კეთილი იყოს თქვენი მობრძანება Volkswagen-ის კლუბშიკლუბის უფიციალური ვებ გვერდი:
http://vwclub.ge/კლუბის შესახებVolkswagen-ის ავტომობილები შეიქმნა როგორც სახალხო ავტომობილი და იგი ნამდვილად ამართლებს იდეას, დღეს VW მართლაც უდიდესი პოპულარობთ სარგებლოს მთელ მსოფლიოში. მართალია კომპანია 1934 წელს შეიქმნა, მაგრამ იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, მოთხოვნადი და გაყიდვადი ბრენდია მსოფლიო ავტოინდუსტრიის სამყაროში.
შექმნიდან დღემდე Volkswagen-ის ავტომობილებმა ბევრი ავტომოყვარულის მოწონება დაიმსახურა თავისი პრაქტიკულობით, კომფორტით, საიმედოობით და ხელმისაწვდომი ფასით.
როგორც მთელ მსოფლიოში ამ ავტომობილმა არც ქართველები დატოვა გულგრილად, და აი ჩვენ ერთი მარკის და საკუთარი ავტომობილების სიყარულმა შეგვყარა ერთად და შეიქმნა „VW CLUB GEORGIA“, ვინ ვართ რა გვინდა და რა გვამოძრავებს???
კლუბის მიზანია:
მოახდინოს საქართველოში „Volkswagen“-ის მარკის ავტომობილების პოპულარიზაცია.
მოაწყოს სხვადასხვა სახის შეკრებები და შეხვედრები, კლუბის წევრებსა და მარკის მოყვარულებთან.
მოაწყოს სხვადასხვა შეჯიბრებები.
დაეხმაროს კლუბის წევრებს, ავტომობილის ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი ტექნიკური და სირთულეების მოგვარებაში, უზრუნველყოს კლუბის წევრი საჭირო ინფორმაციით.
მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სხვა სახის ღონისძიებებში
ჩაატაროს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქციებში, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში მოძრაობის წესების დაცვას და მოძრაობის უსაფრთხოებას.
VW CLUB GEORGIA-ს კლუბის წევრობა ნიშნავსახალი მეგობრების შეძენასდა იმ ყველა პრივილეგიის მიღებას რომელსაც სთავაზობენ მსხვილი კომპანიები კლუბს, ასევე ზღვა ინფორმაციას საკუთარი ავტომობილის შესაძლებლობებზე......
წინა თემების ლიკებიVW Club GeorgiaPart IVW Club GeorgiaPart IIVW Club GeorgiaPart IIIVW Club GeorgiaPart IVVW Club GeorgiaPart VVW Club GeorgiaPart VIVW Club GeorgiaPart VIIVW Club GeorgiaPart IIXVW Club GeorgiaPart IXVW Club GeorgiaPart Xეს საინტერესოაომისშემდგომი წლებიომის დამთავრების შემდეგ წარმოება მოექცა ინგლისელების ხელში,
ქალაქ ვოლფსბურგს სწორედ ისინი აკონტროლებდნენ. 1945 წლის შემოდგომაზე ინგლისელი
ხელმძღვანელობისაგან ქარხანამ 20 000 ავტოს შეკვეთა მიიღო, მაგრამ მისი განხორციელება
პირველყოფილი მოდიფიკაციით მხოლოდ 10 წლის შემდეგ გახდა შესაძლებელი. 1947 წლის
შემოდგომაზე ფოლცვაგენმა პირველად მიიღო მონაწილეობა საექსპორტო
ბაზრობაზე ჰანოვერში, სადაც დიდი ყურადღება დაიმსახურა. იმავე წელს ფოლცვაგენმა პირველი
საზღვარგარეთული შეკვეთა მიიღო ჰოლანდიიდან 1000 მანქანაზე, ხოლო 1948 წელს დაიწყო შეკვეთების
მიღება შვეიცარიიდან, შვედეთიდან, ბელგიიდან და სხვა ქვეყნებიდან.
1948 წლის იანვარში შეიცვალა ფოლცვაგენის ხელმძღვანელობა. გენერალურ დირექტორად
დაინიშნა ჰენრიხ ნორდჰოფი. იგი გახლდათ ახალი თაობის ინჟინერი. ხელმძღვანელობის შეცვლამ
მოიტანა ის, რომ სათავეში მოვიდნენ დიპლომირებული ინჟინრები, რომელთაც გააჩნდათ საერთაშორისო
გამოცდილება ავტოწარმოების სფეროში და შეეძლოთ ახლებური მიდგომა საქმისადმი. ახალი აზროვნების
ინჟინრების მოსვლამ განაპირობა მანქანის მოდიფიკაციის შეცვლა სრულყოფისაკენ ნაბიჯების გადადგმა.

