შაშკინს ის ესაქმება რომ მასწავლებელთა თანხმობის გარეშე მასწავლებლებს აჭრიან ფულს და პროფკავშირებს უხდიან.
http://new.interpressnews.ge/ge/sazogadoeb...anckhadeba.htmlსაქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ .
"10 ივნისს საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირმა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ განათლების და მეცნიერების სამინისტრო უხეშად ერევა პროფკავშირის საქმიანობაში. ამასთან დაკავშირებით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ აღნიშნული ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს და პროფკავშირების საქმიანობაში სამინისტროს მხრიდან არანაირ ჩარევას არ ჰქონია ადგილი.
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმისთვის, რომ სკოლის ადმინისტრაციამ მასწავლებლის ხელფასიდან რომელიმე პროფკავშირს გადაურიცხოს საწევრო გადასახადი, უნდა არსებობდეს მასწავლებლის წერილობითი თანხმობა და სკოლასა და პროფკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადარიცხვა, რომელიც ხორციელდება აღნიშნული მოთხოვნების დაცვის გარეშე, წარმოადგენს კანონის უხეშ დარღვევას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმართა სკოლებსა და პროფკავშირებს, კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოიყვანონ არსებული პრაქტიკა.
ამჟამად საქართველოში მოქმედებს 10-ზე მეტი პროფკავშირი, რომლებიც, გარდა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირისა, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ კანონის მოთხოვნებს და დაიწყეს კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლა. სამწუხაროდ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირი, ნაცვლად კანონის მოთხოვნების შესრულებისა და შრომითი ურთიერთობების მოწესრიგებისა, ავრცელებს ყოვლად აბსურდულ ინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალს სდებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ კანონის უზენაესობა არის სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური ღირებულება და უმთავრესი პრიორიტეტი. სწორედ ამ მიზნით, სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს მასწავლებელთა უფლებებისა და ინტერესების დასაცავად",-აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
If (if ducks waddle then 5 is a prime) then (if (either Churchill drinks brandy or ducks waddle) then (either Churchill drinks brandy or 5 is a prime))