მოგესალმებით ... ძალზედ ცუდ მდგომარებაში ვარ,და მჭირდება სუბიექტური აზრი უფრო ქალების,მითუმეტეს ვისაც არ ვიცნობ : ) ასე ვთქვათ გვერდიდან როგორ გამოიყურება ...
ეხლა რა ხდება,ვცხოვრობთ ერთ უბანში მე ჩემი ძმაკაცი მისი დები და ამ დების დაქალები : ) რაღაც გრძელი პერიუდი გოგოების წრე ცალკე იყო ხოლმე,და შემდეგ ისე მოხდა რომ ერთად ვიყავით ყველა უბნის ფარგლებში ან ქალაქში სადმე დროის გატარების დროს რა,მოხდა ისე რომ მომეწონა 1თ 1თი ამ დების დაქალი,გავიდა 1 თვე ... ამ კოშმარი თვის განვალობაში არ მითქვამს პირდაპირ რომ შენდამი გამაჩნია სიმპატია ან ბლა ბლა ბლა,მაგრამ თავისთავად ყველა ხვდება ამას,კაროჩე არ ვუთხარი და მივხდი იმას რომ ედო შეგშლია,ვის არ შეშლია რა მოხდა,ხშირად ხდება ხოლმე ალბათ ესეთი რაღაცეები ...
გადის კიდე 1.5 თვე,მაქში ვართ ყველა რაღაც ვზივართ,და გასვლისას უკვე რაღაც დაიბადა ჩემში,მომწონს მეორე დაქალი,მომწონს აი სიგიჯემდე მაგრად,აი როგორიც მინდა რომ იყოს ჩემი რჩეული ზუსტად ეგეთია,ჯერ ვერავინ იმჩნევს,გადის დრო,გადის გადის გადის,გავიდა სადღაც 2რი თვე,ამ დროს ისევ ყველა მიხვდა,ნუ როცა გოგოს საკმარისზე მეტ ყურადღებას მიაქცევ მანდ იბადება კითხვები - რატომ აკეთებს ესე? ... 1ლი ვარიანტი - მოსწონს,და ყველაზე ნაღდი ვარიანტია რა ... დავიცადე კაროჩე იმის მერე რაც დამევასა 2რი თვე და შემდეგ გადავწყვიტე და მიხვდი რომ ეხლა კი არ შემშლია,მიმირბოდა ხოლმე ლაპარაკს ვინაიდან იმ გოგოსთან ერთად იყო ვინც თავიდან მომწონდა,როგორც მოხდა გავიყვანე ცალკე,დავსხედით ვისაუბრეთ,მითხრა რომ არ ვიცი რა ედო გიყურებ უფრო როგორც მეგობარს,ამ დროს ვჭედავ და ბევრ რაღაცას ვეუბნები,გოგო იგრუზება მაგრად და არ ვიცის გარდა ვეღარაფერს მეუბნება,გატეხილში ავდივარ სახში და მძინავს ხზ რამდენი ხანი,გადის ისევ დრო,ვაქცევ ყურადღებას იმდენს რამდენიც საჭიროა,ვერ ვიტყვი რომ თან გადავყვევი,ის იასნად არ მწერს,მაგრამ როცა ერთად ვართ ყველა საკმაოდ კარგათ ვართ ... კაროჩე 2 კვირის შემდეგ დავუნთეთ გული,მგონი ლამაზი გამოვიდა,აი თქვენც ნახეთ

ეს უკვე ქვრებოდა რა და მაგ დროს გადავუღეთ,სამი ძმაკაცი ვიყავით,ყველაფერი გავამზადეთ,და დავურეკე მეთქი მოდი რა ცოტახნით,ამოვიდნენ გოგოები,და აი როცა შემოვიდნენ ძმაკაცებმა ააანთეს - საკმაოდ ეფექტური იყო,რავი კი მოეწონა,რომელ გოგოს არ მოეწონება ალბათ მაგრამ მაინც ...
ისევ გადის დედა ნატირები დრო,გადის გადის გადის,არაფერი იცვლება,არ მწერს ხანდახან ვწერ ხოლმე,ისევ ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს ... გადავწტვიტე დამეწერა ლექსი,ორი ღამე გავათენე დავწერე ბოლოს და ბოლოს - თვით ლექსი
"მერწმუნე"
გული რას ამბობს?!არაფერს... მხოლოდ კივის...
მე კი უძილო ღამეებს ვითვლი
და მე დავწერ ლექსს..,გადავცურავ ზღვებს
გადავივლი მთებ,,გავშლი გულის ფრთებს...
დანთებული გული ნიშნავს ბევრს