1949 წლის 30 ივნისს შეიქმნა კომპანია ,,Volkswagen-Finanzierungs-Gesellschaft GmbH"
გერმანიის შიდა გაყდვების გაზრდისათვის. იმავე წელს დაიწყეს ახალი ტიპის ,,კუზაოს" ლიმუზინის
და კაბრიოლეტის გამოშვება. სერიულ წარმობაში სალონის მოწყობა უფრო კომფორტული გახდა.
შეიქმნა ავსერვისების ქსელი. მიდიოდა მუშაობა დასავლელ კლიენტებთან. ავტომობილების
ექსპორტი, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა 1948 წლის ბოლოს შეადგინა 50 000 მანქანა. ხოლო შიდა ბაზარზე
გაყიდული იქნა 15 000 ათასი მანქანა. ამ დროისათვის წარმოება განთავისუფლდა ინგლისელებისაგან.
1949 წლის 6 სექტემბერს ქარხანა მთლიანად გადაეცა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. დაიწყო
ახალი ერა ქარხნის განვითარებისა.
ომის დამთავრებიდა 27 წლის შემდეგ ფოლცვაგენის ცნობილმა ხოჭომ ჩამოართვა
გაყიდვების რეკორდი ფორდს მანამდეს ეს მოდელი იყო ცნობილი ,,Ford Model T"
ჰოლანდიელი იმპორტიორი კონცერნის, რომელიც ფოლცვაგენებს ყიდდა ჰოლანდიაში
ბენ პონის იდეით (საინტერესოა ამ იდეის ისტორიაც: თვით ბენ პონმა როდესაც იგი ფოლცვაგენის ქარხანის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა 1947 წლის აპრილში დაინახა მანქანა, რომელიც თვითონ მუშების
მიერ იყო აწყობილი და ქარხნის ტერიტორიაზე მძიმე მასალების გადასაადგილებლად იყენებდენ)
შეიქმნა ფოლცვაგენ ტრანსპორტერის პირველი პროტოტიპი. მან ეს 1949 წლის ნოემბერში წარმოადგინა ,,VW Bulli" სახელით. ის მოგაგონებდათ ,,ყუთს ბორბლებზე": წინ იჯდა მძღოლი, უკან იყო ძრავი ხოლო მათ შორის ადგილი
ტვირთისათვის. ეს მარტივი კონსტრუქცია დროეულად მოევლინა საავტომობილო ბაზარს. მან მისი
საიმედოობით დაიპყრო მყიდველთა გულები.


