ხვალ ნანა კაკაბაძე და გელა ნიკოლაიშვილი მოსკოვში მიემგზავრებიანარასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" ლიდერები მოსკოვში მიემგზავრებიან.
როგორც "პირWელს" ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნანა კაკაბაძემ განუცხადა, გელა ნიკოლაიშვილთან ერთად იგი მოსკოვში 14 ივნისს გაემგზავრება, საქართველოში კი 18 ივნისს დაბრუნდება.
"ვიზიტის მიზანი საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ რეალური ინფორმაციის მიწოდებაა, რადგან ქართული მედიის პირობებში, ამის საშუალება დიდად არ არის", - აცხადებს კაკაბაძე, რომლის ინფორმაციით, მოსკოვში შეხვედრები როგორც რუსეთის, ასევე სხვადასხვა ქვეყნის არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გაიმართება.
"შეხვედრა ორგანიზებულია რუსი უფლებადამცველების მიერ. მათ სურთ, ინფორმაცია პირველწყაროსგან მიიღონ და ჩვენ ამიტომაც მიგვიწვიეს. ჩვენ ვისაუბრებთ პოლიტპატიმრების საკითხზე, რათა შემუშავდეს გზა, რომლის საშუალებითაც საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედებას მოვახდენთ და დათმობაზე წამოსვლას ვაიძულებთ. იგივე მისიით ჩვენ სტრასბურგში გამგზავრებასაც ვგეგმავთ", - განაცხადა კაკაბაძემ.
კაკაბაძის ინფორმაციით, 16 ივნისს, მოსკოვში ჰელსინკის ჯგუფის და მეცნიერთა დაცვის კომიტეტის ორგანიზებით, რომლის წარმომადგენლები ყოფილი დისიდენტები სერგეი კოვალიოვი და ემსტ ჩორნი არიან, კონფერენცია გაიმართება.
"კონფერენციაზე ყურადღება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებსა და იმ მსგავსებასა და განსხვავებაზე გამახვილდება, რომელიც რუსული და ქართული ანტიდემოკრატიული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი", - აღნიშნა კაკაბაძემ.
http://pirweli.com.ge/index.php?option=com...k=view&id=50129
აი, ესენი-ღა აკლდნენ და აჰა ...
უფლებათა დამცველ რუსულ ორგანიზაციებს რეასლური სურათი უნდა დაანახონ ... იმ რუსებმა ხომ თავისას "უპატრონეს" და ახლა საქართველოს უფლებათა დამცველ ... ნანა კაკაბაძეს "წამოუკრავენ" ხელს ...
გადაგუგლეთ, ვინც არ იცნობთ ნანა კაკაბაძის მოღვაწეობას ...
ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ, ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ
http://geosons.blogspot.com/