ბათუმში სტრიპტიზ-კლუბი `დივა” გაიხსნა. აჭარის დამოუკიდებელი საინფორმაციო ცენტრის `აჭარანიუს.გე~-ს ცნობით, კლუბი სრული დატვირთვით მუშაობას ერთ კვირაში დაიწყებს. შოუს ათი გოგონა დადგამს, რომელთაგან ცხრა უკრაინელი და ერთი ქართველი, პროექტ “ნიჭიერის” მონაწილე ნინო ჯავახიშვილია. კლუბში შესვლა 30 ლარი ღირს და საფასურში ერთი ალკოჰოლური სასმელიც შედის. საზაფხულო სეზონზე ფასის გაზრდა არ იგეგმება. კლუბის მეპატრონის, პატრიცია დელონეს თქმით, კლუბში შესვლა ფეისკონტროლით იქნება შესაძლებელი და ახალგაზრდები მკაცრად შემოწმდებიან.
`ეს არის გათვლილი სერიოზულ ადამიანებზე. ეს არ არის დისკო კლუბი. კლუბში მუშაობენ პროფესიონალი მოცეკვავეებიე” - ამბობს პატრიცია დელონე.
“დივა” ყოველდღიურად, საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იმუშავებს.
http://medianews.ge/index.php/ka/content/36744/ უკრაინელი სტრიპტიზის მოცეკვავე ქალები და თბილისიდან კლუბის დასახურად მობილიზირებული მმკ=ს წევრები. მოკლედ ბათუმშიც ატყდება დიდი ამბავი ვატყობ