
როცა საქართველოს ცხინვალში შესვლაზე, ანუ სამხრეთ ოსეთის "თავდასხმაზეა" ლაპარაკი შეგვიძლია განვიხილოთ ორ ვარიანტი; 1) თავდაცვა - ანუ ე.წ. რუსული გეგმის აღკვეთის და ხელის შეშლის მცდელობა(რასაც ჯერჯერობით ვერ ვამტკიცებთ სრულად ან ნაწილობრივ)
2) ცხინვალის რეგიონში მცდელობა "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის" - რაც პირდაპირი გზით არ გულისხმობს ცხინვალის "ომით დაბრუნების" მცდელობას..არამედ შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სამხედრო ოპერაცია უკანონოდ შეიარაღებული ბანდ ფორმირებების და არალეგალური მთავრობის წინააღმდეგ
(შესაძLოა ასევე განვიხილოთ ვარიანტი რომელიც წინა ორი ვარიანტის გაერთიანებას გულისხმობს)
არის თუ არა საქართველოს მოქმედებები იურიდიულად თუ მორალურად გამართლებული ამაზე შეგვიძLია ვიმსჯელოთ
ჰქონდა თუ არა საქართველოს უფლება TAVISI SAKUTARI TERITORIA გაეწმინდა უკანონო ჯარისა და არალეგიტიმური მთავრობისგან? ჰქონდა
ჰქონდათ თუ არა საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უფლება საკუთარ მიწაზე იმ ტერიტორიის დაკავების უფლება(ლაპარაკია ჯავის რაიონზე) საიდანაც მოსალოდნელი იყო სამხედრო თავდასხმა? ჰქონდათ
როდესაც მორალურ მხარეზე გადავალთ გავითვალისწინოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორი რო ცხინვალი საქართველოს ტერიტორიაა, კოკოითი ნაბიჭვარია, და საქართველოს სოფლები ინტენსიურად იცხრილებოდა, ასევე არ დაგვავიწყდეს ბოლო დროს მომხდარი ტერორისტული აქტები, 6 დაჭრილი პოლიციელი, აფეთქებული სანაკოევი, ჩამოგდებული თვითმფრინავი, (და ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა - 6 აგვისტოს ან მოკლული ან დაჭრილი 2 ქართველი სამშვიდობო).
განვიხილოთ რუსეთის პოზიცია
ჰქონდა თუ არა რუსეთს "საკუთარი მოქალაქეების" და "სამშვიდობოების" დაცვის პრეტექსტით(რამდენადაც ცინიკური არ უნდა იყოს) შემოსულიყო ცხინვალის რეგიონში და "დაეცვა" ცხინვალი ქართველებისგან? ჰქონდა
ჰქონდა თუ არა რუსეთს უფლება გადმოსულიყო საქართველოს არაკონფლიქტურ რეგიონებში, დაებომბა მშვიდობიანი მოსახლეობა, გაეძარცვა როგორც სამხედრო ბაზები ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა, შემოჭრილიყო UCXO, DAMOUKIDEBELI, SXVA, ქვეყნის ტერიტორიაზე? არანაირი მორალური და სამართლებრივი უფლება ამისათვის არ ჰქონია
ჰქონდა თუ არა რუსეთს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მორალური ან სამართლებრივი უფლება? არ ქჰონდა, არც მორალურუ(გავიხსენოთ ჩეჩნეთი) და არც სამართლებრივი უფლება( რამდენადაც 300 ათასამდექართველი განდევნილია საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან, და დახოცილია რამდენიმე ათეული ათასი ქართველი)
არის თუ არა საქართველო მართალ მდგომარეობაში? არის
არის თუ არა საქართველო წაგებული? არის (რამდენადაც უკიდურესადაა გართულებული კონფლიქტური რეგიონების საკითხი, საქართველოს ეკონიმიკა კრიზისულ მდგომარეობაშია, დახოცილია ჯარისკაცები და დახოცილია მშვიდობიანი მოსახლეობა, ხალხი გამოდევნილია საკუთარი საცხოვრებლებიდან)
არის თუ არა რუსეთი არამართალ მდგომარეობაში? არის
არის თუ არა რუსეთი წაგებული? არის ( რამდენადაც ის უკვე განიხილება როგორც მსოფლიო სიმშვიდისთვის საფრთხის შემცველი ქვეყანა, ხდება ბოლო წლებში ამერიკა-ევროპის მკვეთრად დასუსტებული ალიანსის გაძლიერება, ცივილიზებული ქვეყნების კონსოლიდაცია ერთი საერთო საფრთხის წინააღმდეგ -თუ კამერების თვალწინ არა, ფარდის მიღმა მაინც, ზარალს განიცდის რუსული ეკონომიკა)
RUSULI GEGMA
