მათე 27:3 მაშინ ვითარცა იხილა იუდა, რომელმანცა მისცა იგი, რამეთუ დაისაჯა, შეინანა და მიაქცია ოც და ათი იგი ვეცხლი მღდელთ-მოძღუართა მათ მიმართ და მოხუცებულთა
მათე 27:4 და თქუა: ვცოდე, რამეთუ მიგეც სისხლი მართალი. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ჩუენდა რაჲ? შენ იხილე!
მათე 27:5 და დააბნია ვეცხლი იგი ტაძარსა მას შინა და განეშორა და წარვიდა და შიშთვილ-იბა.
მათე 27:6 ხოლო მღდელთ-მოძღუართა მათ მოიღეს ვეცხლი იგი და თქუეს: არა ჯერ-არს ესე დადებად სიწმიდესა, რამეთუ სასყიდელი სისხლისაჲ არს.
მათე27:7 და ზრახვა-ყვეს და მოიყიდეს მითა აგარაკი იგი მეკეცისაჲ საფლავად უცხოთა.
მათე 27:8 ამისთჳს ეწოდა აგარაკსა მას აგარაკი სისხლისაჲ ვიდრე აქა დღედმდე.
მათე 27:9 მაშინ აღესრულა თქუმული იგი იერემია წინაწარმეტყუელისაჲ, რომელსა იტყჳს: და მოვიღე ოც და ათი იგი ვეცხლი, სასყიდელი განსყიდულისაჲ მის, რომელი მოიყიდეს ძეთაგან ისრაჱლისათა,
მათე 27:10 და მისცეს იგი აგარაკისათჳს მეკეცისა, ვითარცა მიბრძანა მე უფალმან.
როდესაც იუდამ,რომელმაც იესო გასცა,დაინახა რომ მას მსჯავრი დასდეს,უკან მიუბრუნა 30 ვერცხლი მღვდელმთავრებს და უხუცესებს .
უთხრა: " შევცოდე,მართალი სისხლი რომ გავეცი''.
მათ კი უთხრეს: " ჩვენ რა?შენ იცი"
დაყარა ვერცხლი ტაძარში,გამოვიდა,წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.ხოლო მღვდელმსახურებმა აიღეს ის ვერცხლი და თქვეს:''დაუშვებელია ამის საგანძურში დადება,ვინაიდან სისხლის საფასურია''. მოითათბირეს და იყიდეს ამით მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ
ამის შემდეგ მე- 19 საუკუნემდე აქ უფასოდ მარხავდნენ მიცვალებულებს
This post has been edited by airlift7 on 18 Jun 2010, 12:34
Мы не те люди, которые могут предъявлять претензии по поводу мирового зла; мы те люди, которым можно предъявить претензии.