1943 წელს, სანტიაგო ბერნაბეუ ,,რეალის" პრეზიდენტად აირჩიეს და იმავე წელს, მისი კლუბი ესპანეთის თასის გათამაშებაში ,,ბარსელონას" დაუპირისპირდა
,,ლეს კორტზე" სადაც პირველი შეხვედრა შედგა, კატალონიელებმა 3:0 იმარჯვეს, თუმცა დედაქალაქში ,,ბარსა" 1:11 დამარცხდა ცნობილია რომ მადრიდელ ქომაგებს ,,რეალის" ხელმძღვანელობამ თამაშის წინ სასტვენები დაურიგა, რათა ,,ბარსელონას"ფეხბურთელებზე ზემოქმედება მოეხდინათ.ამის გარდა, ,,რეალის" უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, ხოსე მარია ფინატი მატჩის დაწყებამდე კატალონიელებს გასახტელში შეიარაღებული ესუმრა და მოკვლით დაემუქრა ყველას, ვინც მთელი ცალით ითამაშებდა .ცხადია მსაჯი დედაქალაქელთა მხარეს იყო. პირველი ტაიმი რეალმა 8:0 მოიგო.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ ამ შეხვედრის შემდეგ ორივე გუნდი დასაჯა:რეალი 5 ათასი პესეტას გადახდა დააკისრა, ,,ბარსელონას"
კი... ერჯერ მეტი მიზეზი? არასპორტული საქციელი მეტოქის პროვოცირება.
კატალონიურ პრესაში თამაშამდელი და მატჩის დროს განვითარებული მოვლენები დაწვრილებით აღწერა ახალგაზრდა ჟურნალისტმა, ხუან ანტონიო სამარანჩმა,რომელიც წლების შემდეგ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გახტა. იმ თამაშის მიმოხილვის შემდეგ, მან სამსახური დაკარგა და რამდენიმე წლის განმავლობაში მისთვის ყველა გამოცემის რედაქციის კარი დაიხურა.
მადრიდი და ბარსელონა ესპანეთის 2 ყველაზე დიდი ქალაქია. ამ ქალაქებს ესპანეთში ყველაძე ძლიერი საფეხბურთო გუნდები ჰყავთ, რეალი და ბარსელონა. ამ 2 გუნდის დაპირისპირება აღიქმება როგორც კატალონიის და ესპანეთის დაპირისპირება. ელ კლასიკო უდიდეს ინტერესს იწვევს მთელს მსოფლიოში, მას მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ესპანეთში ფეხბურთის გავრცელების დღიდან იწყება რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება. ეს უდიდესი მოვლენაა, რომელსაც ესპანეთში არა მხოლოდ საფეხბურთო მნიშვნელობა აქვს. ისტორიას ახსოვს მატჩები, როცა ეს თამაში გასცდა სპორტს და პოლიტიკურ-სოციალური მნიშვნელობა შეიძინა. რეალს ესპანეთში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. მას გულშემატკივართა 32.8 % უჭერს მხარს. რეალს ბარსელონა მოსდევს 25.7 %-ით.
მადრიდი ესპანეთის სამეფო ქალაქია. სპორტში ეს განსაკუთრებით დიქტატორ ფრანკოს დროს იგრძნობოდა, რომელიც ყველა რეგიონალურ ენას სპობდა, სწორედ მაშინ ბარსელონამ შეიძინა პოლიტიკური დატვითვა (აქედან მოდის დევიზი més que un club-უფრო მეტი ვიდრე კლუბი). მაშინ ეს კლუბი პროტესტის და დაუმორჩლებლობის სიმბოლოდ იქცა.