პირველ თვეებში ყოველდღიურად უშვებდნენ დაახლოებით 60 ავტომობილ
,VW Bulli"-ს. 1947 - 1967 წლებში ,,VW Bulli" გამოდიოდა შემდგომი მოდიფიკაციებით: სატვირთო დახურული
სახურავით, კომბი, მიკროავტობუსი, ერთ და ბევრადგილიანი პიკაპი და ამბულატორიის მანქანა.
მეოთხე თაობის ამ მანქანას გააჩნდა ძრავი და წამყვანობა წინ გადმოუტანეს. ეს საშუალებას იძლეოდა
დაეწყოთ მეტი ტვირთი და ადვილი ყოფილიყო სხვადასხვა მოდიფიკაციის მონტაჟი-დემონტაჟი. ხოლო ,,სახლი ბორბლებზე" ,,ვესტაფალია"
სამოციან წლებში გახდა პოპულარული და ოთხმოციან წლებამდე გაუძლო პოპულარობის პიკს.
ვოლფსბურგში წარმოებიდან ჩამოვიდა ბოლო ,,ხოჭო" წარმოება გადაიტანეს მექსიკაში.
1950 - 1960 წლები1950 წლისათვის უკვე 100 000 მანქანა იყო გამოშვებული, 1951 წლისათვის
500 000 ათასი მანქანა, ხოლო 1955 წლის 5 აგვისტოსათვის გაიმართა საზეიმო ცერემონია
მემილიონე მანქანის გამოშვებასთან დაკავშირებით. ეს მანქანა იყო VW 2. ამ პერიოდის
გერმანელების ცხოვრების დევიზი იყო ,,ფოლცვაგენი - ჩემი ოჯახის წევრია"

წლებში გამოცდილი საიმედოობა და მისაღები ფასი ზრდიდა ექსპორტს სხვადასხვა
ქვეყნებში. ფოლცვაგენს უკვე 150 ზე მეტ ქვეყანაში ჰქონდა ექსპორტი. გაჩნდნენ შვილობილი კომპანიები:
ბრაზილიაში 1953 წელს, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში 1956 წელს, ავსტრალიაში 1957 წელს
ხოლო 1964 წელს მექსიკაში, სწორედ აქ იწარმოება ლეგენდარული ხოჭო 1998 წლიდან, რომელიც
ნამდვილი ჰოლივუდის ვარსკვლავების ნამდვილი ჰიტია) და სხვა ქვეყნებში.

1954 წელს პარიზის ავტოსალონზე შედგა VW Karmann-Ghia - ს პრემიერა.
მომდევნო წელს კი უკვე მისი გაყიდვები დაიწყო. მანქანას სახელი ორი კომპანიის წყალობით
ერქვა - დიზაინზე იტალიურმა Carrozzeria Ghia Coachbuilding -მა იმუშავა, ხოლო აწყობით
გერმანულმა კომპანია Karmann GmbH-მა ააწყო. მანქანა აწყობილი იქნა VW-1200 ბაზაზე.


1961 წელს პროგრამა შეივსო ახალი ,,VW-1500" ით, სედანის ,,კუზაოთი" და ძრავის გაზრდილი
მოცულობით.ამის ბაზაზე შეიქმნა ,,VW Karmann-Ghia"- ს კუპე და კაბროლეტი. 1974 წელს ეს
მოდელი მოიხსნა წარმოებიდან, ხოლო მანამდე 350 000 ცალი იქნა გმოშვებული. მეოთხედი
იყო კაბრიოლეტი. აღსანიშნავია, რომ ამ მოდელს თითქმის არ შეხებია დიზაინერული ცვლილებები.

1961 ფოლცვაგენ 1500 Limousine (Typ 3)
1961 ფოლცვაგენ 1500 S Limousine (Typ 3)
1963 ფოლცვაგენ 1500 Variant (Typ 3)
1963 ფოლცვაგენ 1500 Fastback (Typ 3)
1953 ფოლცვაგენ Karmann-Ghia Coupe (Typ 14)
1957 ფოლცვაგენ Karmann-Ghia Convertible Coupe (Typ 14)
1962 ფოლცვაგენ Karmann-Ghia Coupe (Typ 34)
1965 წელს ,,Volkswagen AG" - მ კომპანიამ დაიმლერ-ბენცისგან გამოისყიდა
კომპანია აუდი და შექმნა ახალი კონცერნი ,,Volkswagen-Audi Group" ცნობილი აბრევიატურით ,,VAG." ამის შემდეგ
კონცერნში შევიდნენ ესპანური სეატი და ჩეხური ქარხანა შკოდა. ამ დროსათვის ,,Audi AG " არის
შვილობილი კომანია ,,Volkswagen AG"
1965 ფოლცვაგენ 1600 Fastback (Typ 3)
1966 ფოლცვაგენ 1600 TS Fastback (Typ 3) — для британского рынка
1967 ფოლცვაგენ 1600 Variant (Squareback) (Typ 3)
1600 Fastback

