ამ არხის დასაფინანსებლად ყოველწლიურად იხარჯება 16-17 მილიონი ლარი. ბოლო დროს, რაც მე ვუყურებ, ნორმალური გადაცემები გადის შედარებით, მაგრამ აი ნიუსებს არ ეშველა არაფერი...
არადა, შინაარსით დაბალანსებული ნიუსებია, მაგრამ წამყვან(ები) (დიქტორები) არის კატასტროფა...
მოამბე 8 საათზე. აქ მოღვაწეობს ვინმე ნიკოლავა. შესაძლოა, პიროვნულად ძალიან კარგი ადამიანი და ა.შ. მაგრამ აბსოლუტურად ვერ კითხულობს ტექსტს.

ბლუკუნებს, იბნევა, მოკლედ ამ გადაცემის ყურება შეუძლებელია. მეორე წამყვანი (ქალი) ძალიანაც ნორმალურია.
ერთი-ორჯერ ვუყურე დღის მოამბეებს. აქ "გამოირჩევა" წამყვანი ჭანტურაია. ეს კიდევ უარესი. ყროყინა ხმით, ასევე ვერ კითხულობს ტექსტს, ამახინჯებს გვარებს, გეოგრაფიულ სახელებს...

ნუ, კიდევ არის მამაკაცი წამყვანი (მგონი ხავთასი), რომელიც სტუდიაში ისეთი დაღლილი, ლამის ტანჯული სახით ზის და ისე უხალისოდ ლაპარაკობს, ტირილი მოგინდება.
მოკლედ, პატრონი არ ჰყავს ამ არხს? თავად არ უყურებენ თავიანთ ნიუსებს? წამყვანი არის არხის სახე, არხის პოპულარობა მნიშვნელოვნად განისაზღვრება წამყვანებისადმი სიმპატიით.
არა, თუ ფეხზე კიდიათ რეიტინგი ამ არხის მესვეურებს, კი ბატონო, მაგრამ 17 მილიონი ლარი რატომ იხარჯება, თუ მაყურებელი არ ეყოლა ტელევიზიას?