ინსტიტუტის" იდეოლოგიური ხელმძღვანელობით აგრძელებენ მიზანმიმართულ საქმიანობას. კანონმდებლობაში დაფიქსირებული ანტიკონსტიტუციური ნორმები უკვე პრაქტიკაშიც ინერგება
გიგა ბოკერიას დაწყებული მედია-მაფიის მხარდაჭერა სასამართლოში და ნებისმიერ ადმინსტრაციულ ორგანოში მიმართვის აკრძალვით გამოიხატა მაუწყებლობის კანონში.
კომუნიკაციების კომისია უკვე 5 წელია აღარ რეაგირებს ტელევიზიაში ძალადობის, გარყვნილების, ბილწსიტყვაობის ყოველდღიურ მოზღვავებასა და სამაუწყებლო კოდექსის სხვა დარღვევებზე
დღეს ქართული ტელევიზიით ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ მოისმენთ ტოტალიზატორებისა და პრეზერვატივების რეკლამას, ნახავთ ანონსებს ახლო ნათესავებთან ლესბოსური სექსისა და ცნობილ ადამიანებთან ჯგუფური ორგიების განხილვებით
არასრულწლოვანებისთვის მისაწვდომ დროს ნაჩვენებ ქართულ მულტფილმშიც - "სამსონაძეები" კი პლანისა და მეძავების რეკლამა გადის
საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს რომ სასამართლოში მსჯელობაც კი არ შეიძლება ზნეობის საკითხებზე რადგან საქართველოში არ არსებობს საერთო ზნეობრივი ნორმები. როდესაც სტრასბურგის სასამართლო სპეციალურად მიუთითებს რომ ყველა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს შეიძლია საკუთარი განსხვავებული ზნეობრივი სტანდარტებით ხელმძღვანელობა
კონსტიტუციური სასამართლოს გადაწყვეტილება კანონის ტოლფასია
საქართველოში ახალი ეტაპი დაიწყო
http://www.constcourt.gov.ge/act_files/421.422.docგვ 17
"ზნეობრიობის საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა უარყოფით ეფექტს იქონიებს მაუწყებლის თავისუფლებაზე იმდენად, რამდენადაც, უმეტეს შემთხვევაში, ძნელია ობიექტურად იმის განსაზღვრა, რა შეესაბამება ზნეობრივ ნორმებს და რა არა. ასეთი საკითხების სასამართლო წესით განსჯადობა გამყინავ ეფექტს იქონოებს მაუწყებლის თავისუფლებაზე და შედეგად დააზარალებს მთლიანად საზოგადოებას. "
ამერიკის შეერთებულ შტატებში ცალკეულ შტატსაც კი საკუთარი საზოგადოებრივი მორალის ნორმების დადგენა შეუძლია
ასე გვართმევენ უფლებას დავადგინოთ საქართველოსთვის მისაღები ზნეობრივი ნორმები, არამედ იმის უფლებასაც კი რომ სასამართლოში თუ საზოგადოებაში ამ ნორმების შესახებ ვიმსჯელოთ, რადგან ყველა ტელევიზია დაბლოკილია ან გამპროტესტებელს ციხეში ჩააყუდებს
ვნახოთ რამდენ ხანში დაკეტავენ ამ თემას მოდერატორები
ეს თემა სწორედ პოლიტიკურია რადგან როდესაც გართმევენ უფლებას ქვეყანაში იმსჯელო და დაადგინო ზნეობრივი სტანდარტები ეს სახელმწიფოებრიობის წართმევააამის უფლება აქვს ყველა ევროპულ სახელმწიფოს ამას ადასტურებს სტრასბურგის სასამართლოც
გამოხატვის თავისუფლება აშშ-სა და ევროპაში
http://www.liberty.ge/geo/files/I%20-%20II.pdfჰენდისაიდი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ 263 გვ
ოტო პრემინგერის ინსტიტუტი ავსტრიის წინააღმდეგ
ფაქტები: განმცხადებელი ინსბრუკში, ტიროლის ოლქში დაარსებული კერძო
ასოციაცია იყო. ოტო პრემინგერის ინსტიტუტს ჰქონდა კინოს სახლი, სადაც
დროდადრო ფილმებს აჩვენებდა. ინსტიტუტმა გამოაცხადა რამდენიმე ფილმის
ჩვენება, მათ შორის, ფილმისა, რომელსაც ერქვა `სამოთხის საბჭო~. ფილმის
ჩვენების შესახებ საზოგადოებას სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებამ აუწყა.