1600 Variant

გაერთიანების პირველი შედეგი იყო 1968 წელს გამოშვებული ,,VW-411" ძრავი
სამუშაო მოცულობით 1679 და ჰაერგაგრილების სისტემით. მოდელი საკმაოდ თავშეკავებულად
მიიღეს მყიდველებმა.

1968 ფოლცვაგენ 411 სამკარიანი Variant (Typ 4)
1968 ფოლცვაგენ 411 ოთხკარიანი Hatchback (Typ 4)

1969 წელს ფირმა NSU-თან გაერთიანების შემდეგ გამოვიდა პირველი ფოლცვაგენი,
რომელსაც წამყვანი წინა ბორბლები ჰქონდა. მან მიითო ინდექსი VW К-70. მისი ყიდვა შეიძლებოდა ძრავებით,
რომელთა სამუშაო მოცულობა შეადგენდა 1594 ან 1795 კ.ს. 1996-1975 წლებში კომპანია პორშესთან
თანამშრომლობის შედეგად იწარმოებოდა სპორტული ავტომობილი ,,VW-Porsche-914" 4 და 6
ცილინდრიანი ძრავებით, შეაბამისად 1679 და 1991 კ.ს

1969 წელს შემუშავებულ იქნა ოთხივეწამყვანთვლებიანი ,,Volkswagen Typ 181"
დასაკეცი ტენტით. იგი მოგაგონებდათ ,,Volkswagen Typ 82 Kübelwagen" -ს რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გამოდიოდა. იგი განკუთვნილი იყო სამხედროებისა და სახელმწიფო სამსახურში მყოფთათვის. წარმოება ჩაშვებული
იყო ვოლფსბურგში. უბრალო და გამძლე ტრანსმისია და დაკიდების სისტემა აღებული იყო ფოლცვაგენ ტრანსორტერისაგან, ხოლო ხოჭოსაგან ძრავის განლაგება უკან საჰაერო გაგრილების სისტემით სამუშაო
მოცულობით 1584 კ.ს და 46 ცხ/ძ. 1971 წელს ამ მოდელის წარმოება გადატანილი იქნა ქალაქ პუებლაში,
მექსიკა. მექსიკაში იგი წარდგენილი იყო როგორც ,,ფოლცვაგენ საფარი" და ,,ფოლცვაგენ თრეკერი" ხოლო
ამერიკაში 1972 წელს უკვე როგორც ,,VW The Thing" (ვინაიდან ამერიკაში უკვე არსებობდა პონტიაკ საფარის სახელწოდების მანქანა) სამ ფერში: ,,Blizzard White" ,,Sunshine Yellow" და ,,Pumpkin Orange" 1974 წელს გამოვიდა ,,ფოლცვაგენ აკაპულკო" უფრო მძლავრი 1679 კ/ს ძრავით. (55 ცხ/ძ.), გადასახდელი ტენტით
და რბილი სავარძლებით, მაგრამ მან ამერიკული უსაფრთხოების ტესტი ვერ გაიარა. 1975 წელს ეს
მოდელი მოიხსნა წარმოებიდან. სულ 250 000 ცალი მანქანა გამოვიდა. ამ მოდელის გაგრძელება იყო
ფოლცვაგენ აკაპულკო
This post has been edited by tuchka84 on 20 May 2010, 00:37