Energo-Pro Georgia - საქართველოს ენერგო მომარაგების კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს რეგიონების მოსახლეობის ელექტრო ენერგიით უზრუნველყოფას.
მცირე ინფორმაცია ამ ჩეხურ კომპანიაზე:
ს.ს. “ენერგო-პრო” დაარსდა 1994 წელს ჩეხეთის რესპუბლიკის ქ. სვიტავში. იგი წარმოადგენს ჩეხეთის კერძო პირების მიერ დაფუძნებულ კომპანიას, რომლისთვისაც ელექტროენერგიის წარმოება მათი წარსული საქმიანობის გაგრძელებაა. თავდაპირველად კომპანია ჰიდრო ტურბინების წარმოებითა და ჰესების მშენებლობით იყო დაკავებული.
კომპანია დღესაც აქტიურად მონაწილეობს ჩეხეთის რესპუბლიკაში ჰესების პრივატიზაციის პროცესში. რის შედეგადაც “ენერგო-პრო” გახდა მოწინავე კერძო მწარმოებელი ენერგეტიკის დარგში. ამჟამად, ის ფლობს და ამუშავებს 11 ჰიდროელექტრო სადგურს ჩეხეთის რესპუბლიკაში.
ქვეყანაში კომპანიის წარმატებული მოღვაწეობის პარალელურად “ენერგო-პრო” დაინტერესებული იყო საზღვარგარეთ ახალი ბაზრების მოძიებით.
”ენერგო-პრომ” ქვეყნის ფარგლებს გარეთ საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. 2002 წელს ბულგარეთთან გააფორმა პირველი საპრივატიზაციო ხელშეკრულება ამჟამად “ენერგო-პრო” ფლობს და ამუშავებს 8 ჰიდროელექტრო სადგურს ბულგარეთში და ქვეყანაში ელექტროენერგიის პირველი მწარმოებელია. ფლობს რა მთლიანი პრივატიზებული ჰესების დადგმული სიმძლავრის 40%-ს, ”ენერგო-პრო” აგრძელებს ახალი ბაზრების მოძიებას. კომპანიის განსაკუთრებული ინტერესის სფეროს წარმოადგენს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და შავი ზღვის რეგიონი.
”ენერგო-პროს” ჯგუფის აქტივების საბაზრო ღირებულება ამაჟამად შეადგენს დაახლოებით 650 მილიონ ევროს.
საქართველოში “ენერგო-პრო” ჯგუფის პროექტი განხორციელდა ჩეხეთის ექსპორტ ბანკის მხარდაჭერით, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაა. მის სპეციალიზაციას წარმოადგენს ექსპორტისა და ჩეხური კომპანიების უცხოური ინვესტიციების ფინანსური უზრუნველყოფა. 2002 წლიდან, ჩეხეთის ექსპორტ ბანკი აფინანსებს “ენერგო-პრო” ჯგუფის საერთაშორისო საქმიანობას. “ენერგო-პროს” საინვესტიციო საქმიანობის მხარდამჭერია EGAPP- ჩეხეთის რესპუბლიკის ექსპორტის გარანტიის და სადაზღვევო კომპანია, რომელიც უზრუნველჰყოფს საქართველოში “ენერგო-პროს” და ჩეხეთის ექსპორტ ბანკის ინვესტიციების რისკის დაზღვევას.
ახლა კი განვიხილავ იმ საკითს, რომელიც ძალზედ პრობლემატიკურად მიმაჩნია: ვინც არ იცის, უკვე სტატიის ზედა ნაწილში გარკვევით წერია, რომ კომპანია ჩეხების საკუთრებას წარმოადგენს და რომელსაც სხვადასხვა ქვეყნებში შესყიდული აქვს ენერგო კომპანიები.
დავიწყებ იქიდან რომ მე არასწორად მიმაჩნია რომ რომელიმე ქვეყანამ ენერგო კომპანია უცხოელს მიყიდოს, ვითომ იმ მიზნით რომ ის უცხოელი ახალ ტექნოლოგიებს დანერგავს და ააღორძინებს დაქცეულ სისტემას, რომლის აღორძინებას დარწმუნებული ვარ კიდევ რამდენიმე წელი არ ეყოფა.