რუსული გეგმის შესახებ ბევრი დაიწერა და ბევრი ითქვა, მართალია ის თუ არა რომ რუსეთI საქართველოში შემოსვლას, რეჟიმის შეცვლას და არეულობის მოწყობას აპირებდა - ამაზე ერთმნიშვნელოვანი - კის ან არას- პასუხის გაცემა არ შეგვიძლია..მაგრამ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, თვალი გადავავლოთ წლევანდელ მოვლენებს, გავიხსენოთ ცხინვალსა და აფხაზეთში მოწყობილი პროვოკაციები და დავფიქრდეთ თუ რაში აწყობდა რუსეთს საქართველოში შემოსვლა და რა სარგებელი უნდა ენახა ამით. იმ ფონზე როდესაც საქართველოს დღეს თუ არა, ხვალ მაპის, ანუ მომავალში ნატოში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა აქვს, როდესაც საქართველო სრულიად გადადის რუსული ორბიტიდან დასავლეთისაზე, როდესაც რუსეთI კარგავს კავკასიაში გავლენის ბერკეტებს, როცა კარგავს ევროპაზე გაზისა და ნავთობის მომმარაგებლის მონოპოლიას და ევროპის დაშანტაჟების ბერკეტებს, აუცილებელია იმოქმედოს სწრაფად, მკვეთრად, რათა ეს მისთვის კატასტროფა აიცილოს თავიდან..წამსვლელია თუ არა რუსეთი ამ მიზნის - ანუ საკუთარი იმპერიალისტური მომავლის თავდაცვისთვის, საქართველოზე, ანუ დამოუკიდებელ ქვეყანაზე თავდასხმაზე- ადვილი სათქმელია რომ კი თუ გავითვალისწინებთ რამდენად მეტი პლიუსის მიცემა შეუძლია რუსეთისთვის ამას ვიდრე მინუსის. მისი გეგმის განხორციელების შემთხვევაში - ანუ, ქვეყნის ინტერვენციის, რეჟიმის შეცვლის, საქართველოს "გასომხეთება-გაბელორუსების" შემთვევაში" - ის განდევნის კავკასიიდან ამერიკას, დააშინებს აზერბაიჯანს, დააშინებს უკრაინას და სხვა მის მეზობელ ქვეყნებს რათა მათ ნეიტრალურობა, ან პრო რუსულობა არჩიონ საფრთხის შემცველ დასავლეთისკენ სწრაფვას, დაშინდება ევროპა როგორც ასეთი, და მაქსიმუმ რასაც გამოხატავენ ეს "შეშფოთება" იქნება, რადგან არც თვითონ "გასომხეთებული" საქართველოს ახალი ლიდერები გააპროტესტებენ "გარუსებას" და ვერც რუსეთIს აგრესორად შერაცხვას გაბედავენ, რადგან რუსეთის პოზიციები მკვეთრად იქნება გამყარებული....განხორციელდა თუ არა რუსეთის გეგმა - თვითონ განსაჯეთ
AMERIKULI KVALI
პუტინისეულმა ფილოსოფიურმა გამოძიებებმა და ვითომ ამერიკელი სამხედროების თანამონაწილეობამ ცხინვალის რეგიონში, ბევრი ამერიკილის, ევროპელის, ქართველის და 99,9% რუსეთIს მოსახლეობის ეჭვები გააღვიძა ამერიკის ამ კონფლიკტის დაგეგმვის და ამერიკელების თანამონაწილეობის შესახებ. ეხლა დავიწყოთ ფიქრი, აწყობდა თუ არა ამერიკას ეს ომი, და რა სარგებლის ნახვა შეეძლო ამით. პირველ რიგში გავიხსენოთ ერთი პატარა დეტალი სანამ მსჯელობას დავიწყებდეთ ეს არის დრო, თვე, დღე...ანუ საარჩევნო პერიოდი ამერიკაში. ორი არც ისე წარმატებული ომი აღმოსავლეთში, და კითხვაზე ექნებოდა თუ არა ამერიკას საარჩევნო პერიოდში კიდევ ახალი მესამე, ცხელი ომის გაჩაღების სურვილი, მაშIნ როდესაც 3 თვეშI ადმინისტრაცია იცვლება, მაშIნ როდესაც ევროპა ასეთი მერყევი და არასანდოა, მაშინ როდესაც საქართველო და უკრაინა ნატოში" ასე თუ ისე წარმატებით მიმდინარეობს, მე რატომღაც უარყოფითი პასუხის გაცემა მინდება...კარგი, ვთქვათ რომ ცხინვალის რეგიონში შესვლა ეს ამერიკელების გადაწყვეტილება იყო, რას მოიტანდა ეს გადაწყვეტილება? ქართველები შევიდოდნენ ცხინვალშI, რუსეთი შემოვიდოდა ცხინვალში, გამოდევნიდა ქართველებს რომლებიც "თავს დაესხნენ" საბრალო ოსებს, და თუ რუსეთი გაჩერდებოდა სამხრეტ ოსეთში( ლოგიკურად რო იფიქრო ძაან მომგებიანი იქნებოდა ეს რუსეთისთვის) საქართველო გამოცხადდებოდა როგორც აგრესორი ქვეყანა, ევროპელები კიდევ უფრო მეტად დაბლოკავდნენ ამერიკის თხოვნას რომ საქართველო ნატოში მიეღოთ და ისედაც რუსეთისკენ მომღიმარები, კიდევ უფრო დაუახლოვდებოდნენ რუსეთს ანუ "კავკასიაში მშვიდობის მტრედს", საქართველო, ისევე როგორც ამერიკა, იქნებოდა არამართალ მდგომარეობაში, პროექტები "საქართველო" და "უკრაინა" ჩაიშლებოდა, და რუსეთI მკვეთრად გაიმყარებდა კავკასიაში პოზიციებს.
