#20312700 · 23 Jun 2010, 14:00 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი ყველას.
მაქვს ასეთი იდეა: რამდენიმე ადამიანსგან რომ ჩამოვაყალიბოთ თრეიდინგ ჯგუფი რომელიც: 1. ერთმანეთთან დააკავშირებს უცხოურ და ქართულ კომპანიებს და ექსპორტირებულ/იმპორტირებულ საქონელზე მიიღებს საკომისიო ანაზღაურებას. 2. გახდება უცხოური კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.
3. უზრუნველყოფს კავშირს სატრანსპორტო კომპანიებთან და ამ გზით კლიენტის მოთხოვნის/შესაბამისი ანაზღაურების შემთხვევაში გააკონტროლებს ტვირთის მოძრაობას საქართველოს ტერიტორიაზე.
4. ექნება კავშირი საბაჟოსთან და გააკონტროლებს ტვირთის ლეგალურ მიწოდებას ყველა პროცედურის კონტროლით.
5. ექნება კავშირი საერთაშორისო ინსპექციის (ხარისხის და წონის შემოწმების თვალსაზრისით) სხვადასხვა შესაბამის კომპანიებთან.
5. საწყის ეტაპზე მუშაობა გაიშლება ფერადი მეტალის, შავი მეტალის, ქართული წყლის ექსპორტის, და სხვადასხვა მეტალირგიული ნედლეულის ექსორტის მხრივ.
დაპოსტეთ მსურველებმა და განვიხილოთ ვის რა შესაძლებლობები აქვს და ვის როგორ ესახება თავისი როლი ორგანიზაციაში
This post has been edited by Make7UpYours on 23 Jun 2010, 14:09
|