რაც ყველაზე ცუდია სახელმწიფო ენერგო კომპანიის გაყიდვით ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნის ენერგო სისტემაზე, მის სტაბილურობაზე და შესაბამისად ვერც ვერაფერს მოსთხოვ. პრობლემაც ამაში მდგომარეობს, შეიძლება დედაქალაქის ცენტრალურ უნებში ელექტრო ენერგიის ხარისხი მაღალია, სტაბილურია, მაგრამ დედაქალაქის ენერგო მომარაგებით როდი განისაზღვრება მთელი საქართველოს ენერგო მომარაგება. მეორეხარისხოვან ქალაქებში, რეგიონებში, სოფლებში ამ მხრივ შემზარავი სიტუაციაა. ჯერ ერთი რომ ელექტრო ენერგია მოსახლეობას მიეწოდება არასტაბილურად, მეორეც ძაბვა განუწყვეტლივ მერყეობს და როდის ავარდება 400-500 ვოლტზე არავინ არ იცის და ბოლოს რაც ყველაზე ცუდია ისაა რომ ამ ყველაფერზე არანაირი რეაგირება არ ხდება. ერთი სიტყვით მოსახლეობას პირდაპირი მნიშვნელობით "ფეხებზე იკიდებენ".
მოქალაქე, რომელიც არის ენერგო პროს მომხმარებელი რეკავს ავარიულში მაგრამ ჰოი საოცრებავ პასუხი ყოველთვის ერთია "ავარიაა და ერთ საათში ჩაირთვება", მაგრამ ამ "ერთი საათის" მომლოდინე გაწბილებული მომხმარებელი ვერც კი ამჩნევს ისე ღამდება ის დღე და როდის როდის მოდის ელექტრო ენერგია. საათის შემყურეს და ელექტრო ენერგიის მომლოდინე მომხმარებელს ჩართვისთანავე ავიწყდება რომ მას სულ რაღაც 10 წუთის უკან დენი არ ქონდა და მეტიც მთელი დღე ამ ცხელ ზაფხულში იჯდა ოფლით გახვითქული კონდიციონერისა თუ ვენტილატორის გარეშე, მაგრამ როგორც კი კვლავ ითიშება ელექტრო ენერგია კვლავ რეკავს იგივე მომხმარებელი ავარიულში სადაც ისევ და ისევ იგივეს პასუხობენ და ასე გრძელდება...
ოფისში თუ მიხვალ და ელექტრო ენერგიის ხარისხზე დაუწყებ საუბარს, თავს დადებენ და ყველანაირად დაგარწმუნებენ რომ რასაც მათი კომპანია აკეთებს ყველაფერი საუკეთესოა და ევროპული დონის, მაგრამ სიმართლე რომ არაა ამას მეც ვხედავ და ის გაწბილებული მოქალაქეც, რომელმაც აღარ იცის რა ქნას ელექტრო ენერგიის მომლოდინემ.
საინტერესოა ენერგო პროს უფროსობას და მომსახურე პერსონალს წარმოდგენილი თუ მაინც აქვთ რას ქვია "ევროპული დონის ენერგო მომსახურება", რომელსაც ასე თავგამოდებითა და სიამაყით აჟღერებენ?!
მოკლედ და კონკრეტულად აი რა იდეა მაქ, რაც თავიდან აარიდებს მომხმარებელს ელექტრო ენერგიის არასტაბილურ და ცვალებად მუშაობს. რახანც კომპანია გაიძახის რომ ისინი ყოველივეს ევროპული დონისას ნერგავენ მაშინ მოვთხოვოთ ორმხრივი ხელშეკრულებების დადება და პრობლემაც მოგვარდება. რატომ უნდა დაზარალდეს მომხმარებელი, ხოლო კომპანია ისე გამოძვრეს. ორმხრივი ხელშეკრულების დადება ითვალისწინებს რა სპეციალური მრიცხველების დამონტაჟებას, რომელიც დენის გამორთვისთანავე ავტომატურად უკუსვლით იწყებს მოძრაობას. ამ შემთხვევაში იცით რა მოხდება?! არანაირი პრობლემა აღარ გვექნება არც სტაბილურობასთან დაკავშირებული და არც ცვალებადობასთან. არამგონია ყოველივე ამის შემდგომ კვლავ ზერელედ მოკიდონ ყველაფერს ხელი.
აბა სხვა რას ფიქრობს?
This post has been edited by millionpixel on 27 Jun 2010, 01:25
ადამიანის ფანტაზია ისევე ეწინააღმდეგება და უარყოფს მეცნიერების დოგმებსა და კანონებს როგორც მეცნიერება ღმერთის არსებობას.