თუ თან მაინცდამაინც კვალს გვინდა დავუწყოთ ძებნა, ომი იმ მხარეს უნდა, და ომს ის მხარე იწყებს, ვინც პროვოკაციებს აწყობს...მაშინ, ვთქვათ, რომ აბაშიძე აჭარაში, კვიციანი კოდორში, კოკოითი ცხინვალში ფინანსდებოდა არა ამერიკული, არამედ რუსული მხარის მიერ, და წლევანდელ წელს პროვოკაციები ეწყობოდა არა ქართული(ამერიკული), არამედ ოსური-აბხაზური(რუსული) მხრიდან

იყო თუ არა ცხინვალში შესვლა სულელური შეცდომა - ამაზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა არ შეიძლება. თუ საქართველოს დანაკარგებს გავითვალისწინებთ, რათქმაუნდა იყო.
მაგრამ თუ სხვა კუთხით შევხედავთ, და ვიფიქრებთ "იქნებ კიდევ უფრო დიდი საფრთხე ავიცილეთ ამით თავიდან" შეიძლება არ იყო.
ყოველ შემთხვევაში, ყველანი კიდევ ერთხელ ვთანხმდებით რომ დროის უკან დაბრუნება არ შეიძლება. მაშIნ რა გავაკეთოთ ჩვენ, ხალხმა, ეხლა?
პირველ რიგში, ყველაზე იდიოტური რაც შეიძლება გავაკეთოთ ეს ქვეყნის შიგნით არეულობის დაწყებაა, სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნები, მიტინგების მოწყობაა იმ პირობებში როდესაც ამათუიმ მიზეზის გამო დასავლეთისკენ მის გამართლებას ცდილობენ, და საქართველოს როგორც ქვეყნას "აგრესორობისთვის" ადანაშაულებს რუსეთი, ახლა თუ ჩვენ თვითონ დავეთანხმებით რუსებს ამაში როცა ყველა გვამართლებს ან ცდილობს რომ გაგვამართლოს, უდიდესი შეცდომაა, განსაკუთრებით პოლიტიკოსების მხრიდან
მიშისტებოც და ანტიმიშIსტებოც:
ეცადეთ არ იყოთ ასეთი რადიკალურები, და ყველანი ერთად დაველოდოთ სააკაშვილის ვადის ამოწურვას მშვიდად, ვეცადოთ პოლიტიკურმა, არასამთავრობო სპექტრმა და ხალხმა, ვაიძულოთ ხელისუფლება რაც შეიძლება ნაკლები შეცდომები დაუშვან ამ წლების განმავლობაშI, და შემდეგ ავირჩიოთ ისეთი პრეზიდენტი, რომელიც არ დაუშვებს იმ შიდა შეცდომებს რაც სააკაშვილმა დაუშვა, არ შეასუსტებს და გააძლიერებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, გააძLიერებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, და არ გადაუხვევს რადიკალურად საქართველოს მიერ არჩეულ საერთაშორისო პოლიტიკაშI, არამედ გამოასწორებს იმ შეცდომებს რაც დაუშვეს დღევანდელებმა საგარეო პოლიტიკაშI და არც იმ მიღწევებს გააბათილებს რაც დღემდე იქნა მიღწეული..ეცდება ყოველნაირად მოთაფლოს ოსები და აფხაზები, დააბრუნოს ქართველები, იყოს გარანტი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების( თუმცა ეს ყველაფერი კარგი იქნება თუ ეხლა-სააკაშვილის დროსაც დაიწყება)
რაც შეგვეხება ჩვენ, ვისწავლოთ რაც შეიძლება ბევრი იუცხო ენა, შევქმნათ კარგი საიტები უცხოურ ენაზე, ვეცადოთ რო დიასპორების დონეზე საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩამოყალიბდეს საქართველოს ლობისტური ორგანიზაციები.
მადლობა გადავუხადოთ მათ ვინც მხარი დაგვიჭირა, ფეხებზე დავიკიდოთ ნიკარაგუა და არ ვლოშნოთ და არ ვკოცნოთ ისინი ვინც ბავშვები და მოხუცები დაგვიხოცა

ვსიო, მგონი სულ ეს იყო რისი თქმაც მინდოდა
This post has been edited by spiders on 11 Sep 2008, 15:16