მაგრამ მე გპირდები ბევრად მეტს ...
შენი თვალის ფერი გამაგიჟებელია,
დედოფალი ხარ,სამოთხის ფერია...
მე ჩემს სიზმრებში ვნატრობდი შენზე
შენზე ვგიჯდებოდი ... და არა სხვებზე...
თვალებს გიკოცნიდი,გიხმობდი ჩემსკენ
ხელს რატომ მკრავდი?შენ სხვებს არ გავდი...
შენი ეკლიანი ვარდი,უარით მკლავდი...
გამომეღვიძა - ბნელში გავვარდი,
მე ჩემს სიყვარულს ჭიქაში ვკლავდი
მე სხვებს არ ვგავდი,ამიტომ ვსვავდი
გულში გიკრავდი და შენთვის ვიძახდი
მე შენ მიყვარდი, მე შენ მიყვარხარ
კვლავ უარს მეტყვი მეტყვი? მე თავს მოვიკლავ
აზრი არ ქონდა, ამას ვხდებოდი
და არ მეგონა...არ მეგონა
თუ ამდენს გავბედავდი......
პოეტი არ ვარ და საერთოდ პოეზიასთან არანაირი შეხება არ მქონია იმის გარდა რომ ხანდახან რამე ლექს წავიკითხავდი,ასე რომ ძალიან არ გააკრიტიკოთ : )
კაროჩე როგორც იქნა დავწერე ეს ლექსი,შევფუთე იაპონურ კონვერტში,დავურეკე - ვნახე - ვაჩუქე,მეთქი რავი როგორც გინდა,აი კაკრაზ ახვალ ეხლა დაქალებთან და გახსნი,მაგ დღეს ისევ ყველანი ერთად ვიყავით,რაღაც დღესასწაული იყო თუ რა ხზ,კაროჩე გოგოებიც და ძმაკაცებიც სახში "ვქეიფობდით" წიპა ვსვავდით რა,როგორც გავიგე ლექსი მოეწონა ....
ისევ არაფერი,უკვე აღარ ვიცი რა ვქნა... იქნებ ჩემშია პრობლემა?შეიძლება... რატომ უნდა გამორიცხო,ყველა ადამიანი ერთმანეთს ვერ შეეწყობა... ეგრე არ არის,შეიძლება სხვა ქალისთვის მე ვიყო იდეალი და ამ გოგოსთვის კიდე ვიღაც უვარგისი, გამორიცხული არაფერია...
კაროჩე ამის მერე ისევ რომ არ მომწერა და არანაირი ყურადღება არ გამოიჩინა ჩემს მიმართ,სხვანაირად დავიწყე,სავარაუდოდ 10 დღე არც მიმწერია,თუ ვნახავდი გარეთ ძალიან ცივად რა,ხშირად არც გადავკოცნიდი,ეს ვარიანტი ჭრის ხანდახან რა,როცა ბევრ ყურადღებას გაქცევენ და შემდეგ ნოლზე ხარ,შეიძლება რამე მოხდეს,რა იცი აბა - მე ხომ არსად მეჩქარება?მე მომწონს და ვცდილობ ჩემი გავიტანო რა,აქ უნდა დაიკოდო სამააცენკა და რამე,ქალია,წარმოიდგინე რომ სანადიროდ ხარ და შენ ხარ მონადირე,ნადირობ მის გულზე რა,დროს არ უნდა მივაქციოთ ყურადღება - ეგრე არაფერი გამოვა,მოქმედებ რამე ტაქტიკებით და დაიმედებული ხარ უიმედობით : )
კაროჩე გავიდე ეს დროც,და ისევ მივწერე რაღაცა მიზერული ტექსტი,ცოტა ხანი გავიდა,და ვარდები ვაჩუქე,დაბლა იყო ხალხი რა,დავურეკე მეთქი აქ და აქ გელოდები და მოდი,აუ შენ მოდიო რა,მეთქი გელოდები მოდი და დავკიდე ყურმილი,ნუ მოვიდა,ვაჩუქე - რატომ შეწუხდი,ამ დროს მინდა უკვე წავართვა ვარდები და გადავყარო...მაგრამ ნერვები მოვთოკე და ვიფიქრე ედო წყნაროდ,დაიცა ეგ არაფერი რამე იქნება : ) (ჩქარა პოზიტიური აზრების კრებული რომ გონზე მოვიდე : D ) ვილაპარაკეთ ... და მეთქი კარგი მიდი ხალხთან და მე გავაჭერი ჩემებთან რა
ეხლა კი არაფერი ხდება,არც მწერს არც არაფერი ... საერთოდ არაჩველებრივი სქსის წარმომადგენლებთან ურთიერთობაში პრობლემები რავი დიდად არ მქონია,ვერ ვიტყვი რომ ვარ ძალიან გამოცდილი ვიღაც მაგრამ ჩემს ასაკისთვის საკმაოდ ბევრი რამ მესმის მემგონი ... ეს გოგო მართლაც მომწონს - მაგრამ არ მიყვარს,ნამდვილად ვიცი ეს ... რა ვქნა,რა დასკვნები გამოვიტანო,მაინტერესებს იმ ხალხის აზრი ვინც არ შეესწრო ამ მთელ მოქმედებებს,ანუ ფორუმის აზრი ... ვარიანტები თუ რა ვქნა და ა.ს.შ ...
აუ აქ რამდენი ხალხი "მბალელშიკობდა"

მათი აზრი ვიცი აბა თქვენ რას იტყვით ....