კინოთეატრში კი გამოქვეყნდა აფიშა, რომელზეც აღნიშნული იყო, რომ 17 წლამდე
ასაკის პირებს ფილმის ნახვა ეკრძალებოდათ. აფიშაზე ქრისტიანული რელიგიის
ტრივიალური და აბსურდული იმიჯი კარიკატურის სტილში იყო მოცემული.
კათოლიკურმა ეკლესიამ პროკურორს მიმართა, რათა აღძრულიყო სისხლის
სამართლის საქმე ოტო პრემინგერის ინსტიტუტის წინააღმდეგ. ამის შემდეგ
ფილმი დააყადაღეს და მოგვიანებით მოახდინეს მისი კონფისკაცია: დაირღვა
სისხლის სამართლის კოდექსის ნორმები, რომელთა მიხედვითაც, დასჯადად
ცხადდება რელიგიური წეს-ჩვეულებების დამცირება.
ევროპის სასამართლომ თავდაპირველად განიხილა, ისახავდა თუ არა ჩარევა
ლეგიტიმურ მიზანს.
გადაწყვეტილება: სასამართლომ დაადგინა, რომ კონვენციის მე-10 მუხლი
არ დარღვეულა.მოტივაცია: სასამართლომ დაასკვნა, რომ მიღებული ზომების მიზანი იყო
მოქალაქეთა იმ უფლების დაცვა, რომლის თანახმადაც, საჯარო გამოხატვამ არ
უნდა შეურაცხყოს მათი რელიგიური გრძნობები და შეხედულებები. შესაბამისად,
სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო ლეგიტიმური მიზანი: სხვათა
უფლებების დაცვა.
სასამართლომ აქვე აღნიშნა, რომ გამოხატვის თავისუფლება იცავს შოკის
მომგვრელ და შეურაცხმყოფელ იდეებსაც; თუმცა იმ პირებს, რომლებიც გამოხატვის
თავისუფლებით სარგებლობენ, ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან კონვენციის
მეათე მუხლის მეორე ნაწილში მოყვანილი ვალდებულებები.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მეათე მუხლის მეორე ნაწილი მოიცავს ვალდებულებას
_ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული ისეთი გამოხატვა, რომელიც
გაუმართლებლად შეურაცხმყოფელია სხვებისათვის, ლახავს მათ უფლებებს
და არ შეაქვს წვლილი საჯარო დებატებში. ზოგიერთი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის
სავსებით დასაშვებია სანქციების დაწესება და არასათანადო
კრიტიკის შეზღუდვა, როცა საქმე ეხება რელიგიურ დოქტრინას და წეს-ჩვეულებებს;
თუმცა, იმ შენიშვნით, რომ ასეთი შეზღუდვა პროპორციული უნდა
იყოს და ლეგიტიმურ მიზანს უნდა ემსახურებოდეს.
იმის გამო, რომ შეუძლებელია მთელ ევროპაში ერთიანი შეხედულების შექმნა
რელიგიის მნიშვნელობაზე, სახელმწიფოებს რჩებათ გარკვეული დისკრეცია ამ
საკითხთან დაკავშირებით.
სადავო ფილმის ჩვენება განიხილება, როგორც საჯარო ქმედება, რომელიც
ზიანს აყენებს სხვებს. ტიროლელების უმეტესობა _ სადაც ფილმის ჩვენება
მოხდა _ კათოლიკეა. ფილმის კონფისკაციისას სახელმწიფომ უზრუნველყო რელიგიური
სიმშვიდე და დაიცვა მოქალაქეთა რელიგიური გრძნობები შეურაცხყოფისგან.
1994 წელი
გვ.299
http://www.gnab.ge/library/Freedom%20of%20expression%204.pdf This post has been edited by bochormeli on 17 Jun 2010, 11:36