15:35 11.06.10 - ეს არჩევნები შედგა – შემდეგი არჩევნები უკეთესი იქნება!
[ცესკოს პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო]
„ძვირფასო მეგობარო,
თუ თქვენ ეს საარჩევნო კოდექსი გაქვთ გადაშლილი, თქვენც ჩემსავით
იმ გაუგებრობის მონაწილე გამხდარხართ, ქართული არჩევნები რომ ჰქვია. მეტიც, ცდილობთ გაუმკლავდეთ ამ თავსატეხ კანონმდებლობას და ზედ დართულ, ქართულ საარჩევნო ტემპერამენტს. ესე იგი, თქვენც ჩემსავით ხართ დაინტერესწბული საქართველოში სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. თქვენ ჩვენი მოკავშირე და თანამოაზრე ბრძანდებით – შესანიშნავად გაქვთ გაცნობიერებული, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ვალდებულია ჩაატაროს არჩევნები კანონის შესაბამისად, განკუთვნილი აქვს არბიტრის ფუნქცია და არ მონაწილეობს პოლიტიკურ დისკუსიებში“ – ამ სიტყვებით მიმართავს ცესკოს თავმჯდომარე საქართველოს საარჩევნო კოდექსის 2010 წლის გამოცემის პირველი გვერდიდან ყველა იმ მოქალაეს, რომელიც საარჩევნო კოდექსის ძირფესვიანად შესწავლით თუ არა, გაცნობით მაინც იყო დაინტერესებული, და ეს მიმართვა, კოდესითურთ, ჯერ კიდევ საარჩევნო წლის 11 აპრილს გამოქვეყნდა.
...............................................
ვმოქმედებთ იმ კანონმდებლობით, რაც გვაქვს, რომელიც საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პროფესიონალების ნააზრევისა და საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარებით იქნა მიღებული და დაიახაც, აქედან „არც ერთი ნაბიჯი უკან“, ვამბობთ იმ სკეპტიკოსების გასაგონად, რომლებმაც ჩვენი თანმიმდევრულობა და პრინციპულობა ირონიის საგნად აქციეს. კანონმდებლობა რომ ხარვეზიანი გვაქვს,
ამაზე ფსონების კეთება დღეს უკვე ცოტა დაგვიანებულია. ცხოვრება არც ამ არჩევნებით მთავრდება
და არც არსებული საარჩევნო კანონმდებლობაა პანაცეა, არც ცვლილებებისკენ სწრაფვა მიგვაჩნია რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის კერძო ინიციატივად. ცვლილებები საზოდადოებების ისტორიული მოთხოვნილებაა და თავისი წილი კონტრიბუცია ამ საქმეში ცესკოს საკუთარ მისიაშიც აქვს ნათლადა განცხადებული. ვცდილობთ, არ ვუღალატოთ არჩეულ გეზს და
დღესაც ფსკერამდე ჩავყვეთ მოქალაქეებისგან თუ მოქალაქეთა ჯგუფებიდან შემოსული საჩივრების, განცხადებების და პრეტენზიების შინაარს, მოტივს, სამართლიანობასა თუ უსამართლობას. ყოველივე ეს ხდება საჯაროდ, საზოგადოებისგან დაუფარავად. ცესკოს
თანამშრომლები აშკარად გრძნობენ საზოგადოების თუნდაც იოტისოდენ, მაგრამ სამართლიანად მოპოვებულ ნდობას, და ეს არის ჩვენთვის მთავარი. ამიტომ არ იქნება „არც ერთი ნაბიჯი უკან“ –
რამდენიც უნდა იქილიკონ სკეპტიკოსებმა. ცესკო მზადაა უკეთესი ცვლილებებისთვის, ამის სტიმული მას საქართველოს მოსახლეობამ მისცა!
ასეთია პათეტიკა, ზესწრაფვა, ახლა ვნახოთ რა ხდება მიწაზე:
რა ხდება და, სულ რამდენიმე დღის წინ (3 ივნისს, 18:00 საათზე) ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ცესკოს თავმჯდომარემ, ზურაბ ხარატიშვილმა, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არჩევნების შემდეგ შემოსულ საჩივრებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. ბრიფინგზე მან არჩევნების დღის შემდეგ შემოსული საჩივრების ანგარიში წარმოადგინა.
* * *
სტატიას სრულად:
http://valuta.internet.ge/index.php?action...home&news=76934 This post has been edited by amagdari on 14 Jun 2010, 15:04