“ელ კლასიკო” განსაკუთრებით გამწვავდა 50-ან წლებში, ეს ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერის გამო მოხდა. ამ გენიალური ფეხბურთელის მიმართ რეალიც და ბარსელონაც უდიდეს ინტერესს იჩენდა. ამ დროს ის Club Deportivo Los Millonarios-ში თამაშობდა. ორივე გუნდმა ის საკუთარ რიგებში ჩაწერა, ორივე გუნდი დარწმუნებული იყო, რომ დი სტეფანო მას ეკუთვნოდა. ეს ტრანსფერი ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო ორგანოებში ინხილებოდა და საბოლოოდ რეალის სასარგებლოდ გადაწყდა. გავრცელებული მოსაზრების თამახმად ამაში დიქტატორ ფრანკოს ხელი ურევია, რომელიც რეალს გულშემატკივრობდა. დი სტეფანომ თავის პირველივე კლასიკოში დუბლი შეასრულა. მას რეალის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
სამოქალაქო ომი რომელსაც დასასრული არ აქვს
ესპანეთში სამოქალაქო ომი როგორც ჩანს არ დასრულდება მანამ სანამ ეს ორი უდისესი გრანდი “რეალი” და “ბარსელონა” იარსებებენ.
ამ ორი გუნდის დაპირისპირება ყოველთვის სცილდებოდა უბრალო დაპირისპირებას, რადგანაც ეს გუნდები წარმოადგენენ ორ განსხვავებულ ერს და როგორც კატალონილები ამბობენ ორ განსხვავებულ სახელმწიფოს. ორივე “ქვეყანა” თავიანთ კლუბში ყოველთვის აუარებელ თანხას და ენერგიას დებდა, რის გამოც ისინი უბრალოდ საფეხბურთო გუნდები კი არა, მათი სიმბოლოებიც გახდნენ. ამიტომაცაა, რომ “ელ კლასიკო” წლის ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ვითარებაში უზომოდ დაძაბული და შესაბამისად, საამოდ საცქერი გამოდის ხოლმე.
“ბარსელონას” სტადიონი “ნოუ კამპი” წელიწადში მხოლოდ 2-ჯერ ივსება: როცა “ელ კლასიკოა” და როცა კატალონიის ნაკრები თამაშობს.
“ელ კლასიკოს” დაწყება თითქმის ყოველთვის ერთნაირია: “ნოუ კამპი” ან “სანტიაგო ბერნაბეუ” სქელ კვამლში ეხვევა, გოგირდის მძაფრი სუნი დგება, რომელიც მესამე იარუსამდეც კი აღწევს, საიდანაც ფეხბურთელები პატარა ჭიანჭველებს გვანან.
კატალონია ესპანეთი არ არის
კატალონია ესპანეთი არ არის
“ბარსელონას” ქომაგები “რეალისადმი” ზიზღს იმ ჩაგვრით ხსნიან, რასაც “დიდი ესპანეთი” კატალონიის პროვინციისადმი იჩენდა. ეს ორი გუნდი ერთმანეთს პირველად 1902 წელს შეხვდა მაგრამ ამ დროს გულშემატკივრები სულაც არ იყვნენ ერთმანეთისადმი ანტაგონისტურად განწყობილნი. დიდი მტრობა დაიწყო XX საუკუნის 30-იანი წლებიდან, რასაც ერთი მხრივ ესპანეთის პროვინციებსი გაღვივებული სეპარატიზმი უწყობდა ხელს, მოგვიანებით კი ამ ყველაფერს სამოქალაქო ომიც დაერთო.
ესპანეთისათვის იმ საშინელ დროს (1936-1939) გენერალ ფრანკოს ჯარმა სასტიკად დაამარცხა მოწინააღმდეგე და ალბატ ძნელი წარმოსადგენი არაა თუ როგორ რეპრესიებს გაატარებდა ფრანკო ურჩ პროვინციებში. 40იანი წლების პერიოდში კატალონია სასტიკად იჩაგრებოდა. დაიხურა ყველა გაზეთი და ყველა სკოლა აიკრძალა საუბარი კატალონიურ ენაზე.
