#55868574 · 20 Feb 2020, 22:28  ·  · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი 
        
         თბილისი - ქუთაისი გზაზე წასაკითხად "იდეალური" წიგნი იყო.
  რაღაცატომ დაემთხვა ისე რომ - მომიწია სწრაფად გამოქცევა ქუთაისისკენ - სახლიდან ისე სწრაფად წამოვედი რომ დამავიწყდა რამე წიგნის აღება გზაში რომ წასაკითხად.  თუმცა, ბოროტება არ თვლემდა !  ტრანსპორტში დავინახე ჩემში აღფრთოვანების გამომწვევი ერთი პიროვნება ( სანამ ხსენებულ წიგნს მომაწოდებდა, მანამ გაგრძელდა ეგ აღფრთოვანება ) - მეც ქუთაისში მივდივარო - ძალიან დავიღალე, დავიძინებ და რამე არ მომპარონ ყურადღება მომაქციეო. 
  ნუ კარგი - სასხვათაშორისოდ ვკითხე წიგნი ხომ არ გაქვს რამე თქო - და მომაწოდა "მარტოსულობის უპირატესობანი" - გზაში მინდოდა წამეკითხაო - თუმცა ნაწილი წავიკითხე და საოცარი რაღაც არისო.  ამ "საოცარი რაღაც არისო" - გამო - მე მაგ პიროვნებასთან მას მერე არ მქონია შეხება. 
  ასე ტრაგედიულად დასრულდა სასიყვარულო ისტორია - ისე რომ - დაწყებაც კი ვერ მოასწრო. 
 
  თუმცა თინეიჯერებისათვის ( ავადმყოფებზე არ მაქვს საუბარი ჯოისი და პრუსტი რომ შეჭმული აქვთ 11 თვის ასაკში ) - ალბათ სასიამოვნო წასაკითხი იქნება.  ბავშვური, თინეიჯერული ილუზიები - სიყვარული, ქალი, კოცნა, სექსი და ა.შ.  ( ნუ ოჯახში სექსუალური ძალადობა რომ ცუდია - ხაზგასმულია ) 
     
        
  -------------------- 
Он страдал общим пороком всех интеллектуалов — пустословием. Парень знал слишком много, и это сбивало его с толку. 
        
       |