"ხელისუფლებას ევროკავშირში აღარ უნდა"?!
"ევროკავშირში გაწევრიანება უდრის ბილეთს ტიტანიკზე" - ამ ფრაზის ავტორი "თავისუფლების ინსტიტუტის" ლიდერი და ხელისუფლების ერთ-ერთი იდეოლოგი ლევან რამიშვილია. ამგვარად გააკომენტარა მან ხელისუფლების იდეოლოგიურ მედიაფლაგმან "ტაბულაში" დაბეჭდილი ანტიევროპული ხასიათის სტატია, რომელშიც ევროპა დადანაშაულებულია სოციალ-დემოკრატობაში, ხოლო ლიბერტარიანიზმი აყვანილია აბსოლუტში და შემდეგ ორიგინალურადაა დამყნობილი პატრიოტიზმზე", - წერს გაზეთი "ახალი თაობა" სტატიაში სათაურით ხელისუფლებას ევროკავშირში აღარ უნდა.
"ბოლო რამდენიმე თვეა, საქართველოს ლიბერტარიანელობა (იკითხე - ხელისუფლება) ხალხისთვის ცოტა გაუგებარ პროპაგანდას ეწევა - აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია არ ვარგა, გერმანია და საფრანგეთი რა ვარგა, მართლმადიდებლობა არ ვარგა! მოკლედ, ყველაფერი ის, რაზეც საქართველოს ხელისუფლება მიგვითითებდა, როგორც უმთავრეს ორიენტირებსა და იმედებზე, დღეს უკვე აღარ ვარგა!http://new.interpressnews.ge/ge/qarthuli-p...1-14062010.html ლიცემერი: შარშანწინ ერთ-ერთ ებრაულ კალენდარში ამოვიკითხე: სამყაროს შემოქმედის თანაფიქრს ადამიანი ვერ ჩაწვდა, რამეთუ "მისი გზები ჩვენი გზები არაა, და ჩვენი ფიქრები მისი ფიქრები"
სად ერეკლე და სად ბებიაჩემ აღათას ყურთბალიშში გამოკრული ჩემი ბავშვობის ზმანებანი, ანუ სად მიშა და სად შემოქმედი, მაგრამ ...
როგორც იტყვიან, გამგები გაიგებს
This post has been edited by licemer on 14 Jun 2010, 14:57
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.