სწორედ ამ დროს იქცა “ბარსელონა” ყველა კატალონიელის იმედად და თავმოყვარეობის სიმბოლოდ. გენერალ ფრანკოს რეჟიმმა შეიწირა კლუბის პრეზიდენტი (დახვრიტეს) და ესპანეთის ჰიმნის უპატივცემულო სმენისთვის , ბარსელონა 6 თვით მოჰკვეთეს ჩემპიონატს, მაგრამ გუნდი აგრძელებდა არსებობას და ნოუ კამპი კატალონიური ნაციონალიზმის ერთერთ უმთავრეს ცენტრად იქცა. ეს იყო თითქმის ერთადერთი ადგილი სადაც კატალონიელებს შეეძლოთ საკუთარ ენაზე ლაპარაკი. აქედან მოყოლებული “ბარსელონა” და კატალონია გახდნენ ერთმანეთისგან განუყოფელი ნაწილი. ამას ადასტურებს სერ ბობი რობსონის (ბარსელონას ყოფილი მწვრთნელის) სიტყვები: “კატალონია ცალკე ქვეყანაა, ბარსელონა კი მისი არმია.” ყოველივე აქედან გამომდინარე სულაც არაა გასაკვირი ნოუ კამპის დასავლეთ ტრიბუნაზე გაკრული ინგლისურენოვანი ტრანსფარატი, რომელიც გვამცნობს – “კატალონია ესპანეთში არ აგერიოთ”
აი კიდევ ერთი სტატია უფრო ვრცლად
მადრიდი და ბარსელონა ესპანეთის 2 ყველაზე დიდი ქალაქია. ამ ქალაქებს ესპანეთში ყველაძე ძლიერი საფეხბურთო გუნდები ჰყავთ, რეალი და ბარსელონა. ამ 2 გუნდის დაპირისპირება აღიქმება როგორც კატალონიის და ესპანეთის დაპირისპირება. ელ კლასიკო უდიდეს ინტერესს იწვევს მთელს მსოფლიოში, მას მილიონობით მაყურებელი ჰყავს.
ესპანეთში ფეხბურთის გავრცელების დღიდან იწყება რეალისა და ბარსელონას დაპირისპირება. ეს უდიდესი მოვლენაა, რომელსაც ესპანეთში არა მხოლოდ საფეხბურთო მნიშვნელობა აქვს. ისტორიას ახსოვს მატჩები, როცა ეს თამაში გასცდა სპორტს და პოლიტიკურ-სოციალური მნიშვნელობა შეიძინა. რეალს ესპანეთში ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს. მას გულშემატკივართა 32.8 % უჭერს მხარს. რეალს ბარსელონა მოსდევს 25.7 %-ით.
მადრიდი ესპანეთის სამეფო ქალაქია. სპორტში ეს განსაკუთრებით დიქტატორ ფრანკოს დროს იგრძნობოდა, რომელიც ყველა რეგიონალურ ენას სპობდა, სწორედ მაშინ ბარსელონამ შეიძინა პოლიტიკური დატვითვა (აქედან მოდის დევიზი més que un club-უფრო მეტი ვიდრე კლუბი). მაშინ ეს კლუბი პროტესტის და დაუმორჩლებლობის სიმბოლოდ იქცა.
“ელ კლასიკო” განსაკუთრებით გამწვავდა 50-ან წლებში, ეს ალფრედო დი სტეფანოს ტრანსფერის გამო მოხდა. ამ გენიალური ფეხბურთელის მიმართ რეალიც და ბარსელონაც უდიდეს ინტერესს იჩენდა. ამ დროს ის Club Deportivo Los Millonarios-ში თამაშობდა. ორივე გუნდმა ის საკუთარ რიგებში ჩაწერა, ორივე გუნდი დარწმუნებული იყო, რომ დი სტეფანო მას ეკუთვნოდა. ეს ტრანსფერი ესპანეთის უმაღლეს საფეხბურთო ორგანოებში ინხილებოდა და საბოლოოდ რეალის სასარგებლოდ გადაწყდა. გავრცელებული მოსაზრების თამახმად ამაში დიქტატორ ფრანკოს ხელი ურევია, რომელიც რეალს გულშემატკივრობდა. დი სტეფანომ თავის პირველივე კლასიკოში დუბლი შეასრულა. მას რეალის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ებაში ,,ბარსელონას" დაუპირისპირდა